კვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

AutoSharing Option
ოცნებები აუცილებლად ხდება, თუ მისთვის ყველაფერს გააკეთებ. ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარ კუმირს, უკვე 39 წლის კრიშტიანო რონალდოს დაუპირისპირდეს და ამის შანსი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩშია - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ნეიტრალური გულშემატკივრების აშკარა ინტერესს გამოიწვევს.

ერთ დროს ჩვენს ნაკრებს ასეთი ხელწერა ჰქონდა, ფავორიტების წინააღმდეგ უკეთ თამაშობდა და იბრძოდა. "ჯვაროსნების" დღევანდელმა თაობამ, პირველ რიგში, მოსაგები თამაშის მოგება ისწავლა და ევროზეა, ახლა კი ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და ვნახოთ, პორტუგალიის კალიბრის ნაკრებთან რას
შემოგვთავაზებენ.

ბუნებრივია, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური განსხვავებულია, გუნდებმა უფრო მეტი იციან, თუ რა სჭირდებათ პლეი-ოფში გასასვლელად, თანაც,  იმ ფონზე, როცა ექვსი ჯგუფის მესამეადგილოსნებიდან მერვედფინალში ოთხი გავა. თეორიულად რომ დავუშვათ, პორტუგალიელებს ბოლო ტური არაფერში სჭირდებოდეთ და ჩვენ წინააღმდეგ მეორე შემადგენლობა ვიხილოთ. ეს ხშირად გუნდის მოტივირებას უფრო ზრდის, რადგან სათადარიგო ფეხბურთელებს თავის გამოჩენა სურთ.

2016. ევროპის ჩემპიონი პორტუგალია

Sportall.Ge

2016 წელს, როცა რონალდომ და მისმა თანაგუნდელებმა პირველობა მოიგეს, ჩემპიონატი ახალი სისტემით პირველად ტარდებოდა. პორტუგალიელებმა ჯგუფში სამივე დაპირისპირებაში ფრედ ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ასე გავიდნენ. ამას პლეი-ოფში ძირითად დროში ფრეებიც მოჰყვა, საბოლოოდ კი ფინალში, სუპერვარსკვლავის ტრავმის მიუხედავად, მაინც გაიმარჯვეს. 2016-ში პორტუგალიელებმა თუ მასპინძელ ფრანგებს მოუგეს, 2004 წელს საკუთარ ქვეყანაში საბერძნეთთან ორჯერ დამარცხდნენ და მოულოდნელად, ტიტული მათ გაატანეს...

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2007-08 წლების სეზონის ბოლოს, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ. 23 წლის კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ, ძირითადად, უჩა ლობჟანიძე თამაშობდა. მაშინ ჩვენს გუნდს პეტერ სეგრტი წვრთნიდა და 0:2 დამარცხდა. მეკარე გიორგი ლორიას დებიუტი შედგა. მალე "ჯვაროსნები" ექტორ რაულ კუპერმა ჩაიბარა.

პორტუგალიელებს ბელგიის ნაკრების ყოფილი თავკაცი რობერტო მარტინესი წვრთნის. თუკი მანამდე პრაგმატული ფერნანდო სანტუში ავარჯიშებდათ, ახლა სტილი შეეცვალათ, მაგრამ რამდენად იქნება ეს წარმატების მეტად მომტანი, რთული სათქმელია. პორტუგალიელებს ყველა რგოლში უმაღლესი კლასის მოთამაშეები ჰყავთ, მათი დიდი შემტევი რესურსი კი, წინა წლების სტილიდან გამომდინარე, მაინც ჩაკარგული იყო. საქართველოს ნაკრები მათ წინააღმდეგაც თავს ბოლომდე დადებს, ამის გვჯერა!..

დებიუტანტი. საქართველოს ნაკრები

Sportall.Ge

ხორვატიასთნ (1:2) მარცხის შემდეგ ირლანდიასთან (3:0) უკვე ხუთმცველიანი პორტუგალიის ნაკრები ვნახეთ, კრიაშტიანო რონალდომ კი დუბლი შეასრულა.

პორტუგალიის ნაკრების ყველაზე ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეული: კოშტა (პორტუ) - დალო (მანჩესტერი), დიაში (სიტი), პეპე (პორტუ), კანსელუ (ბარსელონა) - ნევეში (ალ ჰილალი), ვიტინია (პსჟ), ბრუნო (მანჩესტერი) - სილვა (სიტი), რონალდო (ალ ნასრი), ფელიქსი (ბარსელონა) ან ლეაო (მილანი).


საქართველო-პორტუგალია დორტმუნდის შემდეგ რურის მიწის მეორე დიდ ქალაქში, გელზერკირხენში შედგება. "ფელტინს არენაზე", რომელიც 62 271 მაყურებელზეა გათვლილი, ერთ დროს ლევან კობიაშვილს მშვენიერი კარიერა ჰქონდა და აქ ლევან ყენიაც ასპარეზობდა. შეხვედრის ჩატარების დროა 26 ივნისი, თბილისის დროით 23:00 საათი.

altგადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეჭვი მაქვს (და სურვილიც),რომ პორტუგალია ჯგუფში ორივე საწყის თამაშს მოიგებს და ჩვენთან მეორე შემადგენლობით ითამაშებს. ხვიჩასთან ბოდიში, მაგრამ შესაძლოა ამ მიზეზის გამო მისი რონალდუსთან დაპირისპირება არ შედგეს.
სიმენონი
20:14 12-06-2024
0
რონი რო უდიდესი ფეხბურთელია ეგ რო საკამათო გახდება მავანისთვის უნდა დაანებო თავი.

შეუჩერებელი. მიზანსწრაფული. პროფესიონალი.

რა რეკოდრები დადო მესის ეპოქაში.
ყველამ აღიაროს რომ რატომღაც საფეხბურთო სამყარო თუ მართველი ეშელონები ყოველთვის მესის ლობირებდენ და მიუხედავად ამისა არაფრით ჩამორჩა მესის.
დადო 5 ოქროს ბურთი და 5 ჩემპიონთა ლიგის თასი. უამრავი რეკორდი.
რო არა ფაქტობრივად შეთქმულება მის წინააღმდეგ კდევ ბევრს მიაღწევდა და ევროპაში კიდევ შეზლებდა 2 სეზონი გაეტარებინა. კერძოდ არაფრით იყიდა ბაიერნმა. მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ფინასნურად თუ საფეხბურთო კუთხით მომგებიანი იქნებოდა მათთვის რონის მისვლა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული