კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
გულდასაწყვეტია კალაძის ასეთი დეგრადაცია, კარგი ფეხბურთელი იყო და პოლიტიკოსი /ადამიანი ნოლი.
gogi
13 აპრილი 2024 00:02
15
არა ნაცხროვას, არა პეტუხა ევროკავშირს! გაუმარჯოს საქართველოს ნაცების გარეშე!
გიგა
12 აპრილი 2024 23:38
26
ზუსტად შენისთანები ექაჩებით ამ ქვეყანას რუსული ჭაობისკენ, თანაც ისე რომ ვერც ხვდებით. "პეტუხა" და გარყვნილება რუსების მოგონილია და მაგ ამბავში ნამდვილად ჯობნიან ევროპას.
გოჩა
13 აპრილი 2024 02:03
10
ჩვენი ძმა! რუსეთში ოფიციალურად არის აკრძალული ერთსქესიანთა ქორწილი, ტრანს გენდერობა, პრაიდები და ასე შემდეგ. რა ხდება ევროპაში და ამერიკაში? ოფიციალურად დაშვებულია: ერთსქესიანთა ქორწილები, ტრანსები და ათასი უბედურებები, უკვე ისეთ დონეზე, რო ბავშვებსაც აღარ ინდობენ. გარყვნილება მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია უძველესი დროიდან, ამაზე არ არის საუბარი, უბრალოდ შენი ქვეყანას, რო უკანონებ მთავრობის დონეზე, ეს უკვე კატასტროფაა ერისთვის! ჩვენი ქვეყნის ჩათრევასაც რო ცდილობენ, ეს ევროკავშირები და მათი პარლამენტარები, ამ სიბინძურეში, ესეც რუსეთის ბრალია? კარგით რა მართლა და მართლა! რაც არ გაწყობთ ვერ ხედავთ და რაც გაწყობთ იმას ხედავთ. არა არის ეგრე ძმაო1
გოჩას
13 აპრილი 2024 11:55
2
ევროპა ყველას უნდა, მათ შორის ოცნებასაც, მაგრამ რუსეთის შიში ვერ დაძლიეს. ისინი ვინც ევროპას მესაჯდომეებს ეძახიან იმათ რა ეშველებათ. მათი ფულის ერთეულზე, რომ საკუთარ ცოლშვილს ჰყიდიან. რა არის გაუგებარი აქ. თუ გინდა მათი ოჯახის წევრი გახდე გეუბნება უნდა ჩვენი ღირებულებების მატარებელი. ევროპაში რომ მიდიხარ ხომ ევროები მიგაქვს? რუბლი და ლარი რატომ არ მიგაქვს? იქნებ ამაზეც აგინოთ. ავტომობილი ტანსაცმელი მედიკამენტები მედიცინა ხომ ევროპული გინდათ? ეს ყველაფერი მესაჯდომეებმა შექმნეს? თქვე მართლა მესაჯდომეებო. ეს ზეიმიც 26 მარტს ხომ ევროპაზე გასვლის გამო ავღნიშნეთ. აზიაზე ან რუსეთზე გასვლა რომ ყოფილიყო, ასეთი სიხარული ხომ არ იქნებოდა? ეს კალაძეც რა ბოღმაა ასეთი, თურმე მისი დამსახურებაა ქოჩორაშვილის ნაკრებში თამაში. როგორ უნდათ ამ ბიჭების წარმატება თვითონ მიიწერონ და მერე გამოდიან ამბობენ ფეხბურთელებს აბულინგებენო. თვითონ ნაციაო მამამისზე თქვა და ეს არ არის ბულინგი??? ანდა რა თქვა ისეთი ამ ბიჭმა, რომ ვერ გაუტარეს? ფოტო რომ დადო ბავშვის, რომელიც ევროპის დროშას აფრიალებს ეს სამარცხვინოა? კარგი იმერული სიმღერაა : ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია, შეამჩნევდი მიმოფანტულს ( მიმობნეულს)..... ჰოდა ოქტომბერში გნახავთ მიმოფანტულ მიმობნეულს. გაყალბება აღარ გამოგივათ, აღარ ჭრის მე თუ არა მიშა მოვას ძახილი. მიშა ვერასდროს ვერ მოვა ( იმდენი სისასტიკეები აქვს ჩადენილი),მაგრამ თქვენ რომ ვეღარ დარჩებით ეს ასიანია. წინა მთავრობას უკრაინაში ჰქონდათ გასაქცევი და იქით გაიქცნენ, თქვენ რუსეთში გაქვთ გასაქცევი და მაქეთ დაუბერავთ. ორივენი საქართველოს ჭირი ხართ და უნდა მოშორდეთ საქართველოს. ეხლა თუ ხალხი გარბის ქვეყნიდან, ოქტომბრის მერე თქვენ გაიქცევით.
დავით 67
12 აპრილი 2024 22:07
7
ჩემს მოპასუხეს! ათასჯერ გითხარი ჩემს კომენტარებს ნუ ეხმაურები მეთქი. დამავიწყდა ბოლოს მიმეწერა კომენტარზე ჩლუნგები როგორც პოლიტიკაში ასევე სპორტში ნუ გამოეხმაურებით. იმდენი მოგხვდეს შენ რამდენი მე მესი არ გამიკრიტიკებია. შენ იმდენად ხარ შეშინებული რომ სახელის დაწერაც გეშინია. ოქტომბრის შემდეგ ისინი ვინც ვახსენე მოსკოვში მაინც გაიქცევიან, შენ თეთრ დათვებთან გადაიხვეწები. ხორცმეტები არ სჭირდება ქვეყანას.
დავით 67
12 აპრილი 2024 23:56
3
არჩევნებზე, გნახავთ შენ და შენნაირებს დამარცხებულებს. ოცნება იმარჯვებს და ეხლავე სკდებით გულზე! ჩვენ საქართველოდან არსად ვაპირებთ წასვლას,რადგანაც საქართველო ჩვენია და არა შენნაირების. შენ ალბათ აიძურწები შენს სანაქებო ლიბარსტა ევროპაში არა დავით? ხო შენი მეცოცხე ნაცებიც წაიყოლიე,მაგით კარგ საქმეს გაგვიკეთებ!
დავით 67-ს
13 აპრილი 2024 12:06
4
ყველა გამოხმაურება
ნამეტანი უტაქტო და უზრდელი ენა აქ ამას გეგონება შპს ფეხბურთი ამის საკუთრებაა
გიო
12 აპრილი 2024 21:46
7
წასულიყავი მერე ბიძია ფეხბურთის მწვრთნელად და ხომ არ დამახინჯებოდა ეს საცოდავი თბილისი, რომ ვეღარ სუნთქავს.
irakli
12 აპრილი 2024 17:47
4
რა უნდა თქვა, მდაბიო კომენტარია... დაუჯერებელია, რომ ეს კომენტარი ეკუთვნის კაცს, რომელმაც წესით უნდა იცოდეს წარმატების და თავისუფალი სიტყვის ფასიც!.. ბ-ნ მერს უნდა შევახსენოთ, რომ ქართველმა ერმა ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, როცა დასავლური რელიგია -ქრისტიანობა აირჩია, სულხან-საბას ეპოქაშიც ევროპაში უფრო ხედავდნენ ღირებულებათა თანხვედრას, ვიდრე აღმოსავლეთში და ა.შ. ახლა გამოვხტეთ და ნაცები ვეძახოთ ყველას? რა სიგიჟეა! Რომელი ევროპელები იყვნენ ნაცები? ნაცების პრობლემაც სწორედ "ფასადური" პროევროპულობა იყო, პროსაბჭოური მართვის მოდელით. წარმატება და ერთიანობა საქართველოს ნაკრებს!
მასტერს
12 აპრილი 2024 22:26
6
შენ გენაცვალე ძმაო მარა ნუ დაწერ აქ ეტყობა ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან რომ სულხან-საბა საფრანგეთში იყო. დააბრალებან ისიც ნაცი იყო და მაგიტომ წავიდა იქო.
roma
13 აპრილი 2024 01:28
3
მეცოდვება კახა. კარგი ბიჭი იყო. მერე ბინძურმა ტიპებმა პოლიტიკაში ჩაითრიეს.
პოლიტიკაში გამოცდილება არ ჰქონდა, და ამიტომ მარტივ პოლიტიკურ კომბინაციაში ვერ გაერკვია. კახამ იფიქრა, რომ ვინც სააკიანის მტერია, ის კეთილი პიროვნებაა. მაგრამ ეს პრინციპი ასე არ მუშაობს. შენი მტრის მტერი ავტომატურად არ არის შენი მეგობარი. ხშირად ორივე არის შენი მტერი.
რეალობა
12 აპრილი 2024 17:47
1
Კარგად იციან ყველამ სადაც მიდიან! Იმ ანეგდოტის არ იყოს "სადაა ბებია მაგ პადიეზდიო'
Kommarkos
12 აპრილი 2024 19:08
0
თავის კარში ერთ თამაშში იტალიის წინააღმდეგ რომ ორ ბურთს გაიტანს, რა უნდა ელაპარაკო. მად უნდა დამთავრებულიყო მაგის კარიერა როგორც ქართველის!
simartle
12 აპრილი 2024 15:16
11
შარშანაც გამოაქვეყნეს ბიჭებმა ევროპის სურათები. ვინმეს რამე დაუშავეს? ნაცების დრომ რომ ასე გაეკეთებინათ, ნაკრებიდან კი არა ქვეყნიდან გაასახლებდნენ, ნათესავებს დაიჭერდნენ, აწამებდნენ, ქონებას გადაიფორმებდნენ. ახლა ხომ არ ხდება ასეთი რაღაცეები? გაუმარჯოს ქოჩორაშვილს, კვირკველიას და ყველას. არ არის აუცილებელი ყველას ერთი პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს. და არც თავად ფეხბურთელები გვახვევენ თავს. ბოროტი ხალხი ცდილობს გამოყენებას, და ნუ მივცემთ ამის უფლებას.
ქუთაისელი
12 აპრილი 2024 14:11
10
აბა გლდანის მაჟორიტარმა რომ თქვა მწვრთნელის საქმეში არავინ ერევაო? სხვა კი არაფერი ყოფილა, ნემსაძესაც მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერეს მოგებული არჩევნების შემდეგ მიშაღოველთა ზეობის დროს, მაგრამ მაშინ როგორც მახსოვს შენ მეცოცხე იყავი პრანჭიკელ
llcl
12 აპრილი 2024 13:32
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული