აბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ, პოიეტმა, ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მოლოდინისამებრ, დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა ხვიჩას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რაც მსაჯმა მარჩინიაკმა ვერ შეამჩნია. ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ზივზივაძის ხელით შეჩერებისთვის
არბიტრმა ხაციდიაკოსი გააფრთხილა. შემდეგ ყვითელი ბარათი მარჩინიაკმა ბუდუს უჩვენა. მერე ხვიჩა იერიშისას მავროპანოსმა წააქცია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, საჯარიმოდან ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი კი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია. ბოლოს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარას“ გარღვევას კარის წინ ჩაწოდება მოჰყვა, მაგრამ სტუმრებმა ბურთის გამოტანა მოახერხეს. მატჩი ისევ პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა. სანიოლმა ზივზივაძე მიქაუტაძით შეცვალა. ცოტა ხანში შენგელიამ ტრავმა მიიღო, რომელიც საკაცით გაიყვანეს და მის ნაცვლად მოედანზე წიტაიშვილი შევიდა. როტამ კვარაცხელია კომპენსირებულ დროში მოცელა, ყვითელი ბარათით დაისაჯა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში ელადელებმა შემოგვიტიეს. ბაკასეტასის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, მავროპანოსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე კვეკვესკირით და დავითაშვილით შეცვალა. ბურთი მიქაუტაძემ ჩაჭრა, ზურიკოს გადააწოდა, რომელსაც გატანა მეკარემ არ დაანება.

მეორე ექსტრა ტაიმში ტრავმირებული კვარაცხელია ქვილითაიამ შეცვალა. წიტაიშვილის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა, მიქაუტაძის დარტყმამ მიზანს ვერ უწია. 120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.

გილოცავთ - საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:0 (პენ 4:2)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75)

მკითხველის კომენტარები / 95 /
ყველა ქართველს და განსაკუთრებით გიორგი ყურაშვილს ვულოცავ გამარჯვებას!
ასე გავაგრძელოთ ევროპის ჩემპიონატზეც!
წინ, საქართველო!!!
mamuka09ze
27 მარტი 2024 12:53
0
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის და განსაკუთრებით მოხუცებს დაცვაში!!! მე პირადად ვაღიარებ რომ არ მქონდა კაშია კვირკველიას იმედი და ძალიან მაგრად დადგნენ ყველაზე საჭირო დროს!!!
გიორგი
27 მარტი 2024 12:24
0
შეხედეთ კვირკველიას სურათებს,გაგრაში რომ გადმოვიდა და დღევანდელს შეადარეთ.მიზნად დაისახა ნაკრებში დაბრუნება და სავარაუდოდ,სწორედ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის სურვილი იყო,მთავარი მამოძრავებელი.სულ ცოტა 20 კგ,ექნება დაკლებული.რა თქმა უნდა სისწრაფე და ნოქნილობაც დაიბრუნა.დღეს გაცილებით უფრო გამოცდილიცაა.კაშიაარასოდეს ყოფილა სწრაფი,მაგრამ პოზიციის შერჩევით,ინტელექტით და დაცვის მართვის უნარით,გუნდში შეუცვლელია.უზარმაზარი გამოცდილება ასეთ თამაშებში ძალიან ეხმარება.უფრო ტექნიკურ და აწრაფ მეტოქეებთან კი,რა თქმნა უნდა ყველაფრის კონტროლი უჭირს.
სოსო
29 მარტი 2024 23:56
0
ამ თამაშებში არა თუ ძველი კვირკველია ვიხილეთ, არამედ ჩემი აზრით კარიერის საუკეთესო თამაში ჰქონდა. შეცდომა არ დაუშვია ბერძნებთან. ყველა ბრძოლა მოიგო. ქოჩორაშვილი და შენგელია ნამდვილი აღმოჩენა იყო ამ თამაშებში. საერთო ჯამში ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე გულიანად იბრძოლა. ქოჩორაშვილი უთამაშებელი იყო ტრავმის შემდგომ ფაქტობრივად და მაინც ბოლო წამებამდე დაღლა არ ეტყობოდა. მის მიერ იდეალურად შესრულებული თერთმეტ მეტრიანი ასეთ ურთულეს მატჩში, მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე მეტყველებს.
სიმართლე უნდა ითქვას
28 მარტი 2024 07:57
0
გილოცავთ!
ძალიან ბევრი იშრომეს თამაშამდე და თამაშზც იმაზე მეტი გააკეთეს ვიდე შეეძლოთ.
ვინც მეტს იშრომებს და უფრო მეტად ირწმუნებს გამარჯვებაც მას რჩება და ამას სპორტულ იღბალს ეძახიან.
რაც შეეხება თურქეთთან თამაშს გისურვებთ საქმე პირველ ტაიმშივე მოგემთავრებინოთ!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
27 მარტი 2024 12:22
0
ვახ რა ლამაზად გათენდა. ასე ბედნიერები და ერთიანები ვიყოთ ქართველებო
რაბუ
27 მარტი 2024 12:19
0
ვულოცავ ნაკრებს და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას..ისტორია დაწერილია..13 მაისის შემდეგ ასეთი დღე ქართულ ფეხბუთს არ ქონია..თავგქნწირვით ითამაშებს ბიჭებმა..მადლობა სტადიონზე ქომაგობდა..და ერთიც..ასე ერთიანი თუ ვიქნებით..ვერავინ მოგვერევა..დიდება საქართველოს
კიეზა
27 მარტი 2024 11:10
0
ყველას ვულოცავ, ჩვენი ნაკრების გამარჯვებას, ვისაც გაეხარდა. ბიჭებმა იომეს, მაყურებელმა უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ ჩემთვის გუშინდელი ზეიმი გააუფერულა რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილმა ღონისძიებამ. ეს რა მუსიკები იყო, დავიჯერო იმ გამარჯვებას მრავალჟამიერი, ჩაკრულო, ხორუმი და კიდევ უამრავი ქართული სიმღერა უფრო არ მოუხდებოდა? რა უბედურება იყო ეს
ლუკა
27 მარტი 2024 10:58
2
ჩვენი ფეხბურთელების შემართების და საბრძოლო ჟინის ყველაზე სიმბოლური გამოხატულება იყო, ბუდუმ რომ უკვე წაქცეულმა, თავით შეუცვალა ბურთს მიმართულება.
მაგ მომენტში დავრწმუნდი, რომ მოვიგებდით. მადლობა ყველა ემოციისთვის.
კოლა
27 მარტი 2024 10:38
0
აი მესმის გამარჯვება.ერისა და ბერის გამხარებელ-გამაერთიანებელი,სტიმულისა და განვითარებისთვის მძლავრი ბიძგის მიმცემი!უდიდესი მადლობა ბიჭებს,ამ აღმაფრთოვანებელი შედეგის ყველა შემოქმედს.
ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს,
მის დღევანდელობასა და ნათელ,ბრწყინვალე მომავალს!
კოლხიდელი
27 მარტი 2024 10:22
0
ქართველებო, მე არმენ ცუცუნ ვარ ერევნისტანიდან. კაკ ვსიგდა მი ზავიდუემ შტო ნამ სძელაც წიპერ?
!!
27 მარტი 2024 10:07
4
ფსკერს ქვემოთ ხარ, ტვინით და აზროვნებით ნუუუული!
სამარცხვინო
27 მარტი 2024 12:00
0
ფსკერს ქვემოთ ხარ, ტვინით და აზროვნებით ნუუუული!
სამარცხვინო
27 მარტი 2024 12:00
0
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ ყველას!
"ბრძოლა" ყველასთან შეიძლება და ... გამარჯვებაც!

09.03.2024
უეფა-ს რეიტინგი:

პორტუგალია -- 7
თურქეთი ----- 9
ჩეხეთი ------- 11
საქართველო - 46

საბერძნეთი----17
ლუქსემბურგი--43
თემური
27 მარტი 2024 10:04
0
რეიტინგი,გუნდის რამდენიმე წლიანი შედეგების განზოგადებული გამოხატულებაა.ჩემპიონატზე კი.,იმ კონკრეტულ მომენტში,კონკრეტული გუნდები ითამაშებენ იმ ძალით,რა ძალისებიც იმ კონკრეტულ მომენტში არიან.სულაც არ არის სავალდებულო,მსოფლიოს ჩემპიონი,დროის კონკრეტულ მომენყშიც უძლიერესი იყოს.თამაში და ბრძოლა,ყველასთან შეიძლება და საჭიროა.იქ,გერმანიაში გამოჩნდება რა შეგვიძლია და რა შეუძლიათ მეტოქეებს.ჩვენი მანდ გასვლაც უკვე დიდი გამარჯვებაა და ბიჭები,ძალიან დაძაბულები არ იქნებიან.ჩვენ ვვითარდებით და სულ რამდენიმე წელში,დ ლიგიდან,ბ ლიგაში გადავინაცვლეთ,თანაც ლიდერების პოზიციებზე,სულ უფრო ხმამაღლა გამოდიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.ცხადია,რომ სულ უფრო მოვუმატებთ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად.ასე რომ,ევროპაზეც უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები წავალთ,მონაწილეობის გამოცდილებასაც მივიღებთ და წინსვლას დავაჩქარებთ.
სოსო
27 მარტი 2024 21:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული