დე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

AutoSharing Option
Il Mattino წერს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს, ოღონდ კონტრაქტში სპეციალურ პუნქტს შეიტანს.

"დე ლაურენტისი დააკმაყოფილებს ხვიჩას ეკონომიკური თვალსაზრისით და კონტრაქტში კორექტირება მალე შევა. ახალი შრომითი ხელშეკრულებით ქართველი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახლა კი მისი გასამრჯელო 1,2 მილიონია.

"ნაპოლის" პრეზიდენტის იდეა და შეთავაზება იქნება, რომ კონტრაქტში შევიდეს გამოსასყიდი თანხის პუნქტი. იმ გუნდს, რომელსაც კვარაცხელიას შეძენა მოუნდება, 150 მილიონი ევროს გაღება მოუწევს და შესაძლოა, ეს შრომით ხელშეკრულებაშიც ჩაიწეროს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ვეთანხმები ჟორა გაბრიჭიძეს.მაგრამ ის ვერ გამიგია 12 ლაიქზე 7 დისლაიქი რას ნიშნავს? დიახაც 150 მილიონს თუ ჩაუწერს გამოსასყიდს,ხელფასიც შესაბამისი უნდა ჩაუწეროს
კინგი
12 აპრილი 2024 13:33
0
ჩემი აზრით,დისლაიქების ავტორები ფიქრობენ,რომ ხვიჩა არაფრის გულისათვის აღარ უნდა დარჩეს,ნაპოლიში.
სოსო
13 აპრილი 2024 13:33
0
მოკლედ და კონკრეტულად: კვარას (და მისი ე.წ. აგენტის, ჯუღელის) მოთხოვნები ახალ კონტრაქტზე, დე ლაურენტისის (ჩარჩი ვაჭრის) მიმართ უნდა იყოს ასეთი - ხელფასი წლიური 4-5 მილიონის ფარგლებში, ხოლო გამოსასყიდი თანხა 100-120 მილიონი!
რეალისტი
12 აპრილი 2024 02:14
4
მითხარით, კვარას რომ არ ეთამაშა გასულ სეზონში ნაპოლიში, გახდებოდა ჩემპიონი ნაპოლი? ვერ გახდებოდა. ლავრენტას ფეხბურთი რომ ესმოდეს და უყვარდეს მაშინ იგი კვარასაც გაუგებდა და შეიყვარებდა. იგი მეორე წელსვე ყველაფერ მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, კვარას ხელფას 4/5/6 მლნ გაუხდიდა და გუნდს კვარაზე გადააწყობდა. იანვარის სატრანსფერო ბაზარზე რა ფეხბურთელებში დახარჯა 50 მლნ. მეტი? რამდენი მწვრთნელი გამოცვალა? შედეგი ნული. შარშან ლავრენტის ჯოკერი მოუვიდა და მოიგო. წელს ვერაფერი მოიგო, იმიტომ რომ შარშან მოსული ჯოკერით, ტუზებით და კაროლებით მოწინააღმდეგის კარტები არასწორად გაჭრა, თამაში აურია და ყველაფერი წყალში გადაეყარა.
gio
11 აპრილი 2024 23:15
2
10 მლნ. იყიდა, 150 მლნ. ყიდის, ხელზე ორი წელი 1,2 მლნ და 2 წლის მერე 4 მლნ. მაგარი უსამართლობაა! ეგ 4 მლნ. არ მისცემს თუ არსებულ კონტრაქტს 2 წლით კიდევ ვადა არ გაუგრძელა. იტალიაში მაქს. ხელფასი როგორც მახსოვს 7-8 მლნ, თუ არ ჩავთვლით ოსიმხენის 10 მლნ. თან ჩემპიონთა ლიგაზეც არ იქნება ნაპოლი მომავალ წელს და რა გუნდი იქნება შემდგომში ღმერთმა იცის? ჩემი აზრით ხელი არ უნდა მოაწეროს და 1 წელი კიდევ გააგრძელოს ძველი პირობებით. 2025/26 წლ. სეზონში ლავრენტი უკეთეს პირობებს შესთავაზებს, რადგან უკვე ალბათობა მაღალი იქნება ხვიჩას უფასოდ დაკარგვის. დრო ხვიჩაზე იმუშავებს. მომავალ წელს ლავრენტი 100-ზეც დათანხმდება + 5 მლნ ხელფასი. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ამჟამად კვარას 150 არავინ იყიდის და მომავალ წელსაც არა მგონია. კვარას გამოსასყიდი თანხა უნდა იყოს 80, 90, მაქს.100 მლნ. მინდა უსურვო ამ რთულ შეთანხმებაში მამუკას წარმატებები ხვიჩასთან ერთად და ასევე, მთელს მსოფლიოში მილიონობით კვარას გულშემატკივარის გულის გასახარებლად!
GEO
11 აპრილი 2024 21:47
3
კი, სამუდამოდ აკაბალებს, იცის, 150 მილიონი ევროს გადამხდელი კვარაში არავინ არის და სამუდამოდ ყმად გაიხდის. საერთოდ არ უნდა მოითხოვოს ხელფასის გაზრდა და თქვას, რომ ლაურენტესთან არ დარჩება. ფეხებსაც ვერავინ მოსჭამს. ისე, ჩვენ ვინ გვეკითხება, ხვიჩამ უკეთ იცის საქმის რაობა და თავად გადაწყვიტავს. უჰჰ, ერთი ევროპაზე თუნდაც ჯგუფიდან გავიდნენ :::
Geo! -ს
11 აპრილი 2024 22:23
1
ნაპოლიში ვინ რა თანხას იღებს იქნებ დაწეროთ, მე მარტო ოსიმენის და ხვიჩას ხელფასი ვიცი. აქ ბევრს ვერ გაუგია ის რომ ნაპოლი მდიდარი კლუბი არაა და რატომ უნდა ჰქონდეს თუნდაც ხვიჩას 10-15 მილიონი. ოსიმენისთვისაც 10 ძალიან არაადეკვატურია. 150მლნ გამოსასყიდი თანხა გასაგებია რატომაც დაადო. ამით მიანიშნა ყველას რომ ის გაყიდვას არ აპირებს. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელია,ასევე ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელებიც და ყველამ ასტრონომიული თანხები უნდა აიღოს? ისე ვინმეს თუ გასჩენია კითხვა, საიდან მოდის ეს ფული? ანდა რას აკეთებს მინდორზე ფეხბურთელი ისეთს რომ ესეთი რაოდენობის თანხა აიღოს?? სიტის პსჟეს და სხვა გუნდების მეპატრონეები ნავთობმაგნატები არიან და აქვთ ბევრი თანხა. ამათ კინოპროდიუსერს ადრით? ლაურენტისი მათთან შედარებით ღარიბია. ამიტომ ვერ გავამტყუნებ მას. ფულით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ გუნდის შექმნა ბევრად ნაკლები ფულითაც შეიძლება, რაც დამტკიცდა შარშან სერია ა-ში. ის კი არა, რომ არა ნაპოლის უიღბლობა გუნდი ლიგის ნახევარფუნალში იყო.
დავით 67
11 აპრილი 2024 18:36
7
როგორც ხვიჩა რისკავს, ისე რისკავს მეორე მხარეც, ვალდებულებას იღებს 5 წელი უხადოს 4 მილიონი, თუნდაც ვეღარ ითამაშოს ამ დონეზე სხვადასხვა მიზეზით. მართალია დღეის მდგომარეობით ხვიჩა ალბათ მეტს იმსახურებს, მაგრამ 5 წლიან პერსპექტივაში სამართლიანი კონტრაქტი მგონია, თანაც თუ ცოტა მოუმატა 150 მილიონის გადამხდელებიც გამოჩნდებიან და ლაურენტისი ვეღარ დაბლოკავს. გახსოვთ ყაზანში 20 მილიონი რომ შეთავაზეს, 30 მოითხოვეს და მას შემდეგ კიდე 1 წელი ატკეპნიეს რუსეთის მინდორი. თუმცა, თვითონაც ხომ წააგეს - ახია მაგათზე.
გულშემატკივარი
11 აპრილი 2024 18:17
7
აქ ხალხს ტრუსიკი არ აცვიათ და 4 მილიონი ევრო ეცოტავებათ ხვიჩასთვის სხვის საქმეში ბრძენ ხალხს
სიღატაკის პარადი
11 აპრილი 2024 18:15
9
ძალიანაც კარგი, იყოს 150 მილიონი, მაგრამ ხვიჩას ხელფასიც სათანადო უნდა იყოს, ანუ ის ფეხბურთელები, რომლებიც 150 მილიონი ღირან რამდენსაც იღებენ თავიანთ გუნდებში, იმდენი ხელფასი უნდა მიიღოს ხვიჩამაც.
ჟორა გაბრიჭიძე
11 აპრილი 2024 17:10
7
რაღაც გაუგებარი ამბავია. დე ლაურენტისს გასაგებია რაც უნდა, მაგრამ კვარას რაში აწყობს ახლა კონტრაქტის გადახედვა? გასაგებია ფულის კუთხით კი, მაგრამ თუ სპორტულ მომავალზეა საუბარი მაშინ რატომ უნდა აწყობდეს? ნაპოლი კაცმა არ იცის რა დღეში იქნება გაისად და უახლოეს წლებში. ოსიმენი მიდის, ჟელინსკიც, ვინც წელს მოიყვანეს არაფრად ვარგა, მწვრთნელი ვინ იქნება გაუგებარია და ვინც იქნება თუნდაც კონტე, როგორ გაამართლებს კიდევ საკითხავია. ნაპოლი გრანდი არ არის, რომელმაც შეიძლება ერთი სეზონი ჩააგდოს, მაგრამ მერე მაინც წელში გასწორდება და თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში სულ იქნება. ნაპოლისნაირი გუნდები ათასში ერთხელ გაიბრწყინებენ და მერე კარგა ხნით იკარგებიან ხოლმე ევროპული სცენიდან და სადღაც ცხრილის შუაში ჩერდებიან.ასე ხშირად ხდება. ხვიჩა ულაპარაკოდ უკვე ვარსკვლავია, მაგრამ ამ სტატუსის განსამტკიცებლად და უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად აწყობილი და ამბიციური გუნდი ჭირდება. იქნება კი ნაპოლი ასეტი გუნდი უახლოეს წლებში, კაცმა არ იცის. ამიტომ არ ჯობია გაისამდე დატოვოს ძველი კონტრაქტი ძალაში, გაისად კი სიტუაცია ცოტა მაინც გაცხადდება და მერე მიიღოს გადაწყვეტილება? კი, მატერიალური თვალსაზრისით დაკარგავს, მაგრამ სამაგიეროდ სპორტული და კარიერული თვალსაზრისით ალბათ მოიგებს.
არტ
11 აპრილი 2024 16:46
4
მოსე მკითხავივით რო გადმოდექი და მკითხაობ ესე ხოარ იქნება? ისე ხოარ ჯობია? შენს მკითხაობას უყურონ და ელოდონ ლაურენტისი და კვარაა,,კვარას აქვს კონტრაქტი რომელიც 2027-წლამდე არის ძალაში 1200000-ევროიანი ხელფასით და სულ რო არ მოუმატოს ვერაფერსაც ვერ გააწყობს თან ეს ლაურა მაგარი ჯინიანი კაცია და მაგასთან ულტიმატუმებით საუბარი არ გამოვა,,ამიტომაც მკითხაობას ჯობია მოლაპარაკება სადაც ორივე მხარის პირობები იქნება გათვალისწინებული,კვარა აიღებს კარგ ხელფასს ლაურა კიდევ მომავალი ტრანსფერიდან კარგ ფულს,,ამ კონტრაქტს დატოვებს თუ გაახანგრძლივებს კვარა მაქსიმუმ მომავალ წელს მაინც გაიყიდება და რატო უნდა დაკარგოს ის გაზდილი ხელფასი რასაც მიცემენ? ვინმეს გგონიათ რო თუ არ გაახანგრძლივებს მერე უფასოდ წავა ნაპოლიდაან?? ეს გამორიცხულია, ხოდა 27-მდე ექნება თუ 29-მდე კონტრაქტი რა აზრი აქ?? უბრალოდ კვარამ აუცილებლად უნდა ჩააწერინოს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა, 130-მილიონი რეალისთვის ან ბარსასთვის ან კვარას რომელი გუნდიც ენდომება იმას ჩაწერენ კონტრაქტში და დანარჩენებისთვის 150-მილიონი,,ან 150-მილიონიდან რაც კვარას ეკუთვნის პროცენტები პირობითად 30-მილიონი უნდა იყოს ჰაერში და ნაპოლის ფიქსირებულად გადაუხდის მსურველი გუნდი დანარჩენ 120-მილიონს და დარჩენილი 30-მილიონის განკარგვის უფლება უნდა ქონდეს კვარას თუ ენდომება იმ კონკრეტულ გუნდში გადასვლა და ვერ გადაიხდის ის გუნდი 150-მილიონს კვარას ექნება საშუალება თავისი 30-მილიონიდან დაუკლოს რამდენიც უნდა და გადავიდეს თუ არ მოეწონება ის კონკრეტული გუნდი არ დაუკლებს და ეღირება 150-მილიონი,,და თუ ისე მოხდა რო 120-მილიონის გადახდაც დაეზარა მსურველ კლუბს მაშინ არც უნდა გადავიდეს ეგეთ გუნდში,,მოკლედ სურვილს გააჩნია,,კვარა ამიყვანე რა აგენტად გეფიცები მადლობას გეტყვი და შენც გათქმევინებ ისეთ კონტრაქტებს შეგიდგენ ხოლმე
gel-100
11 აპრილი 2024 19:53
5
ცალი ფეხი წითლად როშეუღებონ, მეორე კი ვერცხლისფრად ვითომ არ ივარგებს?
იტალიაში შეღებილი ფეხებით თამაში აკრძალული არაა და რომ ქნან, ააა?
ხვიჩა; რომელი გინდა წითლად, მარჯვენა თუ ბრმანაწლავის მხარე?
კ ო მ ბ ლ ე
11 აპრილი 2024 16:24
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული