ევრო 2024-ის განრიგი - როდის და რომელ ქალაქებში გამართავს საქართველოს ნაკრები მატჩებს

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.

მოგეხსენებათ, ტურნირს გერმანია უმასპინძლებს და ვილი სანიოლის გაწვრთნილები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და "დორტმუნდის" საშინაო არენაზე 81 365-იანი ტევადობის Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან.

"ჯვაროსნები" მეორე შეხვედრას უკვე ჰამბურგში 22 ივნისსVolksparkstadion-ზე ჩაატარებენ, რომელსაც შეუძლია 57 274 ადამიანს უმასპინძლოს.

მესამე მატჩს კი უკვე პორტუგალიასთან გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს - ტევადობა 62 271 ადამიანი. 

შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის
ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პორტუგალიის გარდა, ჩეხებთან და თურქებთან არის შანსი. მიუხედავად იმისა რომ ჩეხებს უმაგრესი თავდამსხმელი შიკი ჰყავთ, თან ლევერკუზენის ლიდერია, აგერ გუშინ ამხანაგურში სომხებს ძლივს მოუგეს. კიდევ გავიმეორებ იმას რაც უამრავჯერ მითქვია, ფეხბურთში ყოველთვის ძლიერი გუნდი არ იგებს. არც ჰოკეიში)
დავით 67
16:51 27-03-2024
0
პირველი თამაში უნდა მოვიგოთ და გავალთ ჯგუფიდან!
Berg
16:42 27-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული