"90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა" - ნიკა კვეკვესკირის შესახებ ემოციური ისტორია გავრცელდა

AutoSharing Option
Facebook-ის მომხმარებელი ნანა ცქვიტარია საქართველოს ნაკრებისა და "ლეხის" ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

როგორც იცით, სწორედ 31 წლის ფეხბურთელმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი საბერძნეთის ნაკრების კარში, რისი წყალობითაც, "ჯვაროსნები", ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

"გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც. გალიდანაა. ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.

მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.

90-იანი წლების ყოველ
წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა. კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ. 

კიდევ მახსოვს, ერთხელ, "მარშრუტკის" მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის", - ვკითხულობთ პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მადლობა, ოქროს ბიჭო❤️ აფხაზეთი საქართველოა! მალე ეგეც გვეზეიმოს
ბაჩენცო
27 მარტი 2024 16:51
0
ნიკა და მისი მეგობრები, მთელი გუნდი იყო გაუტეხლობის, თავდადების, გმირობის სიმბოლო! მადლობა მათ თავდადებისთვის, მადლობა მათ, რომ ისევ გაგვიღვიძეს სიამაყის განცდა, რომ საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე - გმადლობთ ბიჭებო!!!
პაატა
27 მარტი 2024 22:24
1
ერთი ორო დღის წინ დავწერე, ფბურთელების 90% ყველა ღარიბი ოჯახებიდან მოდიან და ვარსკვლაბები ხდებიან.
უფასო ვარჯიშები სპორტსკოლებში! და 15-20 წლის მერე, ვერ იცნობთ ქართულ ფეხბურთს, იმდენი ვარსკვლავები გვეყოლება.
მალხაზ ჯობავა
27 მარტი 2024 19:57
0
ვერ მოკლავენ ნაგავი პოლიტიკოსები ამ ერს, იმიტომ რომ ნიკასნაირ და გუშინდელი მეომრებისნაირ ჯაჟკაცებზე დგას. იხარე ერო..........
სიმართლე
27 მარტი 2024 17:12
2
ნიკა შენ გენაცვალე ჯიგარში, სულში, გულში, აზროვნებაში, პატრიოტიზმში, მოსიყვარულე გენში. მადლობა შენ და შენს მშობლებს
საბურთალო
27 მარტი 2024 15:43
0
Avtors arvicnob magram rac martalia martalia zustad egeti dxe gamoiara kide uaresi me chemi tvalitvar momswre ertadac gvitamashia. Shroma daupasdao roari natqvami zustad am bichzea
Achi
27 მარტი 2024 17:29
0
ჩემზე გაწონასწორებული, გონიერი და პატრიოტი პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენდა. ასეთი იყო სწორედ გამარჯევების გოლის გატანისას.
გიორგი
27 მარტი 2024 18:04
0
მაგალითი უნდა აიღოთ პატარებმა ნიკასგან
გიორგი
27 მარტი 2024 15:34
0
ნიკა კვეკვესკირი-გამარჯვების გოლის ავტორი.
ტორნადო
27 მარტი 2024 16:22
1
ასეა უფულო და უბრალო ხალხი ქმნის ნამდვილ გამარჯვებებს თორემ ფულიანები არც ქვეყნის ჯარში მსახურობენ და არც ომებში კვდებიან,,,,,სამაგიეროდ ეკლესიებს აშენებენ და კაბინეტებში სხედან
x
27 მარტი 2024 16:11
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული