"მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს..." - დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში საბერძნეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

მან გაიხსენა, თუ როგორ მიმართა "ნაპოლის" ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის დაწყებამდე თანაგუნდელებს.

"მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს და ყველას...

ბიჭებო, ჩვენ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა და შესაძლოა, მათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მეტი შანსი აღარ ჰქონდეთო...

ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთო! ეს ერთიანობა, შემართება და
ფსიქოლოგიური მდგრადობა იყო ერთ-ერთი საწინდარი, რომ ამ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ასევე არაფერი იქნებოდა სფფ-ის და სამწვრთნელო შტაბის სწორად მუშაობის გარეშეც", - თქვა ხარაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს ბიჭები გმირები არიან ყველანი. ცხოვრება გამიხალისეს, მომავლის იმედი ჩამისახეს, ქვეყანა შეცვალეს სიყვარულით, ყველა ერი და ბერი. არ მიწყენთ ერთ რამეს დავამატებ ქოჩორაშვილზე ვიტყვი(კიდევ ვიმეორებ ყველამ მაგრად ითამაშა). ნახეთ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელია. შეცდომა არ დაუშვია, სული და გული ჩადო და უკვე იმედიც არის გუნდში(ყველგანაა: დაცვაში, ცენტრში, მეტოქის საჯარიმოსთან,ყველგან). გუნდში გაჩნდა უნივერსალი ფიზიკურად ძლიერი მებრძოლი ფეხბურთელი რიც გარეშეც ძლიერი გუნდი დღეს არ ყალიბდება.ეს ისე რომ არ მეთქვა არ შემეძლო. მადლობა ყველას: თქვენ გაიხარეთ თქვენს ოჯახებთან ერთად. მიყვარხართ
david
13:37 28-03-2024
0
ალბათ ყველას გაახსენდება ის მომენტი, როცა წაქცეული ბუდუ ცდილობს თავით ბურთი მოაცილოს მოწინააღმდეგეს! სრული გაგებით ეს იყო "თავის გაწირვა"
ხო, ეს საფეხბურთო მატჩი/თამაში ჩვენთვის იყო ბრძოლა საქართველოსთვის!
მადლობა ბუდუ! მადლობა თითოეულს ბოლომდე თავდაუზოგავი ბრძოლისათვის!
თემური
17:16 28-03-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული