კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
პოლიტიკოსი ხარ თი ვიღაც ჭორიკანა კაცი? ისეთი რამე არ უნდა წამოროშო, რო მერე ამხელა განმარტების გაკეთება მოგიწიოს და აქაც სისულეს ამბობ ეხლა, ეს პიარია თუ რაცა საზოგადოება შეაფასებს, გიორგის გამოძახება მწვრთნელის დამსახურება უნდა იყოს და არა შენი
გოგა
12 აპრილი 2024 19:20
6
რატომ ვერ თოკავთ თავს პოლიტიკით მოწამლულები? გინდა კინტო-ნაცი იყოთ გინდა ქოცი ან რამე სხვა უბედურება. მაქსიმუმ ათი ან თხუთმეტი ხართ. კომენტების რაოდენობით ასე ჩანს. დაეტიეთ რა თქვენს ტყავში და ფეხბურთელს აცალეთ ფეხბურთელობა! თქვენ-თქვენი ნარწყევი თქვენთვისთვე შეინახეთ!
პოლიტიკაზე აცრილი
12 აპრილი 2024 20:04
7
კახას ვენაცვალე, რაც არ უნდა განმარტებები გააკეთო, ამ კონკრეტულ საკითხზე ფუკა მოგივიდა. ეს რომ ასეა, თქვენს მიერ ამ თემაზე ასეთი და მსგავსი განცხადებები მეტყველებს. რა დროს ნაცია და ქოცია, როცა ქართველთა 100% ჩვენი ნაკრების წარმატებით ტკბება. გვაცალეთ რა ცხოვრება. აბა ჩაიხედე ღრმად გულში და მიხვდები რომ მართალი ვარ.
გოგი
12 აპრილი 2024 16:22
3
კალაძემ სულ გააფრინა? რა უნდა რამ გაამხეცა ასე? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და სუბიექტური შეხედულებები, მაშინ როცა სახელმწიფოებრივი საკითხი დგება დღის წესრიგში ყველანი ვალდებულნი არიან დააფიქსიროს თავისი აზრი. ესენი ვინები ყოფილან ამათ უყურე თურმე რასაც ამბობენ არ უნდა შეეწინაღმდეგო თორემ ნაცს დაგიძახებენ, ისე ძალიან მობეზრდათ მოღალატეობრივ ქმედებებში რომ სდებენ ბრალს.
Badiri
12 აპრილი 2024 12:25
12
ამით კალაძემ აღიარა რომ პირდაპირ ერევა ფედერაციის და მწვრთნელის საქმიანობაში!!
მაგრამ მე არ მიკვირს, საკუთარი ძმაკაცები რომ დანიშნა ფედრაციაში იმიტომაც აყვავდა ქართული ფეხბურთი! გაგიმართლათ რომ უეფამ ერთა ლიგა შექმნა და რომ ამჯერად გავედით ევროზე, თორემ რა გექნებოდათ სათქმელი?!
ეხ, ერთ დროს როგორ პატივს გცემდი კახა როგორც ფეხბურთელს..ძალიან გაბანძდი!
ბესო
12 აპრილი 2024 16:32
8
ჯერ ესერთი ბესომ აღნიშნა რომ ერთა ლივის შექმნით საქართველოს გაუმართლაო. თორემ გასლაში გაუმართლაო ეს არ უთქვამს. უეფამ სწორედ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მოიფიქრა ეს სისტემა. რაც რა თქმა უნდა ასეთი ქვეყნებისთვის კარგია. თორემ საქართველოს ნაკრები ძველი სისტემით კარგა ხანს ვერ მოხვდებოდა ჩემპიონატზე. ელემენტარულად შეხედეთ ც ლიგის წარმომადგენელი მოხვდა და ა და ბ ლიგის წარმომადგენელი კი ვერ. ამაშია საქმე უეფამ გამონაკლისის სახით დაუშვა სუსტი ლიგის წარმომადგენლის დაშვება ჩემპიონატზე. აქცენტი გადატანილია ფეხბურთის გეოგრაფიის გაზრდაზე. ამ შეცვლილი პოლიტიკით მოხვდა საქართველო.
გია
12 აპრილი 2024 17:30
2
გაუმართლათ კი არა დამსახურებულად გავიდნენ ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე,
უმართლებთ არიფებს.როგორ ამბობთ ესეთ რამეს,თან პატრიოტობაზე და გულშემატკივრობაზე დებთ თავს,რამდენი შრომა და ოფლია ჩადებული ამ წარმატებაში.
ამ კომენტარით კალაძეს გადაუჯოკრე სამწუხაროდ.
საქართველო
12 აპრილი 2024 16:57
9
ბოტებო და ქოცებო სად ხართ წალეკეს ლიბერალებმა საიტი!!! ამაში გიხდიან ფულს?
სიმართლე
12 აპრილი 2024 12:41
10
კახი კალაძე ბოღმა კაცი ხარ შენ...მოკლე ჭკუა და გრძელი ენა გაქვს...სირცხვილია ბრატუხა რასაც ტლიკინებ...ყველაფერი არ მოსულა ამ ქვეყნად..!
paf-paf
12 აპრილი 2024 18:24
11
რამდენი დაგიწერია კახი?..- ერთი სიტყვით ბოდიში დაგეწერა აჯობებდა. სხვებიც იტყვიან რო ევროპაში უნდათ დამშვიდდი, რაც იმას ნიშნავს რომ ეს კანონიც არ უნდათ დამიჯერე... ნაცებს სხვას ნუ ეძახი -უკვე შემდგარი დიქტატორი მიშასკენ იყავი კარგა ხანს. საერთოდ რა გინდოდა პოლიტიკაში.... აჯობებს ამხილო ოცნება ვაჟკაცურად და გახდე ის მებრძოლი კახი რომელსაც მოედანზე ვხედავდით და ვგულშემატკივრობდით....
ბათუმი
12 აპრილი 2024 14:14
7
მეგონა ქოჩორა საფეხბურთო ტალანტით და თავისი შრომით მოხვდა ნაკრებში. თურმე პროტექციით მოხვედრილა, კალაძეს ჩაუწყვია საქმეები ))))))))))))))))))
ხვიჩა
12 აპრილი 2024 17:48
7
26 მარტს ხომ მთელი საქართველო იყო ბედნიერი? მიუხედავად. რომელ პარტიაში იყო,რა დაგემართათ ერთი დღე გეყოყოთ? რა უბედურება ჭირს საქართველოს? არ დამიწყოთ აქ ახლა ქოცი თუ ნაცი, ხალხს რაგჭირთ,ვის გულისთვის ჭამთ ერთმანეთს? საქართველოს ადგილი აღარ დარჩა თქვენს აზროვნებაში?
დავიდუსი
12 აპრილი 2024 13:32
0
არჩევნები ახლოვდება და ყველა განსხვავებული აზრის მქონეს "ნაცი" უნდა ეძახოს თორე არჩევნებს წააგებენ. არაუშავს კახი, არჩევნების მერე ისევ ნორმალურ ადამიანად იქცევი.
გივი
12 აპრილი 2024 13:10
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული