კვეკვესკირის "ლეხი" "ფიორენტინას" ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში „ლეხი“ სახლში „ფიორენტინასთან“ 1:4 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში 76-ე წუთამდე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

„ლეხისთვის“ ევროტურნირის ამ ეტაპზე გასვლა დიდი მოვლენაა. თითქმის პირთამდე სავსე სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო და სტუმრები დებიუტში კაბრალმა დააწინაურა. მათ მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ბრეკალოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. სწრაფი კონტრშეტევისას კი ველდემ ანგარიში გაათანაბრა. ფლორენციელებმა პირველი ტაიმის ბოლოს სახიფათოდ შეუტიეს და გონსალესმა თავურით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში „ფიორენტინა“
უფრო დამაჯერებელი გახლდათ და ბედნარეკის კარი ბონავენტურამ და იკონემ დალაშქრეს. მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა და 20 აპრილს ჩასატარებელი საპასუხო შეხვედრა ფორმალობას წარმოადგენს.

პოზნანი. „პოზნანი“
ლეხი - ფიორენტინა 1:4
გოლები: 0:1 კაბრალი (5),1:1 ველდე (20), 1:2 გონსალესი (41), 1:3 ბონავენტურა (59), 1:4 იკონე (63)

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარუმატებლობები ლეხს! ქართველი ფეხბურთელების არასათანადო დაფასებისთვის!
შაკო
12:52 14-04-2023
1
ხო და თუ ფორმალობაა ათამაშოს წიტაიშვილი
Grisha
10:08 14-04-2023
0

სიახლეები პოპულარული