დე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

AutoSharing Option
Il Mattino წერს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს, ოღონდ კონტრაქტში სპეციალურ პუნქტს შეიტანს.

"დე ლაურენტისი დააკმაყოფილებს ხვიჩას ეკონომიკური თვალსაზრისით და კონტრაქტში კორექტირება მალე შევა. ახალი შრომითი ხელშეკრულებით ქართველი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახლა კი მისი გასამრჯელო 1,2 მილიონია.

"ნაპოლის" პრეზიდენტის იდეა და შეთავაზება იქნება, რომ კონტრაქტში შევიდეს გამოსასყიდი თანხის პუნქტი. იმ გუნდს, რომელსაც კვარაცხელიას შეძენა მოუნდება, 150 მილიონი ევროს გაღება მოუწევს და შესაძლოა, ეს შრომით ხელშეკრულებაშიც ჩაიწეროს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ვეთანხმები ჟორა გაბრიჭიძეს.მაგრამ ის ვერ გამიგია 12 ლაიქზე 7 დისლაიქი რას ნიშნავს? დიახაც 150 მილიონს თუ ჩაუწერს გამოსასყიდს,ხელფასიც შესაბამისი უნდა ჩაუწეროს
კინგი
13:33 12-04-2024
0
მოკლედ და კონკრეტულად: კვარას (და მისი ე.წ. აგენტის, ჯუღელის) მოთხოვნები ახალ კონტრაქტზე, დე ლაურენტისის (ჩარჩი ვაჭრის) მიმართ უნდა იყოს ასეთი - ხელფასი წლიური 4-5 მილიონის ფარგლებში, ხოლო გამოსასყიდი თანხა 100-120 მილიონი!
რეალისტი
02:14 12-04-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული