კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
პირველები თქვენ იყავით ვინც განხეთქილება შემოიტანეთ ქვეყანაში,არ შეარგეთ ზეიმი და ერთიანობა ამ მრავალნატანჯ ერს!!!ზუსტად ეს უნდა რუსეთს გაუბედურებული,დაპირისპირებული,უბედური ნიჰილისტური საქართველო!!!
ლადო
12 აპრილი 2024 15:17
9
ბ-ნო კახი, უმორჩილესი თხოვნა მაქვს, ისწავლეთ განსხვავებული აზრის პატივისცემა! ნუ ეძახით განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებს (რომლებიც საქართველოში ასიათასობით არიან, თუ არა მილიონობით!) რადიკალებს! და აღარ იქნება საჭიროება თქვენი მხრიდან მსგავსი განმარტებების.
და ზოგადად, ყველამ თავი დაანებოს ფეხბურთელების და მათი ოჯახების წევრების პოლიტიკურ კონტექსტში მოხსენებას, ნაციონალებმაც, ქართული ოცნების წევრებმაც და სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც!
აცალეთ ბიჭებს, რომ მშვიდად მოემზადონ ევროსთვის!
ნიკა
12 აპრილი 2024 14:37
6
Სულმდაბალ სუბიექტს რომ ფულს მისცემ ირყვნება,ამას რომ ძალაუფლებაც ემატება ვიღებთ კალაძეს
Ტუჩა
12 აპრილი 2024 13:34
15
არ შეჭამეს ეს კაცი თავისი პოზიციის გახმაურებისთვის?! ან კიდევ, თუ ქოჩორაშვილის ნაკრებში ყოფნა თუ ამის დამსახურებაა, გამოდის რომ იგივე არაბიძის არყოფნაც მათზეა დამოკიდებული. რაც ნაკლებს იტყვი, მით ნაკლები სისულელეს ამოუშვებ.
მინდია
12 აპრილი 2024 13:19
5
აი არაბიძის თამაში და ინტენსივობა. საკუთარ დაკარგულ ბურთს რომ არ მიყვება უკან

ამას დაუმატე ის რომ გასახდელში არ არის კარგი ტიპი, ყოჩობსო. ჰოდა მთავარი ხასიათია და ამ
ზარმაცს არავინ აარევინებს დალაგებულ გუნდს. წავიდა ოქრიაშვილების, ჭანტურიების და მსგავსი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელების დრო. ძლივს გუნდში პროფესიონალური ატმოსფეროა, ვის რად უნდა ეს ზარმაცი


https://footballnews.ge/video/8174-video.html?fbclid=IwAR260YulmVBvFO4Qa4RHTjqfG-u11wmykAGUanIlTj-N9y64nezxjahoJxg
არაბიძეს რა უნდა ნაკრებში
12 აპრილი 2024 13:36
14
ოხ კალაძე ერთი სახრე გინდათ გვერდებში ნახირს ცხვრებს გაუნათლებლებს
lasha
12 აპრილი 2024 13:09
4
სახელი გაქვს, ფული გაქვს, ოთხი შვილის მამა ხარ. დაჯექი და იცხოვრე ბედნიერად. რა გინდა, რატომ აზიზღებ ხალხს თავს?
ხვიჩა
12 აპრილი 2024 18:33
11
ერთი რამ კარგად გამოჩნდა არჩევნების წინ.
ქურდული ოცნება პანიკაშია.
რეალობა
12 აპრილი 2024 16:41
9
არაბიძეს ბებია ხო არ ყავს გირჩის წევრი?
აბა რატო არ იძახებენ ნაკრებში? :)
las
12 აპრილი 2024 15:26
6
ღმერთო ჩემო ამათ ხმა როგორ მივეცი მრცხვენია.
beqa
12 აპრილი 2024 14:53
9
" აბულინგებენ სპორტსმენებს " - შენ ყველაზე მეტი შესაძლებლობა გაქვს ბულინგის! და აქტიურად იყენებ.
ნაკრებში განხეთქილება პირველმა კალაძემ შეიტანა. ყველამ დავიხსომოთ!
გია_544
12 აპრილი 2024 14:51
10
ნაკრებში პირველი და საერთოდაც ქვეყანაში თქვენს ნაცებს შეაქვთ განხეთქილება ,დაიმახსოვრეთ!
ლაშა
12 აპრილი 2024 15:08
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული