თუკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი იყო, 1960 წლის ევროპირველობაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტრიუმფი სამმა ქართველმა იზეიმა - გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა (ფინალში მეტრეველმა გაიტანა, მესხმა საგოლე პასი შეასრულა)...
ევროპის ქართველი ჩემპიონები...
1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერია მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან
თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტრიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელს გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა ჩაატარა და (გაერთიანებულ) გერმანიასთან "ოქროს გოლით" დამარცხდა. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო. გოლი ოლივერ ბირჰოფმა გაიტანა. დღეს ეს წესი აღარ მოქმედებს (აღარც ვერცხლის გოლი) და დამატებითი დროის ტაიმები ბოლომდე ტარდება.
პანენკას პენალტი
ჩეხეთის დღევანდელი ნაკრები საინტერესო გუნდია და ევროპირველობაზე მანამდე ხშირად შედეგიანი. 2020 წლის ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, აშკარა ფავორიტად დასახელებულ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში აჯობეს. საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. ჩეხეთის ნაკრები ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელთანაც ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს ეთამაშა, მოკლე დროში კი მეორედ შევხვდებით. საკლუბო დონეზე მათთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული კლუბები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ და ამ გზაზე თბილისის "დინამომ" პრაღის "სლავიას" აჯობა, 18 წლის ჯაბა კანკავამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.
ბირჰოფის "ოქროს გოლი"
დაპირისპირება ცენტრში
ჩეხეთის ნაკრების მთავარი კაცი მოედნის ცენტრში მოქმედებს. აქაა "ვესტ ჰემის" 29 წლის ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი, რომელიც ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული და მისი თამაში შედეგზე დიდადაა დამოკიდებული (პრემიერლიგის საწყის სამ ტურში უკვე გაიტანა). ამჟამად ტრავმირებული და დისკვალიფიცირებულია გამთამაშებლის ფუნქციებით დაჯილდოებული, "ფიორენტინას" შუახაზელი, 29 წლის ანტონინ ბარაკი, რომელიც ნაკრებში პროდუქტიული და შედეგიანია. მან ჰამბურგში ჩატარებულ შეხვედრაშიც მხოლოდ 10 წუთით ითამაშა. გვახსოვს, ჩეხებმა ფლანგები და ჩაწოდება რა აქტიურად და სახიფათოდ გამოიყენეს, გიორგი მამარდაშვილმა არაერთხელ გვიხსნა.
22.06.2024. საქართველო - ჩეხეთი 1:1
კვარაცხელიას შეჩერება
საქართველო-ჩეხეთი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" (27 223 მაყურებელი) ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩეხეთთან - ველით 4 ცვლილებას!..
ისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...
ისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...
ტოტალიზატორებში ჩვნე სმოგებას 3 -ზე მეტი აქვს კოეფიციენტი.
ჩეხეთის ნაკრების საერთო ჯამის ფასი სულ რაღაც 18 მილიონიტ აღემატება ჩვენს ნაკრებს
ვთამაშობთ სახში.
საუკეთესო ფორმაში არიან ჩვენები.
მე პირადად 1 -იანს ვფიქრობ
ნუ დაზღვევით ფრეზე გაყრა
ასე რომ ჯობია პირველ თამაშში თურქებთან დავდოთ ყველაფერი და ჩეხეთთან დღეც დადებითი იქნება,თუ წავაგეთ ბოლოს ალბათ ექვსწლიანი პორტუგალიასთანაც შეიძლება ბრძოლა ქულისთვის
დღეც კი არა ფრეც და ექვსწლიანი კი არა ექვსქულიანი.
და კიდე ვაისს რო ვწერ ცაიშად აკეთებს
ჩასვრილი ადამიანები ფიქრობენ მასე ან ის ადამიანები რომლებიც წინასწარ ჩასვრისათვის მზად არიან. ეგ მოწონებებიც მასეთივე ადაიმანებისაა. (პესიმისტები) მახსოვს მასეთი კომენტარები კოსოვოს გინდის მიმართ, რომ თურმე ქვას ხეთქავდნენ და შანსიც არ გვექნებოდა მათან….) მაშინ ვერ შევხბდით მაგრამ შემდეგ წელს რაც დავნართედ ვნახეთ. ჩეხეთი რა თქმა უნდა კოსოვ არაა, კი ხისტი ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად განსწავლილი გუნდია. მაგრამ ბუა რომ არაა განვლილმა ამხანაგურებმაც აჩვენა (სომხებთან და ჩრ. მაკედონიასთან) ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, აბა როგორ გინდათ თქვენსავით უიმედოთ ვიყოთ და ვწეროთ ჩეხები გადაგვივლოანო? ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების რომ ისინი ჩვენთვის იომებენ, ისე როგორც ბერძნებთან. ჩეხებზე არანაკლებ გუნდთან თუ მეტი არაა. გვახსოვ და ყველამ ვიცით რომ დებიუტანტები და აუტსაიდერებიც ვართ, მაგრამ ბრძოლა არავის სუკრძალავს ჩვენთვის და ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე კი ვიტყვი რომ ჩვენი საკბილო ზუსტად ჩეხეთია.