კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
სიცრუე! შენ ხარ ივანიშვილოვის უნამუსო ბოტი.
ნორმალურ ხალხს არც სააკიანი აინტერესებს, და არც ქურდული ოცნება.
სიცრუე-ს
12 აპრილი 2024 13:03
5
ეს თქვა კალაძემ და პარიზში,კაფე დე ფლორში კაპუჩინოში კრუასანი ჩაასველა,ასეა პრივილეგირებული ფენისთვისაა ევროპაც,ამერიკაც,ლაქშერი და ფუფუნება!!!
!
13 აპრილი 2024 02:23
11
ეგ ბევრმა ფულმა იცის, თანაც თუ თხა და გიგოც კი არა გაქვს წაკითხული...))
გიო-ს
12 აპრილი 2024 22:11
7
არ შეიძლება უბრალოდ მოკეტოთ პოლიტიკოსებმა ფეხბურთელების მიმართ გამონათქვამები? დაატიეთ ამ ქოც ნაცების და კიდევ ბევრი პარტიის (ამდენი პარტია 3 მილიონიან ქვეყანაში უაზრობაა) ხროვამ ერთი ადგილი. თუ ფეხბურთელი, მსახიობი დააფიქსირებს თავის აზრს ნუ ცდილობთ გამოიყენოთ თქვენი მიზნებისთვის და ნუ ცდილობთ გაკიცხოთ მათი სამოქალაქო უფლების გამოყენების გამო. უბრალოდ დაატიეთ ერთი ადგილი თუ სპორტი მუსიკა და კიდევ ბევრი სხვა არ გაინტერესებთ. ტფუი
roma
12 აპრილი 2024 20:51
1
აუუ რა დაიქოქნენ მესაჯდომე "პროევროპელი" პაწრიოწებიი DD მაგ გადაგვარებულებ გონიათ აქ რომ შემორეკეს მესაჯდომე არმია და ბევრ კომენტარს რომ დაწერენ და ბევრ ლაიქ-დისლაიქს დასვამენ ხალხს ეგონება რომ ბევრნი არიან და უძლეველებიიიიი ! ვაი თქვენ პატროოონს მესაჯდომეებოოოოო DDD
zura222
12 აპრილი 2024 20:15
36
ზურას!შენ უკვე ზიხარ და ვერ გაგიგია
დავით
12 აპრილი 2024 21:06
6
აჰა ექვსმა მესაჯდომემ დასვა დისლაიკი DD ცოტა აქტიურად მესაჯდომეებოოოო მაყუთს ტყუილად ხომ არ გიხდიან არასამთავრობო ემ-ჯე-ოებიიი DDD
zura222
12 აპრილი 2024 20:59
22
ყველა გამოხმაურება
კახი კალაძის ფრჩხილის ფასიც არ ხართ! კახიმ სთქვა სიმართლე, თქვენაირ მეცოცხეებს სიმართლეზე ხო კრუნჩხები ემართებათ, იმისა არ იყოს ამ კანონზე რუსულიაო და ერთხმად აყაყანდნენ მთელი სანაცეთი: კი რუსულია, კი რუსულია, აბა რა რუსულია და რო ეკითხები უვიცებს რატომ არის რუსულიო, პასუხად გცემენ იმიტომ, რო რუსულიაო. მოდი და ეხლა ამ უტვინოებს ელაპარაკე რა? თუ სუფთა და პატიოსანი ხარ რას ეწინააღმდეგები ამ კანონს?! აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული, შავი ფულები გრანტების სახით! ეს კანონი მაინც მიიღება და გასაჯაროვდება, ისე რო ნაცებო ძალიანაც ნუ იფხრიწებით.
ეიიი, ნაც მეცოცხეებო!
12 აპრილი 2024 13:52
59
არამგონია შენ ამ საიტზე ჰყავდეთ განაწილებული, მიხედე იმ გვერდებს რაც გაბარია თორე დარჩი ამ თვეში უხელფასოდ
ლაშა
12 აპრილი 2024 14:29
3
ლაშიკო! მეცოცხე ხარ ბიჭო? სირცხვილი შენი.
ლაშას
12 აპრილი 2024 14:49
14
ყველა გამოხმაურება
ბევრისგან განსხვავებით ბოღმიანი არ ხარ კალა მართლა შეაწიე ამ ბიჭს სიტყვა ვინც იყო მაშინდელი სტაფი და გაამართლა მერე კიდე ასე გამოადგა საქართველოს რაც ქვეყანას და სამშობლოს ეხება იქ უნდა ვიყოთ ერთიანი ვისაც უყვარს ეს ქვეყანა
Soso
12 აპრილი 2024 12:37
23
ერიდე ძაღლს რომელიც არ ყეფავს და ერიდე კაცს რომელიც არასდროს იცინის. ფული რომ ბედნიერების გარანტი არაა , კი ეტყობა მის მოღუშულ სახეზე და ბოღმის ნთხევაზე.
ფეხბურთი
12 აპრილი 2024 22:13
8
ლუსულია ლუსულია ლუსულია ლუსულია, რატომ ლუსულია? იმიტომ ლო ლუსულიაააააააააააააააააააა!
თუთიყუშ, ნაცებს ეძღვნება! ფხიიიი.
12 აპრილი 2024 14:30
30
მაგრად გამოგივიდა ყოჩაღ! მართლაც ყელშია ამოსული ყველაფერზე რუსულიას ძახილი.
გიორგი
12 აპრილი 2024 14:47
21
არჩევნებში გაიმარჯვებს ოცნება და ისტორიულ სანაგვეში მოვისვრით ნაც მეცოცხეებს!
ასეა ეს ! ვისაც გეწყინათ ცივი წყალიც მიაყოლეთ.
13 აპრილი 2024 13:04
17
ცხრა მესაჯდომემ გაგიპროტესტაა DD
zura222
16 აპრილი 2024 07:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული