კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
ნეტა ამ კომენტარებს თუ კითხულობს ეს კაცი? მაგარი აჭრილია, მაგარი. ალბათ თვითონაც კი ნანობს რომ ასეთი სისულელე წამოროშა, კაცს რომელმაც დაწერა რომ საქართველოს ადგილი ევროპაშიაო, ნაცი უწოდა. მერე კი ის თქვა, ქოჩორა რომ ნაკრებში თამაშობს,ჩემი დამსახურებაც არისო. ეხლა, კეთილი ინებოს და განმარტოს რატომაა მისი დამსახურება ქოჩორაშვილი რომ საქართველოს ნაკრებშია, გამოდის რომ დაავალა სამწვრთნელო შტაბს მისი გამოძახება თუ როგორაა საქმე? ასე თუ გააგრძელა, კიდევ ბევრ სისულელეს წამოროშავს.
55555
12 აპრილი 2024 23:23
9
აჭრილი შენ ხარ და ნუ ინტრიგნობ … გიოს არაფერი არ დაუწერია დაწეტა მამამია და კალას როცა კითხა ვაიჟურნალისტმა აი ქოჩორაშვილი არ უჭერს მხარს და რას იტყვი ამაზეო მაგიტო თქვა რომ ეგ მაამისის პოსტია ნაცია და აბა რას დაწერდაო… ასე იყო სიმართლე და შენ ხარ დემაფოგი ან რა გაგიკვირდა კსლას რომ ქართულ ფეხბურთში სიტყვა ეთქმის საერთოდ არაა გასაკვირი და მწვრთნელს თუ ურჩია კაი ბიჭია და ნაკრებს გამოადგებაო რა მოხდა არ ქონდა უფლება?
დათო
13 აპრილი 2024 00:18
16
დათო-ს! რა კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა დააკონკრეტე! რას არ უჭერსო მხარს? სად ეწერა ქოჩორაშვილის პოსტზე, რომ ის არ უჭერს მხარს ამ კანონს ან პირიქით. მან დადო ფოტო ბავშვის, რომელიც ევროპის დროშას აფრიალებს და დაწერა ჩვენი მომავალი ევროპაშიაო. რას ხედავ აქ ცუდს? მერედა როდის აქეთ გახდა გვახარიას პარტია ნაცი? ეს უნდა ეთქვა ქალაქის მერს? მაგრამ თქვენ ქოცებს, ხომ ასეთი დევიზი გაქვთ ვინც ჩვენსკენ არ არის ნაცია. ანდა რას მიქვია ეს ბიჭი კარგი ბიჭია და ნაკრებში ათამაშეო თუ გამოცადეო .აბა რისთვისაა მწვრთნელი, ვიღაც ვიღაცეების მოწოდებებს უნდა უყუროს? თუ ქოჩორაშვილი სადღაც დამალული იყო და ვერ ხედავდა სანიოლი.
მეც დათო ვარ
13 აპრილი 2024 01:32
2
ყველა გამოხმაურება
შენ რომ მერი ხარ ვისი დამსახურებაა ბარემ ეგეც გაგვიმხილე.
ავტოგოლა,
12 აპრილი 2024 21:34
8
ეგ მინდოდა დამეწერა კომენტარში და დამასწარი.ამიტომ ამოვიღე ჩემი კომენტარიდან. ისე პასუხიც გაშვანშვალებული ექნება ეჭვი არ შეგეპაროს. ურცხვად იტყვის თბილისელების დამსახურებააო
დავით 67
12 აპრილი 2024 22:11
4
ჰაა რაო ლიბარასტო მესაჯდომეებოო DD
zura222
16 აპრილი 2024 07:33
0
თუ ქოჩორაშვილს არ დაუჭერენ ნაკრების ფეხბურთელები მხარს, შემირცხვენია ყველანი. ტყუილად მიქომაგია ამათთვის და ტყუილად გამიშუქებია ეს მოვლენა უცხოურ საიტებზე. ევროპაზე არ მიდიხართ? რისთვის ბრძოლობდით აბა, რომ ამ წარმატების შემდეგ ნაცის შვილი უძახოს კალაძემ? ამოიღეთ ყველამ ხმა და მოაკეტიეთ ამათ. დაუჭირეთ მხარი ქოჩორას.
ჟურნალისტი
13 აპრილი 2024 01:39
14
ნაცის შვილი უწოდა რას ნიშნავს?? ანუ თავად აღიარებთ რო ნაცობა სირცხვილიაა?? ნაცობა თუ კარგი და საამაყოა მაშინ კომპლიმენტი უთქვია და რატო ატეხეთ ერთი ამბავი??
gel-100
13 აპრილი 2024 11:00
5
ვახ, რა უცნაურია. ტროლებმა რომ ვერ მოაგნეს აქაურობას :)
ისე კომენტარებიდან ჩანს რომ ერი ვაზროვნებთ და იმედია არჩევნებზეც დავაფიქსირებთ ჩვენს ხმას. შეიძლება ისეთი ხარისხის ოპოზიცია არ გვყავს რომ ვისურვებთ, მაგრამ ის მაინც არის რომ ევროპული მიმართულება აქვთ და ბოლობოლო ხალხს ხელს არ შეგვიშლიან ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ევროკავშირში რომ ვიქნებით ვეღარ მოვლენ გაუნათლებელი და უნამუსო მედღეულები ხელისუფლებაში.
გიორგი
12 აპრილი 2024 18:35
15
რა ცისარტყელა სამკლაური, კაბები საყურეები? ეგ გგონია ევროპა. ცოტა წიგნებს დაეწაფე, იქნებ განათლება მიიღო ცოტა.
გიორგი
12 აპრილი 2024 19:40
7
ევროპის გზაზე მიმავალნო! ცისარტყელას სამკლავური, საყურე და კაბები არ დაგავიწყდეთ! თორე ისე არ შეგიშვებენ! მერე არ მითხრათ არ გაგვაფრთხილეთო. აბა ჰე და აბა ჰო.
გიორგის!
12 აპრილი 2024 19:09
9
ყველა გამოხმაურება
მეც ეგ ეჭვი მქონდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობის განსაზღვრაში გარეშე პირები ღებულობენ მონაწილეობას! ამიტომაცაა, რომ დაიბლოკა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის მოწვევა ნაკრებში! ეს ინტერვიუ არის თბილისის მერის აღიარებითი ჩვენება! ეს არის მისი მორიგი ავტოგოლი!
2023
12 აპრილი 2024 17:34
6
ერთი შეკითხვა მაქვს რა ბერკეტი აქვს თბილისის მერს რომ ხელი შეუწყოს ვინმეს ნაკრებში მოხვედრაში?
გია
12 აპრილი 2024 23:01
4
თბილისის მერს არაფერი, მაგრამ მგონია რომ კალას საფეხბურთო წრეებში ეთქმის ერთი სიტყვა და თუნდაც თუ ურჩია სანიოლს კარგი ბიჭია და ნაკრებს გამოადგებაო მე მაგალითად გასაოცარს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ
ზოლა
13 აპრილი 2024 00:21
8
და რატოა შენი დამსახურება ბრძენო?არ იმსახურებდა?ყავს საქართველოს ვინმე მაგაზე უკეთესი ამ პოზიციაზე??იცით რა არის ხალხო?ეს იმას ნიშნავს რომ მწვრთნელის საქმეებში ჩარეული არიან..ამ ყველაფრის მერე უნდა გამოვიდეს კობიაშვილი და აგვიხსნას ხალხს რას ნიშნავს ეს განცხადება!ისედაც ვიცოდით ყველაფერი მაგრამ ეგ უკვე აღიარებაა იმ სიბინძურის რაც ხდება ქართულ ფეხბურთში.ქოჩორა მაგარი კაცია,იმსახურებს ნაკრებში ყოფნას და ამაში კალაძის დამსახურებას ვერ ვხედავ..ასე რომ კარლოვიჩ შენი კი არა ამ ბიჭის შრომის და ნიჭის დამსახურებაა ნაკრებში რომ არის.
დათო
12 აპრილი 2024 21:07
10
ჭაობიდან სუფთად ამოსვლა არაა მარტივი კახუუ... როგორც ერთმა ჭეშმარიტმა კომენტატორმა თქვა ფსკერზეც აღარ ხარ მაგაზე ქვემოთ დაეშვი )) ინტერნეტის ეპოქაში ვიღაცას რომ ნაცს უწედებ და მერე აღმოჩნდება გახარიას პარტიის წევრი რომელსაც აქებდი და ადიდებდი ფოტოებში ესიყვარულებით ერთმანეთს და უცებ ნაცი გახდა? მახსოვს ნაცებთანაც ძაან ძმაკაცობდი თავის დროზე და იზიარებდი მათ ხედვებს მაგისი ფოტოებიც არსებობს და ინტერვიუებიც. სადამდე უნდა გქონდეთ ხალხის მოკლე მეხსიერების იმედი ))
ზურიკო
12 აპრილი 2024 16:59
3
ეს სამარცხვინო
III
12 აპრილი 2024 15:52
6
კახი კარგი რაა, სპორცმენი არ იყო მაინც, იმიტო არ გეკადრება მასეთი საუბარი რომ იცი რა ფუზიკური შრომა უნდა სპორტს და რა სუფთა გულის ადამიანია ნამდვილი სპოცმენი, რატო ურევ ასეთ ერის გამთლიანებას პოლიტიკით, რატო აკარებ ასეთ ბრილიანტ გრძნობას პოლიტიკას, უბრალოდ გული მწყდება ასეთ მიდგომაზე, ერს გვაქვს საერთო ღირებულება სიყვარული რაშიც წამში შეგვიძლია გაერთიანება, და პოლიტიკას ნუ გააკარებთ გთხოვ, საერთოდ არ უნდა გაგეცა პასუხი მზგავს საკითხზე, და მაშინ იქნებოდი ძლიერი პოლიტიკოსი, მაგრამ შენ პოლიტიკოსი არ ხარ და ვერ იქნები, სპორცმენი ხარ და სპორტს დაუჭირე მხარი თუნდაც სიჩუმით
აჩი
12 აპრილი 2024 14:01
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული