"მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს..." - დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში საბერძნეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

მან გაიხსენა, თუ როგორ მიმართა "ნაპოლის" ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის დაწყებამდე თანაგუნდელებს.

"მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს და ყველას...

ბიჭებო, ჩვენ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა და შესაძლოა, მათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მეტი შანსი აღარ ჰქონდეთო...

ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთო! ეს ერთიანობა, შემართება და
ფსიქოლოგიური მდგრადობა იყო ერთ-ერთი საწინდარი, რომ ამ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ასევე არაფერი იქნებოდა სფფ-ის და სამწვრთნელო შტაბის სწორად მუშაობის გარეშეც", - თქვა ხარაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 26 /
სამი წერტილი რატომ გქვია?
ვიღაცამ ვაზა ისროლაო, მერე? მე, რამდენჯერმე დაღრიალების შემდეგ ძალიან დისი ხანი ვტიროდი, სახეზე დროშა აფარებული, და რა? სპექტაკლი დავდგი?
მოგაკლდა რამე? გეწყინა რამე? გვაცალე რა ზეიმი, შეგვარგე სიხარული, ძვლივს გავიხარეთ, ცოტა ხანს მაინც გაჩუმდით, გენაცვალე.
დიდება დიდება დიდება საქართველოს!!!
ლევანი
28 მარტი 2024 16:43
0
ვენაცვალე ისეთ გულშემატკივრებს, ვინც გულით განიცადა ეს უდიდესი სიხარული! გავკარით იმ ბოღმა არსებებს, ვინც ამ ყველაფერს ცინიკურად შეხედა, ასეთ საცოდავებს სპორტის რა გაეგებათ, მითუმეტეს ფეხბურთის? ფეხბურთი ხო ისეთი სპორტია, რომელიც: აგატირებს, აგაცეკვებს, აგამღერებს, აგაღრიალებს, უსაძღვრო ემოციებში მოგაცევს და რო არ დაიცალო სტრესისგან, შეიძლება გულიც გაგისკდეს. 26-ში სტადიონზე მისული ქომაგები და ფეხბურთელები, თითქოს ერთ მუშტად შეიკვრნენ და საბოლოოდ მოხდა, ის რაც მოხდა! კაცუნებო! თქვენნაირების ჯინაზე ჩვენ ქომაგები ბევრჯერ ვიზეიმებთ!
სამ წერტილას
28 მარტი 2024 19:12
0
yᲚევანი ბევრი იტილე?მაკიაჟი ჩამოგეთხაპნა?ხვალ ეპილაციაზე არ დაგავიწყდეს წასვლა
Ლევანი-ს
28 მარტი 2024 18:41
24
ყველა გამოხმაურება
აბა ჰე! კაშია კვეკესკირს ჭირდება ბიჭებო და დავცხოთ დროაო, რას ბოდიალობს ეს ჭკვანაკლული? საიდან მოიგონა?
ვინმეს გჯერათ რომ კაშიას გამო გავიდნენ ბიჭები სათამაშოთ?
კ ო მ ბ ლ ე
28 მარტი 2024 16:08
24
მართლა კომპლე ხარ კომბალი გათალე რაა
მართლა კომპლე
29 მარტი 2024 02:14
0
მოკლედ ერთი რაღასის თქმა მინდა:წაიღო ინტერნეტი ვიდეობმა ვინ როგორ გულშემატკივრობდა,ვინ როგორ აღნიშნა გამარჯვება.ყველაფერი შეიცვალა,ქვეყანა გაარტისტებულია.ზოგი ვითომ ტირის და საკუთარ თავს უღებს ვიდეოს.ის ვიღაც რო არის იუთუბ არხის თუ რაღაც კვახის წამყვანი რო არის-ვიდეოს იღებს და უცებ საკუთარ თავს უღებს ვიდეოს ვითომ როგორ ტირის სიხარულისგან.არადა ბღავის უსაზიზღრესად და ამაზზრზენად.
Ნამდვილი გულწრფელი ტირილი იყო ლუქსემბურგთან რო ტირის ბავშვი.აი ის იყო ნამდვილი სიხარულის ცრემლები.დანარჩენი რაც ვნახე ყველა ყველა იყო სპექტაკლი...
Აგერ ვიღაცის ძმას ვაზა მოუსროლია და ჰგონია ეგ არის ნამდვილი გულშემატკივრობა.საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე თუ დადის ის ძმა ეგ მაინტერესებს.
Ნანდვილი გულშემატკივარობა არ არი ფეისბუქზე სურათის დასადებად რო წახვალ სტადიონზე...
Აბა ერთი გაბედეთ და საქართველოს ჩემპიონატზეც იარეთ მსახიობებო
...
28 მარტი 2024 15:50
20
შენ ჩვენი ძმა! ერთი ვერ გაგია რო ჩვენ ქართველები სამხრეთელები ვართ და აქედან მოდის ჩვენი ემოციებიც. არგენტინის ნაკრებმა როცა მოიგო მსოფლიო, მთელი ერი ზეიმობდა და გულშემატკივრების ემოციაც ზუსტად სამხრეთული იყო. *
***-ს
28 მარტი 2024 17:02
0
ვაი, მართლა შენს პატრონს რა? ამდენი ხნის ლოდინის მერე, ჩვენმა ნაკრებმა, რო მოიგო როგორ გგონია, რა რეაქცია გვექნებოდა გულშემატკივრებს? ეს იყო სიხარულის ზეიმი და ცრემლები! როგორ შეიძლება მაგ დროს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს არტისტები გვიწოდო? ბიჭო! ვიღაცა ცეკვავდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცის ძმას ინსტიქტურად ვაზა გაუვარდა და ეს ყველაფერი გიკვირს? მაშინ ისიც დადგმული სპექტაკლი ყოფილა, ჩვენმა ფეხბურთელებმა რო იცეკვეს, იმღერეს და შამპანურებს, რო ასხავდნენ ერთმანეთს? გეტყობა შენ თამაშის დროს, კოტრიალობდი ლოგინში და ნებივრობდი არა? მოდი რა შენაირმა ბოღმა ტიპებმა, თავი დაგვანებოთ ჯობია, და ნაღდ გულშემატკივრებს კი გაგვატაროთ!
ბოღმოვიჩს!
28 მარტი 2024 16:31
0
ეს ბიჭები გმირები არიან ყველანი. ცხოვრება გამიხალისეს, მომავლის იმედი ჩამისახეს, ქვეყანა შეცვალეს სიყვარულით, ყველა ერი და ბერი. არ მიწყენთ ერთ რამეს დავამატებ ქოჩორაშვილზე ვიტყვი(კიდევ ვიმეორებ ყველამ მაგრად ითამაშა). ნახეთ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელია. შეცდომა არ დაუშვია, სული და გული ჩადო და უკვე იმედიც არის გუნდში(ყველგანაა: დაცვაში, ცენტრში, მეტოქის საჯარიმოსთან,ყველგან). გუნდში გაჩნდა უნივერსალი ფიზიკურად ძლიერი მებრძოლი ფეხბურთელი რიც გარეშეც ძლიერი გუნდი დღეს არ ყალიბდება.ეს ისე რომ არ მეთქვა არ შემეძლო. მადლობა ყველას: თქვენ გაიხარეთ თქვენს ოჯახებთან ერთად. მიყვარხართ
david
28 მარტი 2024 13:37
0
ყველა საქებარია,მარა ქოᲩორაᲨვილი გამორᲩეული იყო! მისი Შემხედვარე ვფიქრობდი რომ ადამიანის ᲨესაᲫლებლობას საზᲦვარი არ აქვს... რა ტემპიᲗაც დაიწყო,იმ ტემპიᲗ დაასრულა...
ზაზა
28 მარტი 2024 14:59
0
ვაახ?! ეს რა საფეხბურთო ზეიმი იყო საქართველოში? ეხლაც გონზე ვერ მოვდივარ! ჩემთან სახლში უნდა გენახათ, რა დღეში ვიყავით ოჯახის წევრები? ჩემმა უმცროსმა ძმამ სიხარულისგან, თავისდაუნებურად ვაზა მოისროლა, მაგრამ ვინ დაეძებდა ვაზას, როცა ამხელა ბედნიერება და სიხარული განვიცადეთ? მამაჩემმა დაჩის (ჩემ ძმას) უთხრა შვილო! რაც გინდა ის დაამტვრიეო, ყველა გიჟებს ვგავართო და გვეპატიებაო! ღმერთსა ვთხოვთ! ესეთი სიგიჟე რაც საქართველოში 26-ს მარტს მოხდა, ბევრჯერ გამეორებულიყოს!
ქართველ გულშემატკივრებს,, განსაკუთრებული მადლობა!!!!!!!!!!!!!!
28 მარტი 2024 12:53
1
გენაცვალეთ
dato
28 მარტი 2024 12:26
0

სიახლეები პოპულარული