"მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს..." - დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში საბერძნეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

მან გაიხსენა, თუ როგორ მიმართა "ნაპოლის" ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის დაწყებამდე თანაგუნდელებს.

"მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს და ყველას...

ბიჭებო, ჩვენ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა და შესაძლოა, მათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მეტი შანსი აღარ ჰქონდეთო...

ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთო! ეს ერთიანობა, შემართება და
ფსიქოლოგიური მდგრადობა იყო ერთ-ერთი საწინდარი, რომ ამ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ასევე არაფერი იქნებოდა სფფ-ის და სამწვრთნელო შტაბის სწორად მუშაობის გარეშეც", - თქვა ხარაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩამ 'უფროსები' ჩამოწერა და იქითსხვისი გასაყვანი გახდა ევროპაზე. ბავშვია ჯერ, ნაღდად ბავშვი
ანდრი
29 მარტი 2024 10:24
27
ტ ი ¡
ტ ო ჟ ე მ ნ ე გოგებაშვილო..
მამუკა
30 მარტი 2024 15:47
0
ქვეყანაში არის ხალხი რომელიც ერისთვის 35 წლის მანძილზე ალბათ ერთერთი ყველაზე სასიხარულო დღეებშიც კი სიხარულს ვერ იზიარებენ და ისეთ მზეობებს წერენ რომ აი ყველაზე უნამუსო კაციც კი დაფიქრდებოდა.
გიორგი
29 მარტი 2024 07:49
1
ამას ძალიან აუკრეფია..დამშვიდეს აჯობებს..გულშემტკივრებზეც უდიერად ისაუბრა..მშვიდად მშვიდად ასე აჯობებს
!!
29 მარტი 2024 00:56
7
Გეყოთ ერთმანეთის ლანძღვა. Რა გაატრაკე საქმე. Გაყიდა არა იყიდა.
Დათო
29 მარტი 2024 00:33
0
ხვიჩამ დააბრუნა ფეხბურთი საქართველოში. მე დღეს 85 წლის დედამ საქართველოს და საბერძნეთის თამაში ისე გამიანალიზა პირდაღებული დავრჩი. ხვიჩა უყვარს ყველას შვილივით. ნაკრებმა თავი დადო. ზივზივაძე რომ დაწოლილი ბურთს თავს უტრყამდა იქ მივხვდი არ წავაგებდით. სულ გახარაბული მეყოლე ჩემო ქართველებო.
გიო
28 მარტი 2024 23:50
0
Თქვენ ის ხალხი არა ხართ ლუქსემბურგამდე რო წკმუტუნებდით აქ ფედერაციამ თამაში გაყიდაო?
Ეხლა ცალხელში დროშა ჩახუტებულები არტისტულად რო ტირიხართ და მეორე ხელით ვიდეოს იღებთ.
ვითომ გულშემატკივარებს
28 მარტი 2024 21:53
4
yᲚევანი რით ვერ შეგერგო თუ შეგეDო ვერ გავიგე
Ლევანი-ს
28 მარტი 2024 20:53
7
Საერთოდ გუნდს თამაშის წინ მიმართავს კაპიტანი ან გუნდის ლიდერი,როგორც კალათბურთში შენგელია,რაგბიში შარიქაძე.
Ეს რომელი ლიდერი მყავს?ლიდერობა არის როცა გუნდში ხარ საუკეთესო თამაშით.რომელი თამაშის ბედი გადაწყვიტა ან ფინალში რომელ ეპიზოდში ულიდერა გუნდს?ფაფხურს არ ვიძახი.რომელ ეპიზოდში შექმნა რამე მნიშვნელოვანი?
Სამი მეურვე და ოთხი მეურვე ჰყავდა არ დამიწყოთ...სამი არა ოცდასამი.აბა როგორ გინდა თუ ლიდერი ხარ სამს უნდა გასცდე აბა ჩაბრაძეს ერთი ეთზე მეც გავცდები.დრიბლინგიო...დრიბლინგი და ფაფხური ვერ გაგირჩევიათ.თქვენ რო გუცაევი გენახათ რაღას იტყოდით
ლიდერი
28 მარტი 2024 18:53
50
Gle xar)))
Levani
28 მარტი 2024 19:38
1
რა იყო, რამ გაგაბოროტათ? ეხლა არის ამ ბიჭების დრო და ჩვენ ახალგაზრდებს გვაცალეთ შევირგოთ ეს დიდი სიხარული.
ლიდერს
28 მარტი 2024 19:16
2
ამ ბიჭებმა შეძლეს, ესენი არიან ოქროს ბიჭები, მაგრები, ნამდვილები, შეხედეთ მათ ნამდვილ თავმდაბლურ და გემრიელ ემოცებს, შეიძლება აქ ვინმემ რამეში ეჭვი შეიტანოს? მაგრამ არა ვიღაცა ხომ უნდა გამოსანაიავდეს და რაღაცა უაზრო კომენტარები გააკეთოს, ესეთი ხალხი თავის ადგილს თავისით იპოვნიან არაა პრობლემა, ჩვენ კი ვინც გულახდილები ხოგი ვტირივართ, ზოგი ვცეკვავთ და ა.შ. შეგვეშვიტ და გვაცალეთ გავიხაროთ ჩვენი მაგარი ბიჭების წარმატება და არა მარტო ბიჭების, მთელი ერის ბედნიერება, მიყვარხართ გულანთებულო ქართველებო, ყველას გთხოვ არც ამ ბანძ კომენტარებს უპასუხოთ და თავისით მიაგნებენ ესენი ერთმანეთს, წინ საქართველო, ჩვენ ყველა ერთად დიდი ძალა ვართ:*
გუგა
28 მარტი 2024 18:51
0
ალბათ ყველას გაახსენდება ის მომენტი, როცა წაქცეული ბუდუ ცდილობს თავით ბურთი მოაცილოს მოწინააღმდეგეს! სრული გაგებით ეს იყო "თავის გაწირვა"
ხო, ეს საფეხბურთო მატჩი/თამაში ჩვენთვის იყო ბრძოლა საქართველოსთვის!
მადლობა ბუდუ! მადლობა თითოეულს ბოლომდე თავდაუზოგავი ბრძოლისათვის!
თემური
28 მარტი 2024 17:16
0

სიახლეები პოპულარული