ილია თოფურია: ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდანაც გავალთ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავის "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული იყო და გადამწყვეტი პენალტის სურათები გამოაქვეყნა:

"ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ".

თოფურიამ ლუქსემბურგთან პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარი წარადგინა და განაცხადა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ილია! ძალიან მშრალად, ხომ არ გვილოცავ? საწყენია!
გია
14:52 29-03-2024
7
ილია გენაცვალე გულში და მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ!
მაგრამ ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა მილოცვა?
ესე მცირე კომენტარი და არც ერთი სიტყვა “გილოცავთ” მხოლოდ ის რომ ეჭვი არ გეპარებოდა და ჯგუფიდანაც გავალთ!
ეს იმ ფონზე, რაც ჩამოხვედი და პრემიერიდან დაწყებული, ღირსების ორდენით დამთავრებული უამრავი დამსახურებული ჯოლდო მიიღე და შეხვედრა გამართე, თუმც არც ერთი ამის ამსახველი ფოტო ან ვიდეო არ გიდევს საკუთარ იმსტაგრამზე!
არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს და არ მინდა შეთქმულების თეორიებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია რაღაც ვერ არის თავის ადგილზე.
არ ვიცი ვინ რა გაწყენინა და რა მოხდა, ისკი ვიცი რომ
ნამდვილად “არ გაგვიჭირდებოდა”!
თუმც არის მეორე მომენტი!
ვინც არ უნდა გაგანაწყენოს ქართველ რიგით გულშემატკივარს უყვარხარ და გაფასებს, ამიტომ მგონია რომ ეს რიგითი გულშემატკივარიც იმსახურებდა და იმსახურებს ყველასგან მილოცვას, მათ შორის ილია თუფურიასგან!
წქრმატებები ყველა ქართველს!
ირაკლი
12:22 29-03-2024
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული