ჩეხების ჩაწოდებები და "კვარა" მათი მთავარი საფიქრალი - ევროპის ჩემპიონობა, პანენკას პენალტი...

AutoSharing Option
"ერთა ლიგას" ჩეხეთის ნაკრების მასპინძლობით ვიწყებთ. ევრო 2024-ზე მათ ისტორიაში პირველად შევხვდით და დავინახეთ, ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური გუნდია.

თუკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი იყო, 1960 წლის ევროპირველობაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტრიუმფი სამმა ქართველმა იზეიმა - გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა (ფინალში მეტრეველმა გაიტანა, მესხმა საგოლე პასი შეასრულა)...

ევროპის ქართველი ჩემპიონები...

Sportall.Ge

1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერია მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან
"პანენკას პენალტი" დღეს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის, რომელი სტილიც ჩეხოსლოვაკმა ფეხბურთელმა დაამკვიდრა.

თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტრიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელს გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა ჩაატარა და (გაერთიანებულ) გერმანიასთან "ოქროს გოლით" დამარცხდა. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო. გოლი ოლივერ ბირჰოფმა გაიტანა. დღეს ეს წესი აღარ მოქმედებს (აღარც ვერცხლის გოლი) და დამატებითი დროის ტაიმები ბოლომდე ტარდება.

პანენკას პენალტი

Sportall.Ge

ჩეხეთის დღევანდელი ნაკრები საინტერესო გუნდია და ევროპირველობაზე მანამდე ხშირად შედეგიანი. 2020 წლის ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, აშკარა ფავორიტად დასახელებულ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში აჯობეს. საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. ჩეხეთის ნაკრები ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელთანაც ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს ეთამაშა, მოკლე დროში კი მეორედ შევხვდებით. საკლუბო დონეზე მათთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული კლუბები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ და ამ გზაზე თბილისის "დინამომ" პრაღის "სლავიას" აჯობა, 18 წლის ჯაბა კანკავამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.

ბირჰოფის "ოქროს გოლი"

Sportall.Ge

დაპირისპირება ცენტრში

ჩეხეთის ნაკრების მთავარი კაცი მოედნის ცენტრში მოქმედებს. აქაა "ვესტ ჰემის" 29 წლის ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი, რომელიც ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული და მისი თამაში შედეგზე დიდადაა დამოკიდებული (პრემიერლიგის საწყის სამ ტურში უკვე გაიტანა). ამჟამად ტრავმირებული და დისკვალიფიცირებულია გამთამაშებლის ფუნქციებით დაჯილდოებული, "ფიორენტინას" შუახაზელი, 29 წლის ანტონინ ბარაკი, რომელიც ნაკრებში პროდუქტიული და შედეგიანია. მან ჰამბურგში ჩატარებულ შეხვედრაშიც მხოლოდ 10 წუთით ითამაშა. გვახსოვს, ჩეხებმა ფლანგები და ჩაწოდება რა აქტიურად და სახიფათოდ გამოიყენეს, გიორგი მამარდაშვილმა არაერთხელ გვიხსნა.

22.06.2024. საქართველო - ჩეხეთი 1:1

Sportall.Ge


კვარაცხელიას შეჩერება

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზე კვლავ ბევრი ფიქრი მოუწევს. ასე იყო ივნისშიც. ჩეხური კლუბები ევროტურნირებს შეეჩვივნენ და დაცვაში "სლავიასა" და "სპარტას" ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ეს გუნდები უკანახაზელების განსაკუთრებული თამაშით არ გამოირჩევიან. ჩეხები, ძირითადად, სამმცველიანი ტაქტიკით თამაშობენ და უნდა ვიფიქროთ, რომ შეტევაში ყველგან მოძრავი "კვარას" ირგვლივ ისევ რამდენიმე მეურვე იმოქმედებს, რაც ჩვენი მოწინააღმდეგის შეტევის რესურსს ამცირებს.

საქართველო-ჩეხეთი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" (27 223 მაყურებელი) ჩატარდება.

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩეხეთთან - ველით 4 ცვლილებას!..

altისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 50 /
გერმანიიდან უქულოდ არ დავბრუნდებით!!!
tngh
03 აპრილი 2024 16:07
4
რომ ვიძახი zura222. ქართველი არ არის მეთქი არ გჯერათ? ნახეთ მისი კომენტარები და მიხვედრა ადვილია. . ეს სულით რუსი ხვიჩაზეც და ყველა ფეხბურთელზეც ადვილად წერს საზიზღრობებს. ხანაც ამას სხვისი სახელით აკეთებს, მათ შორის ჩემი სახელითაც. ქართველებს გულის სიღმრეში იმდენად გვინდა და ვოცნებობთ წარმატებწზე, რომ ასეთ საზიზღრობებს არასოდეს არ ვწერთ.
G.LA
11 ივნისი 2024 21:32
6
ხანდახან ვიზიარებ ხოლმე მაგის კომენტარებს, მაგრამ რადგან პუტლერის სოლიტერია მაინც დისლაიქს ვუწერ ხოლმე განგებ))
ბს
04 სექტემბერი 2024 15:39
1
შენი დაწერილია ის სისულელე შე ნაც ვირთხა ერთხელ ხო წამოგცდა რომ დიახ მე ვწერ ზურა222 სახელით კომენტარებსო @ ისეთს რა სალაფავს გიყრიან შენი შეფები ასე რომ წვალობ D D
zura222
05 სექტემბერი 2024 06:43
0
ყველა გამოხმაურება
გადამწყვეტი მატჩი იქნება პირველი - თურქებთან!
ორდე
03 აპრილი 2024 14:52
1
საქართველო ჩამოყალიბდება გუნდად რომელიც 2024 ევროს სიურპრიზი იქნება.
ამის თქმის საშუალებას მაძლევს ნახევარდაცვის ხაზი რომელიც ვილიმ ააწყო-კიტეიშვილის ირგვლივ არის მეგა შემტევი ნახევარდაცვა რომელსაც თავდაცვის ძალიან კარგი უნარი აქვს-
ნუ გგონიათ მარტო დაცვაში ჩამჯდომი გუნდი,ის ფინალი იყო.
შეტევაში კიდე ამ გუნდს შეუძლია თურქეთი და ჩეხეთი წალეკოს.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ ახალგაზრდა ბიჭების პროფესიული შიმშილი და მოტივაცია
არ არის უკვე "ნიჭიერი ზარმაცების"შანტრაპა ოქრის თამადობით
Levani
04 აპრილი 2024 10:57
3
გვეკაიფები?
მწარე
11 ივნისი 2024 11:56
9
თურქებთან თამაშის შემდეგ ძალებს თუ აღიდგენენო და გაიგეთ სხვები როგორ იღდგენენ ძალებს და თქვენც იგივე გააკეთეთ!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
03 აპრილი 2024 12:55
1
ჩვენთან დაცვიდან არც თურქები ითამაშებენ, რადგან როგორც ისინი, ასევე ჩხები, ჩვენთან შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის აღებას დაგეგმავენ და ეს კარგად უნდა გამოვიენოთ. რაც შეეხება პორტუგალიას - მათ შემთხვევაში შესაძლოა თავის მოკვლის საჭიროება აღარ დადგეს, რადგან თუ პირველ ორ ტურში (ჩხებთან და თურქებთან) ქულათა მაქსიმუმს დააგროვებენ, დიდია იმის შანსი, რომ ლიდერები დაზოგონ და დაასვენენო, რის გამოყნებაც და მინიმუმ ქულის აღება მათთანაც გვმართებს. ჯამში 4 აღებული ქულა ვფიქრობ ჯგუფიდან გასვლის გარანტია იქნება, რაც სრულიად მიღწევადია სწორი მიდგომის შემთხვევაში, თამაშების განრიგი კი ნამდვილად საჩვენოა.
pablo
03 აპრილი 2024 12:52
3
ერთში ვეთანხმები, თუ ჩეხებმა პორტუგალიასთან წააგეს, ჩვენთან ვალდებული იქნებიან შეტევაზე გადმოვიდნენ. თუ იგივეს გავაკეთებთ, რასაც ბერძნებთან ვშვებოდით-შანსი გვაქვს 1 ქულის, ხოლო თუ კვარა ვერ ჩაკეტეს, მაშინ მოგებაც შეიძლება. 3 ქულა შეიძლება გამსვლელი აღმოჩნდეს.
ჰაჰა
03 აპრილი 2024 10:53
4
ჩეხეთი შემადგენლობით დაახლოებით საბერძნეთის დონის გუნდია, შეიძლება ოდნავ უკეთესი. აი თურქეთი კი უფრო ძლიერია აშკარად. თამაში ალბათ ორივესთან შეიძლება, ვნახოთ რა გამოვა, ცოტაც გამართლება და...
დათო
03 აპრილი 2024 12:43
1
ჰოდა მაგ სამი ქულა თურქებთან თუ არ ავიღეთ, ჩეხებთან ნაკლები შანსია.
ჟორა
03 აპრილი 2024 12:10
4
ყველა გამოხმაურება
ლექსო, გენა, ზურა-222 თქვენ ხართ ზუსტად იმ ნაგავი ხალხის განსახიერება რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ იმის ფიქრში ქვეყანას რითი ავნონ,,თქვენ და თქვენნაირები მზად ხართ ხელისუფლების ჩამოსაცილებლად და საკუთარი ბენეფიტების მისაღებად ქვეყნისთვის ცუდი საქმე აკეთოდ, მზად ხართ ყველგან და ყველაფერში ნეგატიური და ცუდი ეძებოთ და მერე დასავლეთში ირბინოთ ხვეწნით რო როგორმე ქვეყანა შეაფერხონ დაამინუსონ რადგანაც გგონიათ ამით დაასუსტებთ მთავრობას და თქვენ საქმეს გააკეთებთ რაშიც ფულს გიხდიან,,ისტორიაში პირველად გავიდა ნაკრები ევროზე და ეგეთი სუსტიც რო იყოს როგორაც თქვენ წარმოაჩენთ ეგეთი რამე ზედ ევროს წინ მაინც არ უნდა თქვათ მაგრამ ეგრე არ უნდა თქვათ ქვეყნის საწინააღმდეგო და დამაზიანებელი რაღაცეებიც სხვადასხვა ტრიბუნიდან და შეხვედრებზე უცხოელ პარტნიორებთან მარა მაინც იხვეწებით რო უკან დაგვხიონ,,გინება რო შეიძლებოდეს თქვენზე არ დავითლებოდი თქვე ქვეყნის მტრებო
gel-100
11 ივნისი 2024 21:09
17
უკან დაგვხიონ? ამის უკან თუ კიდე უკან არსებობს ,არც კი ვიცოდი.
ჟორა
05 სექტემბერი 2024 10:00
2
leqso-ს

ჩასვრილი ადამიანები ფიქრობენ მასე ან ის ადამიანები რომლებიც წინასწარ ჩასვრისათვის მზად არიან. ეგ მოწონებებიც მასეთივე ადაიმანებისაა. (პესიმისტები) მახსოვს მასეთი კომენტარები კოსოვოს გინდის მიმართ, რომ თურმე ქვას ხეთქავდნენ და შანსიც არ გვექნებოდა მათან….) მაშინ ვერ შევხბდით მაგრამ შემდეგ წელს რაც დავნართედ ვნახეთ. ჩეხეთი რა თქმა უნდა კოსოვ არაა, კი ხისტი ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად განსწავლილი გუნდია. მაგრამ ბუა რომ არაა განვლილმა ამხანაგურებმაც აჩვენა (სომხებთან და ჩრ. მაკედონიასთან) ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, აბა როგორ გინდათ თქვენსავით უიმედოთ ვიყოთ და ვწეროთ ჩეხები გადაგვივლოანო? ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების რომ ისინი ჩვენთვის იომებენ, ისე როგორც ბერძნებთან. ჩეხებზე არანაკლებ გუნდთან თუ მეტი არაა. გვახსოვ და ყველამ ვიცით რომ დებიუტანტები და აუტსაიდერებიც ვართ, მაგრამ ბრძოლა არავის სუკრძალავს ჩვენთვის და ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე კი ვიტყვი რომ ჩვენი საკბილო ზუსტად ჩეხეთია.
G.LA
11 ივნისი 2024 17:14
1
პირველი ადგილით გავალთ ჯგუფიდან.
ვაჟა
11 ივნისი 2024 21:21
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული