კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
და საერთოდ კალაძეზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, თუ კაი ბიჭია წავიდეს და სამტრედიას მიხედოს და აქციოს ბერგამოსნაირ ქალაქად, რაღა თბილისს გადაეკიდა? საკუთარი მიწის მიმტოვებელი კაცი რაზე უნდა დამელაპარაკოს ვერ ვხვდები. მაგის აზრით თბილისს უფრო სჭირდება დახმარება ვიდრე სამტრედიას?
სიმენონი
12 აპრილი 2024 20:37
8
ეს ხომ მოკვდა თავის ქებით))))
)))
12 აპრილი 2024 16:40
6
შენ ჩემთვის ყველაზე მაგარი მერი და ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელიხარ საქართველოს სიამაყეხარ მიყვარხარ
კახის
12 აპრილი 2024 12:47
66
მასხარა ხარ )))
:)
12 აპრილი 2024 15:57
2
ამას მე მგონი დადებული აქვს ევროპამდე ნაკრებს დავშლიო.
ლაშა
13 აპრილი 2024 00:49
8
რეალურად მართლაც არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ შეუძლიათ პატრონის გარეშე ცხოვრება, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა გამჭვირვალობის კანონის ინიციირებამ. ადრე იყო მოსკოვი, იმაზე ადრე სტამბული თუ ისპაჰანი, არაბთა საამიროები თუ მონღოლთა ურდოები, იქ უნდოდათ ჩასვლა, ლაქუცი, თავის დახრა, წელში მოდრეკა...სამაგიეროდ მათთვის ძვირფას ხალათში უყრიდნენ ხელს და ყულფში თავს. დღეს ფიქრობენ, რომ აუცილებლად ან ვაშინგტონში ან ბრიუსელში უნდა ჰყავდეთ უფროსი, თუმცა დარწმუნებული ვარ რამე რომ იყოს არც მოსკოვზე იტყვიან უარს. მთავარია თავი "სვეტსკებად" წარმოაჩინონ და მსაჯი და მსაჯულიც უცხოელი სჭირდებათ, უცხოელის და თან პატრონის მშოვნელად კი ოპოზიცია მიაჩნიათ, აბა ეს ხელისუფლება ქართველობას, ტრადიციებს და ტრადიციული რელიგიების ინტერესებს იცავს, შესაბამისად მათ პატრონად მართლა ვერ გამოდგება. რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს გამჭვირვალობის კანონმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პარლამენტს ჯერ არ მიუღია, უკვე მოახდინა პატრონყმობას მიჩვეული და მოსურნე ადამიანების სრული ლუსტრაცია."
ლ.ნ
პატრონებს ვეძებთ
12 აპრილი 2024 19:28
27
საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა არაფერზე და ისე წერ. ან შეიძლება იცი, მაგრამ დავალება გაქვს ეგეთი.
1 ეს კანონი გამჭვირვალეობისათვის არ არის. ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა. ვერანაირი ორგანიზაცია, ვერანაირი ნჯო ვერაფერს ვერ დამალავს რადგან საგადასახადოში ფიქსირდება ყველა კაპიკი - ვინ ვის რამდენს და როდის ურიცხავს. ამდენი კი უნდა იცოდეთ
2. ტყუილია ისიც, რომ ვიღაც ამ თანხებს დანაშაულებრივივად იყენებს- და ამის აღსაკვეთად უნდა ხელისუფლებას ეს კანონი.ასე რომ იყოს, ამ ადამიანების წინააღმდეგ საქმე იქნებოდა აღძრული უკვე დიდი ხანია. გაუჭირდებოდა ხელისუფლებას?
3 სიმართლე კი არის ის, რომ როგორც რუსეთში ეს კანონი უნდათ იმისთვის, რომ ფული გარედან არ შემოდიოდეს და მხოლოდ თვითონ განკარგონ ფული და მხოლოდ იმათ მისცენ არსებობის საშუალება ვინც მათიანია. და კიდევ, რაც მთავარია, რაღაც საეჭვოდ ემთხვევა - აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა და შუა აზიის ქვეყნების მთავრობები სწორედ ახლა, ჩვენს პარალელურად ცდილობენ ამ კანონის მიღებას. რა იყო ბიჭებო მითითება ერთდროულად მიიღეთ რუსეთიდან? ასე რომ რაის ევროპა და რაის ისპაჰანი, ქოცების პატრონი რუსეთია ...
კაი ერთი
12 აპრილი 2024 19:55
2
იგივე ლოგიკით თერჯოლისთვის, ფოთისთვის, ახალქალაქისთვის და უშგულისთვის თბილისია პატრონი და მათ არ შეუძლიათ პატრონის გარეშე ცხოვრება. არც მოსკოვთან, არც ჟენევასთან და არც ნიუ იორკთან ერთად ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ცხოვრებაზე არ მაქვს პრეტენზია, თუ ჩემს პირად სივრცეს არ შეეხება არავინ და არ მომახვევს თავზე თავის მილიტარისტურ, პატრიოტულ და ეკონომიკურ ინტერესებს. ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, ვგულისხმობ ჩვენს თავს და არა ჩვენს მამა პარტიებს განლაგებულს დედათბილისის მამაუბნებში.
სიმენონი
12 აპრილი 2024 20:33
4
ყველა გამოხმაურება
თფუ
გენა
12 აპრილი 2024 18:54
7
მთელ თქვენ სანაცეთს ერთი კალაძე გჯობიათ,მისი ორივე ავტოგოლი გჯობიათ.
ჩაიკუკეთ თქვენს სამიშეთში
Levani
12 აპრილი 2024 17:51
37
ლევანჩიკ კალაძე არ მევასება და ე.ი. ნაცი ვარ?
ხვიჩა
12 აპრილი 2024 18:26
7
პატრონი რომ გყავდეს ეცდებოდა მაინც შველას ...
გიორგი
12 აპრილი 2024 18:17
3
ყველა გამოხმაურება
სტატისტიკა თუ არსებობს ქართველი ფეხბურთელების ბომბარდირობის, საკუთარ კარში გატანილი გოლების? ან ყველაზე მოკლე
დროში?

განათლების სამინისტროს არავინ ახსენებს სამწუხაროდ.
გორის მერი ალბათ
13 აპრილი 2024 02:19
11
წავიკითხე ქოჩორაშვილის ინტერვიუ 29 მარტს გამოქვეყნებული. აი როგორ პასუხობს ის ჟურნალისტის კითხვას

რა შემთხვევაში იტყვის გიორგი ქოჩორაშვილი, რომ მიზანს მიაღწია და დიდი ფეხბურთი ითამაშა?
-იმ შემთხვევაში, თუ ჩემი კარგი თამაშით, საქართველოს სახელს მრავალ ქვეყანას მივაწვდენ, როგორც ეს კახა კალაძემ ქნა. კალაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მან დიდი შრომის შედეგად დიდებულ წარმატებას მიაღწია და თბილისის მერობასაც შესანიშნავად ართმევს თავს.
ამის შემდეგ ამ ყოვლად უსახურმა არსებამ ესე უნდა თქვას მის ოჯახის წევრზე? ხვიჩამაც ხომ თქვა მარტის აქციების დროს ჩვენი მომავალი ევროპაშიაო. ამ ბიჭებს კანონის მიღება არ მიღებაზე არაფერი უთქვამთ. თვითონ რომ რუსეთისკენ აქვთ თვალები მიჩერებული იმიტომაც მოხვდათ გულზე
დავით 67
13 აპრილი 2024 01:54
8
კალაძეა უსახური და შენ სახიანი ხო ??
zura222
16 აპრილი 2024 07:30
4
ესენი იმდენს იზავენ რომ 26 ფეხბურთელის ნაცვლად ნახევარი წავა ჩემპიონატზე.მერე ერთმანეთს დაუწყებენ გადაბრალებას
დავით 67
12 აპრილი 2024 21:03
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული