მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა - ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია

AutoSharing Option
რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფ 23 წლის ნახევარმცველ კონსტანტინ მარადიშვილს, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, უქმობა დიდხანს მოუწევს.

ადგილობრივი პრემიერლიგის გასულ ტურში მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

სამედიცინო გამოკვლევებმა დაადგინა, რომ მას მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაშავებული და გერმანიაში ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

მარადიშვილი ოპერაციის შემდეგ 7 დღე გერმანიაში გაჩერდება, შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდში
დაბრუნდება და სარეაბილიტაციო კურსს გააგრძელებს, რომელიც სავარაუდოდ, დიდხანს გასტანს.

შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა. ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ჯერ ხო როგორი რუსია ამის ინსტაგრამითაც მიხვდებით , მერე იმითაც რომ ნაკრებში ევროპაზე თამაშის გარდა ამას არაფერი უნდა ქართული ნამყოფიც არ არის და ორი სიტყვა არ იცის. ჯერ ჩამოვიდეს და იქართველოს და დაიმსახუროს რამე. ჩვეულებრივი ორჯონიკიძეა უბრალოდ სპორტშია. და ტყუილებსაც ნუ წერთ რომ ვინმემ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილის გამო დასაჯა. სანამ პირდაპირ არ უთხრეს იქ უნიჭო ხარ არ გვჭირდებიო საქართველოს ნაკრები არ უხსენებია რუსეთში მინდაო იძახდა ეგ და მამამისი. უამრავი ამათი ინტერვიუა. რუსები არიან ჩვეულებრივი. ნიჟნი ნოვგოროდის ზამენა ჟირინოვსკის თანამოაზრეს მოუნდა საქართველოს გამოყენება ევროპაში საგულაოდ
1
ნახევარი საქართველო ისე დეგრადირებული რომ მარტო ნაცებს და ქოცებს ხედავენ! და ჰგონიათ რომ ეხლა მიშა გადაარჩენს. მონური მენტალიტეტი და თქვენ გინდათნ ევროპაში. მარტო ნაცებზე ვგულისხმობ.
მამუკა
16:33 11-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული