სანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

AutoSharing Option
დღეს, 22 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმ ფეხბურთელებს დაასახელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. ვხედავთ, რომ მწვრთნელები ჯერჯერობით გაფართოებულ შემადგენლობას ირჩევენ, საიდანაც 26-კაციან განაცხადს დააკომოპლექტებენ...

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის აქამდე აუხდენელი მიზანი შესრულებულია და დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვართ. ამისთვის ენერგია არავის დაგვიზოგავს, არაერთი ტკივილიანი საღამო გვქონია, გვინერვიულია, მაგრამ ოპტიმიზმი არასდროს დაგვიკარგავს. რა იყო მთავარი, რამაც საბერძნეთის ნაკრებთან ფინალი მოგვაგებინა? - ყველა ბოლომდე დაიხარჯა; იმ განცდამ და წნეხმა, რომ თუ არა ახლა, მაშინ როდისღა, ჩვენი ფეხბურთელები, მწვრთნელები
თუ გულშემატკივრები უფრო მოტივირებული და ძლიერი გახადა.

ვილი სანიოლი გაგვიკრიტიკებია, მაგრამ არა როგორც ჩასაფრებულის პოზიციიდან, მიზანი ყოველთვის უკეთესი გუნდის ხელშეწყობა იყო. ფაქტია ის, რასაც აქამდეც ვწერდით - ფრანგი მთავარი მწვრთნელის საქმიანობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა; ის სწავლობდა საკუთარ შეცდომებზეც, ჩაგდებულ სანაკრებო პაუზას ყოველთვის უკეთესი მოსდევდა. ვილის აქვს სპორტული იღბალიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია...

ეს დიდი გამარჯვება გუნდმა შექმნა - შემართებით, ერთმანეთის შეცდომების დაზღვევით, გამოკვეთილი ვარსკვლავებითა და "ახალი მებრძოლებით"...

ევროპის ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დროა, 14 ივნისი მალე მოვა და ერთგვარად საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა - გაცნობთ მეტოქეებს (თურქეთი, ჩეხეთი, პორტუგალია), მეტს გესაუბრებით ჩვენს ლეგიონერებზე. საქართველოს ნაკრები, როგორც ევრო 2024-ის მონაწილე, ამხანაგურ შეხვედრას აუცილებლად ჩაატარებს (ახლა მონტენეგროს შესახებ ვიცით). დღეს შემოგთავაზებთ სტატიას, რომელზედაც დაწერა ბავშვობის შემდეგაც კი გვიოცნებია - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე. საკადრო საკითხებზე დავას არ ვაპირებთ, უბრალოდ ვიმსჯელებთ სანიოლის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე (ამავე ლოგიკით, სასტარტო შემდგენლობის შერჩევა გადამწყვეტ მატჩებში გაგვიმარტივდა). მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს!..

კოვიდინფექციისას სამატჩო განაცხადი 26-კაციანი გახდა, შემდეგ კვლავ ტრადიციულ 23-ს დაუბრუნდა (შეხვედრაში 5 ცვლილება კი ძალაში დარჩა). ევროპირველობაზე ნაკრებებს 26 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ექნებათ. ეს მწვრთნელებს, პირველ ეტაპზე, საქმეს გაუადვილებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასაძლევად აუცილებლად იბრძოლებს. ტურნირი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარიერის უკეთეს გუნდებში გაგრძელების გზაზე დიდი გამოწვევაა და იმედი გვაქვს, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების იდეალურ ბალანსს შემოგვთავაზებს. ამ ბიჭებს ეს ძალიან სჭირდებათ. ჩვენი სავარაუდო განაცხადი სწორედ მოსალოდნელ რაოდენობაზე (26) განვიხილოთ.

მეკარეები (3 ფეხბურთელი)

გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი - სადაც ცვლილებებს გამოვრიცხავთ, ეს მეკარეებია. გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ვფიქრობთ, ჯგუფურ ეტაპზე გარკვეული დრო (ამას მწვრთნელები მიმართავენ) გიორგი ლორიასაც მიეცემა, რაც მისი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის ერთგვარად დაფასება იქნება;

Sportall.Ge

ცენტრალური მცველები (5)

სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრების განაცხადში 5 ისეთი ფეხბურთელი იქნება, რომლებსაც ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლიათ. არ დაგვავიწყდეს, რომ აქედან 3 ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, საბა საზონოვი, ლუკა ლოჩოშვილი ან გიორგი გველესიანი - როცა ახლა ტრავმირებული "კოპენჰაგენის" მცველი დავით ხოჭოლავა ფორმაში იყო, სანიოლის ნაკრების შეუცვლელი წევრი გახლდათ. დარჩენილ დროში მას სასურველ კონდიციებში დაბრუნება გაუჭირდება და ევროზე თამაშის დიდი შანსი არ ექნება. საბა საზონოვი "ტორინოში" ბევრს დროს ვერ იღებს, მაგრამ გვჯერა, ფრანგი სპეციალისტის სიაში ადგილს დაიკავებს.

Sportall.Ge

ფლანგები (6)

საქართველოს ნაკრების თამაშში ფლანგის ფეხბურთელებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში სჭირდებათ. გვგონია, რომ აქ მაქსიმალურად საკადრო მრავალფეროვნება და კონკურენცია უნდა ვნახოთ.

ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი - შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ფლანგებზე სამი ალტერნატივა მეტისმეტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აზაროვის პერსპექტივის ფეხბურთელს ევროპირველობაზე დრო უნდა მიეცეს და ირაკლიმაც მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, მწვრთნელის დავალებები ზუსტად გაითავისოს; ლევან შენგელიას დროულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!.. ამავდროულად, საბა ლობჟანიძის სტილისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელზე, რომელსაც საჭირო დროს შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე გამოიყენებ, უარის თქმა რთული იქნება.

Sportall.Ge

აქვე შეგახსენებთ, სანამ ნახევარდაცვასა და შეტევაზე გადავალთ, 26 ადგილიდან 14 დაკავებულია.

ნახევარდაცვა (8)

გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა კანკავა, ლუკა გაგნიძე ან გაბრიელ სიგუა - კანკავას ნაკრებში დაბრუნება და შემდეგ მისი, ფაქტობრივად, უთამაშებლობა, დასკვნების გამოტანას გვირთულებს. ახალგაზრდების მნიშვნელობაზე თუ ვსაუბრობთ, ასეთები 21-წლამდელთა ნაკრებიდან გაგნიძე და სიგუა არიან.

შეტევა (4)

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია - თუკი სანიოლი გუნდში ოთხი შემტევის ყოფნას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ეს ოთხეული ხელშეუხებელი უნდა იყოს.

მოუთმენლად ველით ევრო 2024-ის დაწყებას!..

altცნობილია, რა იქნება ბილეთების ფასი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე და როგორ შეგეძლებათ მისი ყიდვა

altევრო 2024-ის განრიგი - როდის და რომელ ქალაქებში გამართავს საქართველოს ნაკრები მატჩებს

მკითხველის კომენტარები / 98 /
ლობჟანას ესე ადვილად ვივიწყებთ? ვფიქრობ ქოჩომ ისე დაალაგა ცენტრში რო ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად ჯაბა ან ერთი კაცი ნახევარდაცვიდან უნდა მოაკლოს და ან თავდამსხმელი ან შემტევი ფლანგელი უნდა დავამატოთ.
მირო
29 მარტი 2024 00:05
5
ჩვენი კაპიტნები - კანკავა, კაშია, ლორია - აუცილებლად უნდა იყვნენ ევროზე, გინდაც არ იყვნენ ფორმაში, მარტო მათი დაფასების მიზნად თუნდაც. უხანგრძლივესი კარიერა გაიარეს, ჭირში და ლხინში იყვნენ ნაკრებთან ერთად. ახალგაზრდებს ბოდიში, მაგრამ ამ ხალხის არწაყვანა არ შეიძლება.
ნუ ლორია მაინც მეორე მეკარეა, კაშია - ძირითადი მცველი, ისინი ყველა ვარიანტში იქნებიან, უფრო კანკავაზე მაქვს საუბარი. უნდა იყოს ჯაბა ნაკრებში ევროზე.
ixvi
28 მარტი 2024 23:54
8
არაბიძე ნაკრებშიიიიი!
დათო
28 მარტი 2024 22:49
11
ქვილითაიას მაგივრად საბა ლობჟანიძე აუცილებლად.მიუხედავად პენლის გატანისა სხვა მხრივ კვეკვესკირის წაყვანა არ შეიძლება-ასეთი ნელი ნახ მცველი და ამდენი წუნის მქონე განაცხადში არ უნდა იყოს.არც ხოჭოლავაა ნაკრების ღირსი.თუმცა 100% დარწმუნებული ვარ,რომ ქვილითაიაც წავა და კვეკვესკირიც სამწუხაროდ….
BOSS
28 მარტი 2024 22:09
17
გენაცვალოს ჩემი თავი ძმაო მაგრამ მთლად ფეხი რომ მოიტეხოს კვეკვესკირმა მაინც უნდა წაიყვანო ევროზე მაგ გატიანილი პენალტის გამო ჩვენი ოცნების წერტილის დამსმელი.რას ლაპარაკობ ძმაო როგორ შეიძლება კვეკვესკირის დატოვება
შახრუდინი
29 მარტი 2024 00:21
6
არ დაერია მეგრელებს ერთიანად? :)
დავითი
28 მარტი 2024 23:59
4
სპორტალ ლორიამ წითელი მიიღო დისკვალიფიკაციას მიცემენ და სავარაუდოდ ვერ ითამაშებს ევროზე პირველ ორ თამაშს (იმედია არ დაავიწყდებათ და საშარო არ გახდება) ასე რომ ჯობია მასწავლებლად (ასისტენტათ) წაიყვანონ ვიდრე ფეხბურთელად,,მინდვრის ფეხბურთელებს რაც შეეხება,ვფიქრობ დებიუტანტი ნაკრებისთვის რომელიც სტაბილურად პირველ ნომრად თამაშს არც მიჩვეულია და არც მისცემენ მეტოქეები მაგის საშუალებას კლასიდან გამომდინარე ოთხი თავდამსხმელი ნამეტანია და ჯობია ნახევარმცველი დაამატონ რომელსაც შეუძლია შეტევით ფაზაში ყველგან თამაში მათ შორის ცრუ ცხრიანადაც როგორც ზურიკოს და სიგუა მეგულება ასეთად თუ ჯამრთელი იქნება მაგარ ჯანზეც არი ბიჭი და თან ახალგაზრდაა და თუ ახალგაზდებს არ მივეცით შანსი მომავალში რას ვშვებით?? ეხლა ალბათ ბევრი დამიწერს დისლაიქს ამის დაწერის გამო (მან ხო პენალი გაიტანაო) მარა კვეკვესკირის ბოლო თამაშები ნახეთ გინდ ნაკრებში და გინდ კლუბში ძაან აქვს მოკლებული ამ ბოლო დროს მითუმეტეს,ვენაცვალე გულში და ადამიანობაში მარა როგორც ფეხბურთელი ჩანაცვლებას საჭიროებს დიდი ხანია,საერთოდ მაკედონიასთან ფინალის წამგები ფეხბურთელები ნელა ნელა უნდა ჩაჩოჩდნენ ვნახეთ უკვე მაგათი თამაში რომელ მეტოქეებს ყოფნის მეტი კიდე არ შეუძლიათ და მაინცდამაინც საშვილიშვილო შეცდომა უნდა დაუშვან ან ავტოგოლი გაიტანონ რო ჩაანაცვლოოთ?? არაბიძე კიდე რავიცი საქართველოს ჩემპიონატში ნათამაშები ფეხბურთით რასაც ეგ თამაშობს ვის გგონიათ რო თუნდაც საბერძნეთთან როგორი თამაშიც იყო ეგეთ თამაშში რამეს შემატებდა ნაკრებს?? აა ჰოო პენალტებშიიი
gel-100
28 მარტი 2024 21:19
9
მე რა ვერ გავიგე იცით, ეს კვარა როდის მერეა თავსამსხმელი? კვარა არის გარემარბი და მარცხნივ გრძნობს თავს ყველაზე კარგად, პოზიციებს თუ იცვლუს მწვრთნელის დავალებით, ეგეც კარგია ზოგჯერ, მაგრამ თავდამსხმელი არა კვარა და კიდევ ბევრ ცვლილებას არ გაკეთებს სანიოლი, ვინც გაგვიყვანა ევროპაზე, ძირითადად მაგ ხალხს დაეყრდნობა და ეს ლოგიკურიცა, ამხანაგურებზეც არ გამოიძახებს სხვებს, ამ გუნდთან ერთად რაც არ მოსწონს იმ კუთხით ამუშავებს ბიჭებს
გოგა
28 მარტი 2024 20:38
7
სიგუა ჯერ სიონის ძირითადის თუ არა ზამენაზე მაინც სტაბილურად მოთამაშე გახდეს და ნაკრებზე მერე იფიქქროს, ავტობუსით სიარული და ულვაშებში ჩაცინება არ კმარა, ვარჯიშებზე ბლომად ოფლი უნდა ღვაროს.
tobo
28 მარტი 2024 19:52
5
არავინ ამბობს და არც თავად აქვს სასტარტოზე პრეტენზია, მაგრამ ახალი სისხლია საჭირო და ახალგაზრდები უნდა გამოიცადონ. სიგუას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე შეუძლია მიხმარება.
ასემგონია
28 მარტი 2024 21:23
5
საბა ლობჟანიძის დატოვება როგორ შეიძლება? ძალიან ყოჩაღი ბიჭია, არაბიძეს რას ერჩიან ვერ ვხვდები?
Rezo
28 მარტი 2024 19:41
13
საბერძნეთან გამოჩნდა რომ შეტევის გაძლიერების რესურსი გუნდს აღარ გააჩნდა... ლობჟანიძეზე არაფერი თქმულა...... არაბიძეზე რაც არუნდა ვიძახოთ მაგ სტილის ფეხბურთელი არ გვყავს....... შორიდან მისნაირად ვინ ურტყავს ნაკრებში??? ჯარიმასაც კარგად ასრულებს.. ამხანაგურებში უნდა მიეცეს შანსი არაბიძეს გველესიანს იმედია ხოჭოლავაც აკრიფავს ფორმას მაგისნაირი გამოცდილი მცველი ბევრი არ გვყავს საჭირო კაცია..ქვილითაიას მაგივრად ვოლკოვი ჯობია. ამხანაგურებში ნახონ ვინ როგორ მოერგება ნაკრებს. დღეს კიდევ ვუყურე განმეორებით თამაშს და კვეკვეს პენლის გარდა თამაში ყველა პასი შეცდომით გააკეთა თუ მარტო პენლის გამო წაიყვანს არ ვიცი. მაგრამ მადლობა ბოლო პენლის კარგად დარტყმისთვის მომავალზეც უნდა ვიფიქროთ და სიგუა წაიყვანონ
რონი
28 მარტი 2024 19:19
10
დაამატეთ მარადიშვილი,ჭანტურიშვილი არაბიძე და მამაცაშვილი(საუკითესო მცველია) ააუცილებლად
თეიმურაზიცაშვილი
28 მარტი 2024 19:11
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული