1-ელი მეტოქე - ყველაფერი თურქეთის ნაკრებზე და სასტარტო მატჩის მნიშვნელობა...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა დორტმუნდში, "ბორუსიას" ლეგენდარულ სტადიონზე, "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩატარდება.

ისტორია

თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს გავიდა. მათ ბოლო 8 ევროპირველობიდან ექვსში მიიღეს მონაწილეობა, რაც სერიოზული მიღწევა და გამოცდილებაა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილეები თამაშობდნენ. ამ დროს თურქული ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შოთა და არჩილ არველაძეებმა შეიტანეს, რომლებიც "ტრაბზონში" გამორჩეულები იყვნენ და ამას იქაურებიც აღიარებენ.

შოთა და არჩილი "ტრაბზონში"

Sportall.Ge

თურქებმა პლეი-ოფში პირველად 2000 წელს გააღწიეს,
როცა მათ ჯგუფში იტალია, თანამასპინძელი ბელგია და შვედეთი ჰყავდათ. ეს იყო გუნდი, რომელიც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელით იყო დაკომპლექტებული და 2 წლის შემდეგ კორეა-იაპონიის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პირველ წარმატებასა და 2000 წელს, პირველ ტურში იტალიელებთან (1:2) დამარცხდნენ. ინძაგისა და კონტეს გოლებს მხოლოდ ოქან ბურუქმა უპასუხა, მაგრამ ოთხეულიდან გასვლა შეძლეს. მეკარე რუშთუ რეგბერი, უმით დავალა, ემრე ბელოზოღლუ, ჰასან შაში, ილდირაი ბაშთურქი, ჰაქან შუქური... - ამ დროის ნაკრებში მართლაც ვარსკვლავები თამაშობდნენ.

მომდევნო წარმატება მუნდიალის ბრინჯაოდან ექვსი წლის შემდეგ მოვიდა. ფათიჰ თერიმის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თურქეთის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გააღწია.

ლეგენდარული რუშთუ რეგბერი

Sportall.Ge

ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა, თურქებმა და ჩეხებმა, ევრო 2008-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქეს. ჩეხები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, 89-ე წუთზე კი ნიჰათ კაჰვეჩიმ საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა და გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა. არანაკლები ამბები ხდებოდა უკვე ხორვატიასთან მეოთხედფინალში. ხორვატებმა გოლი დამატებითი დროის ბოლოს, 119-ე წუთზე გაიტანეს და თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ სემიჰ შენთურქმა შეხვედრა პენალტებში გადაიყვანა, სადაც თურქებმა გაიმარჯვეს.

ურთიერთშეხვედრები

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებები პირველად ერთმანეთს 2002 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ჩვენს მოწინააღმდეგეებს მაშინ ძლიერების პიკი ედგათ, ცოტა ხნით ადრე მსოფლიო ჩემოიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ტრაბზონური დაპირისპირება მათი გამარჯვებით (3:0) დასრულდა. ამავე სტადიონზე უკვე ოფიციალური, მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევ შეხვედრაში ფრე (1:1) დაფიქსირდა - მალხაზ ასათიანმა 85-ე წუთზე რუშთუ ბადეში გაახვია.

საქართველო - თურქეთი 2:5

Sportall.Ge

თბილისურ დაპირისპირებაში ბევრი რამ მოხდა. მეკარე აკაკი დევაძემ შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო და ცოტა ხნით გონებაც დაკარგა. მოედნის დატოვება ოთარ ხიზანეიშვილსაც მოუწია. საწყის 20 წუთში ყველაფერი ეს და ანგარიში 1:3 "ჩაეტია". ალენ ჟირესის გუნდმა იბრძოლა, ალექსანდრე იაშვილმა ტაიმის ბოლოს ანგარიში შეამცირა, მაგრამ სხვა ვერაფერი შეძლო - 2:5. ამ მატჩში გოგიტა გოგუა გააძევეს. ამის შემდეგ თურქებთან ამხანაგურ შეხვედრებში ჯერ გავიმარჯვეთ და შემდეგ დავმარცხდით.

დღევანდელი გუნდი

ცოტა ხნის წინ თურქეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:6) განადგურდა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ვინჩენცო მონტელას ფეხბურთელებს არასტაბილურობა სჩვევიათ, თუმცა ჩვენი მეტოქეები დიდ ფორუმებზე ყოველთვის ახერხებენ, გარკვეული თამასა ეჭიროთ.

თურქეთის ნაკრები ბურთს კარგად ფლობს და ეს თითქმის ყველა მეტოქესთან გამოსდის, მაგრამ მათ თავის დაცვაც მშვენივრად შეუძლიათ. ამის საილუსტრაციოდ ერთ შეხვედრაზე გეტყვით. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქებმა სტუმრად ხორვატიას (1:0) აჯობეს. პირველ ნახევარში გაიტანეს და მეორე 45 წუთში ხორვატების შეტევების მოგერიება უწევდათ. მონტელას გუნდს მთელი ტაიმის განმავლობაში კუთხური არ ჩაუწოდებია და ბურთი 39 პროცენტით ეჭირა. ამის მიუხედავად, გატანა მაინც შეეძლო. ეს ნიშნავს, რომ კონტრშეტევებზეც სახიფათო გუნდია.

მონტელა ხშირად 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. როცა მინდვრის ცენტრში ორი ფეხბურთელი ჰყავთ, ერთ-ერთი აუცილებლად მკვეთრად ჩამშლელი სტილისაა.

ცენტრში ჩვენთან თამაშის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სალიჰ ოზჩანია, რომელიც საკუთარი გუნდის, "ბორუსიას" სტადიონზე ითამაშებს. მის გვერდით კი ჰაკან ჩალჰანოღლუ იქნება, რომელსაც "ინტერში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა ბოლო მატჩებში მოსაწონი იყო როგორც ართმევის, ასევე შექმნის ასპექტში და ბურთის გაკონტროლებასაც ახერხებდა, მაგრამ მეორე ტაიმსა და დამატებით დროში დაღლილობა აშკარად დაეტყო. ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონის ტურნირია, სადაც კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო.

თურქეთის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგი "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელს, ჩენგ ოზქაჩარს აქვს ჩაბარებული. მას ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

არდა გულერი "რეალში"

Sportall.Ge

მართალია, მადრიდის "რეალში" ჯერჯერობით ცოტას თამაშობს, მაგრამ თურქებს ჰყავთ 19 წლის არდა გულერი, რომელსაც როგორც გატანა, ასევე მნიშვნელოვანი პასების შესრულება შეუძლია. ფორვარდის პოზიციაზეც პერსპექტიული ფეხბურთელია, ტურინის "იუვენტუსის" 18 წლის წევრი კენან ილდიზი...

რა თქმა უნდა, თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში მხარდაჭერა არ მოაკლდება და მნიშვნელოვანია, მის გარეშე არც ჩვენი ნაკრები იყოს. არსებობს ტერმინი "გერმანიის თურქობა" და ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულებში მილიონობით ადამიანი გადასახლდა, დორტმუნში კი მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.

თურქეთის ნაკრებთან დაპირისპირება 18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 40 /
აი ძმებო დაიმახსოვრეთ, პირველ თამაშს თურქებს ვუგებთ, დანარჩენ ორში, ყაიმი იქნება და ხუთი ქულით, მეორე ადგილზე გავდივართ.
ჩვენთან არს ღმერთი, თავდაუზოგავი ფეხბურთელები და მსოფლიოში ულამაზესი, მისი უდიდებულესობა, ქართველი გულშემატკივრები!
მალხაზ ჯობავა
02 აპრილი 2024 13:39
3
ვაშა ამხანაგებო!!!
მწარე
03 ივნისი 2024 15:47
2
აუცილებლად მოგებაზე უნდა ვითამაშოთ ყველა თამაში. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს
თემო
02 აპრილი 2024 12:42
3
სამივე გუნდი ეცდება რომ საქართველოსთან ქულები აიღოს, ერთი მოგება და ერთი ფრე ჯგუფიდან გამსვლელი იქნება. რეალი, ინტერი, იუვენტუსი, დორტმუნდი მართლაც შთამბეჭდავი ჩამონათვალია თურქი ფეხბურთელების, მითუმეტეს იმ დანაშაულებრივი საემიგრაციო პოლიტიკის ფონზე, როდესაც დორტმუნდში თურქები უმრავლესობას წარმოადგენენ - ფაქტიურად სახლში თამაშობენ! 80 მილიონიან ქვეყანაში ორი სამი გამორჩეული ფეხბურთელი რომ გყავს, არაფერია. ჩვენ რომ ვიყოთ 80 მილიონი თერთმეტივე ფეხბურთელი სათადარიგოების ჩათვლით კვარაცხელიას დონის იქნებოდა, იმიტომ რომ უზომოდ ნიჭიერი ერი ვართ
1221
02 აპრილი 2024 11:45
6
ალბათ ამათგან, უმრავლესობა ქართული გენის წარმოშობისაა. მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 1970 წლის მსოფლიო შესარჩავში თურქეთი სსრკ ერთ ჯგუფში მოხვდნენ. თუექეთში ჩატარებული თამაში სსრკ-ს გამარჯვებით 3:1 დამთავრდა. ამ მატჩის მიმოხილვა ერთ-ერთმა ევროპულმა პრესამ ასე დაასათაურა. გუშინ გაიმართა მატჩი თურქეთი - ასათიანი. და ასეთი სათაური გამოიწვია იმან, რომ კახი ასათიანმა გაიტანა და გაატანინა გოლები თურქეთის ნაკრების კარში.
გიზოგ
02 აპრილი 2024 13:10
1
ამ ლოგიკით ხორვატებიც ნიჭიერები არიან. და საერთოდ ნუ დავსტერეტიპდით. ნიჭიერები შეიძლება იყოს მრავალი ერი და უნიჭოც შეიძლება იყოს მრავალი ერი. მხოლოდ თეთრსა და შავს ნუ ვხედავთ.
გიზოგ
02 აპრილი 2024 13:14
2
ყველა გამოხმაურება
სომხეთი იყო მაგათთან ჯგუფში, იქ მოუგო და საკუთარ მოედანზე ფრე დაამთავრა სომხებმა ორ თამასსი 4 ქულა აართვეს
ალეკო
02 აპრილი 2024 12:36
5
კი ბატონო თან ერევანში 1-2 მოუგო მგონი თურქრთმა ძლოვს
შახრუდინი
02 აპრილი 2024 13:13
1
არ იყო მასე,ერევანში სომხეთი 1-0 იგებდა,თურქებმა დააქამბექეს და 1-2 მოიგეს,მერე თურქეთში ფრე ითამაშეს,ანუ ამ ორ თამაშში თურქეთმა მოიპოვა 4 ქულა
ლმ.ს. მაჩი
03 აპრილი 2024 15:08
2
ჩვენები დაღლილობას თუ გაუმკლავდნენ თანაბარი თამაში იქნება
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
02 აპრილი 2024 11:38
2
იმედია გაგვიმართლებს და მოვიგებთ. მთავარია ისევ ისეტი "ჟილკით" ითამაშონ ბიჭებმა როგორც საბერძნეთთან. და გოლების გატან ისწავლონ, თორე სულ პენლების იმედი ვერ გექნება.
:))))))))))))))))
02 აპრილი 2024 13:44
1
მოდი ვთქვათ რამდენი ქულა გვჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად. 4 ქულა უეჭველი გამსვლელია, 3 შეიძლება გავიდეთ შეიძლება არა, ბურთებზე იქნება დამოკიდებული. მესამე ადგილოსნების რეიტინტი რომ შედგა ევრო 2020-ზე, სამი გუნდი 4 ქულიანი პირდაპირ გავიდა. უკრაინა გაძვრა სამი ქულით, რადგან ბურთების ბალანსი უკეთესი ჰქონდა ვიდრე სხვა სამ ქულიანებს.

ეხლა შევხედოთ როგორ შეგვიძლია 4 ქულის აღება, თუ ჩავთვლით რომ პორტუგალიასთან მატჩამდე უნდა გადავწყვიტოთ ეგ საქმე. 3 ქულის აღება თუ ვინმესთან შეგვიძლია, ეს არის ჩეხეთი. მაგათი ჯამური ღირებულება არის 146 მილიონი (ჩვენი 150). ორი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, თავდასხმაში ლევერკუზენის პატრიკ შიკი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი. ეგ ორი კაცი ფასობს 20-30 მილიონის გარშემო, მაგრამ ეგეთი გუნდები დაგვინარცხებია, თუნდაც ელმასის და ბარდის მაკედონია. ამიტომ 3 ქულა უნდა დავგეგმოთ მაგათთან. თურქეთთან უნდა ვითამაშოთ ფრთხილად, როგორც საბერძნეთთან. 300 მილიონია მაგათი ღირებულება და 1 ქულა რომ ავიღოთ იქნება ძალიან მაგარი შედეგი. თუ კონტრზე გავუტანეთ და მოვუგეთ მაგას რა სჯობია, მაგრამ თურქეთი ფიზიკურადაც ძლიერია, ტექბიკურიცაა და ინდივიდუალისტებიც საკმაოდ ჰყავს. ამიტომ მაგათთან ფრე მაინც უნდა გამოვაძროთ როგორც ნორვეგიასთან და შოტლანდიასთნ სახლში. ცუდი ისაა რომ პრაქტიკულად სახლში ითამაშებენ. დორტმუნდში რა მის გარშემო ძალიამ კონფაქტური დასახლებებია თურქული და მხარდაჭერა ექნებათ ისეთი როგორც თურქეთში
რეალისტი
02 აპრილი 2024 17:46
2
ქულების აღების კუთხით გეთანხმები მოსაზრებაში. რაც შეეხება გუნდების საბაზრო ფასს. ცალკეული ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების და ნაკრების საერთო ღირებულებით გუნდების შეფასება არ მიმაჩნია სწორად. მთავარი ისაა, რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული ეს ფასები ნაკრების ცალკეულ ფეხბურთელებზე.ამ კუთხით კი კატასტროფული აცდენაა თურქეთისა და ჩვენს ნაკრებს შორის. მარტო ჩვენი სამი ფეხბურთელის ფასია 130 მილიონი (კვარა, მამარდა, ჟორჟი), ხოლო დანარჩენების ფასი არ სცდება 2.5-3 მილიონს. თურქების კი მეტნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული. ასე რომ.....
ზაალ
09 აპრილი 2024 01:33
2
სუსტია თურქეთი,ეხლა ჩვენი ნაკრები უფრო ძლიერია.
გიორგი
02 აპრილი 2024 16:21
8
თურქებზე გაბრაზებულ გულშემატკივარს.
ისე მეც გერმანიაში ვცხოვრობ და ერთადერთი ვისზეც მეტნაკლებად შემიძლია კარგი ვთქვა ისევ ჩვენი კავკასიის რეგიონის მეზობლებია.
ან რა უნდა ითქვას როცა ყველაზე მეტად ქართველთან ურთიერთობას უნდა აარიდოს კაცმა თავი.
მე არ ვფიქრობდი ასე და სულ ვეხმიანებოდი ყველას,მაგრამ ბოლო 2 წელი ისეთი რაღაცეები ვნახე რო გადაჭრით შემიძლია ვთქვა
ევროპაში ქართველებთან არ იკონტაქტოთ.
დისლაიქებს და კომენტარზე პასუხს ჯობია დაფიქრდეთ,იქნება მართალი ვარ
ემიგრანტი
03 ივნისი 2024 15:51
4
მოგახსენებთ, დიდი ხანია ვიმყოფები უცხოეთში , კერძოდ - გერმანიაში.
თურქები აქ მრავლად არიან, ვფიქრობ, ყვეკამ იცით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დადავლეთ გერმანიის მთავრობამ გამარტივებული ვიზები გასცეს მაგ ოჯახმ...ბზე , იაფ მუშა ხელს წარმოადგენდნენ, თავდაპირველად მაგ უჯიშოებს ( და ვისაც მაგენი ო დ ნ ა ვ მაინც მოსწონს იმის ჯიშსაც რა ვუთხარი) უფლება არ ჰქონდათ , რომ ოჯახის წევრები წაეყვანათ. ახლა - ქე ხედავთ, კაი 15 მილიონი არიან გერმანიაში...

საერთოდ, ასე კატეგორიულად, 180 გრადუსით რომ განსხვავდებოდეს ქართველებისგან - ერთადერთი ხალხია თურქები. ამოსაწყვეტი ტრადიციის , ქართველი კაცისთვის ყოვლად გაუგებარი წრსჩვეულების მატარებელი პ...ია.
ქართველი - არის მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე დ ე ბ ე ლ ი . ლაზები და შმაზები აქ რა მოსატანია.
არ იცით თქვენ, ეტყობა, ხო ხო , არ იცით , არ გადაყრილხართ მა ლაზებს , მაგენის გადათურქებული თავი გადაშენდა , არაფერი არ გამოვა მაგათი უაზრო ქებით და ქართვეკების ვითომ წინაპრებად გამოყვანით.

თურქები - ცუდი ხალხია.თურქები - არასასიამოვნო ხალხია, ეშმაკი და ტუტუცი.
აქ ყველაფერს ვერ დავწერ ,
ვოცნებობ, რომ საქართველოს ნაკრები მაგათ დაამარცხებს !
აი , ე ს ი ქ ნ ე ბ ა ვაჟკაცობა და ატა ბერძნების დამარცხება !
თურქები დეიწვა და დეიფუფქა ცეცხლში
04 აპრილი 2024 03:45
22
როგორ შეიძლება საჯაროდ ასეთი კომენტარების კეთება შე ს....რო
აააააა.თუ მაგ ენას არ გააჩერებ, ერთხელაც ისე გადაგივლიან თურქები, თვალსაც არ დაახამხამებენ.შენ ჰაეს ტო? კი! მაშინ გასაგებია, მაგრამ ქართველების სახელის გამოყენებას შეეშვი. Пиши по русский или по армянский. Или сускац, ели!
ოსმან თავდგირიძე
09 აპრილი 2024 01:18
9
ოსმან თავდგირიძე შენ თათარი ხარ? ხომ არ აგეწვა ერთი ადგილი? სწორად დაწერა მაგ კაცმა რაც დაწერა.
ოსმან თავდგირიძეს
04 ივნისი 2024 02:27
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული