კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
"ყოფიერება განაპირობებს ცნობირებას" და ქმედებას , განსაკუთრებით საქართველოში!
საქართველოში !
12 აპრილი 2024 18:04
0
კახა!! იქნებ დაინტერესდეთ ირაკლი ბებიას მდგომარეობით და დაიხსნათ რუსებისა და აფხაზების ტყვეობიდან??!!
გიორგი
12 აპრილი 2024 15:25
3
ერთი მართლა ნუ წაიღეთ ტვინი ამ თქვენი ევროპით რა? ხამებივით იქცევით და უნახავებივით, მაგარი მესაჯდომეები რო არიან მაქითკენ მიდიხირათ? მაშინ კაშიას რაღას ერჩით? საქართველოს თავი დაანებეთ და თუ გინდათ უკანალების ქიცინიცათ შესულხართ იმ თქვენს გადედლებულ ევროპაშიც!
მოხანით ტვინი უკვე!
12 აპრილი 2024 15:13
43
ერთი შენ ხარ საქართველო და მეორე კალაძე
გიორგი
12 აპრილი 2024 15:27
9
"გიორგი" აბა შენ ხარ საქართველო ? შე მესაჯდომე ნაცო @@
zura222
16 აპრილი 2024 07:37
0
ყველა გამოხმაურება
ამხანაგ ივანიშვილოვის ბოტების დოღია.
ქურდული ოცნება
14 აპრილი 2024 01:08
9
ხოო და პრიზი დედაშენია !
zura222
16 აპრილი 2024 07:21
3
სანამ ყველაფერს რუსულს მიაკერებთ და რუსების ლანძღვას დაიწყებთ მანამდე საზონოვიც გაიხსენეთ ხოლმე. რას ერჩით იმ პატარა ბიჭს? რამე დანაშაული მიუძღვის იმაში რომ მამა რუსი ყავს? როგორც ქოჩორაშვილზე მოქმედებს ეს ყველაფერი ისე სანონოვზეც ანალოგიურ ზეგავლენას ახდენს.
ჩელენჯერი
13 აპრილი 2024 01:35
15
ჩორთის ჩაგდება გინდა ნაკრებში? ანგრევ ნაკრებს, კალას ულოკავ?
გია_544
13 აპრილი 2024 10:07
5
ჩემთვინ ნაცები და მესაჯდომეები სინონიმებია!!!! გუნდა აზე და გინდა ისე!!!!!! აი ვინ რას მაიგებს ფოტოების ფრიალით და სხვის აზრებზე სიარულით მაგასაც ვნახამთ!!! აბა კაათ იყავით
Pepelu
12 აპრილი 2024 20:39
21
შენ გურამ კაშიას ჯინაზე, ჩვენს კარში 1-2 გოლსაც ხომ არ ქომაგობდი?!
ციციკორე
13 აპრილი 2024 11:43
2
მიდიიიიით! ნაცების დაკრულზე იცეკვეთ აქ უმეტესობამ და ამ თქვენი აგრესიულობით იმასაც ვერ ხვდებით, რო ამ სიტუაციას მშვენივრად გამოიყენებს, ნაცები სათავისოდ. ზოგჯერ ვფიქრობ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი (ბრბო) მგონი "იმსახურებს მწვალებელი და ჯალათი, მიშას სასტიკ რეჟიმს". როგორც ზვიადის დროს იყო, რო არ აცადეს ადამიანს ემართა ქვეყანა, ეგრევე დაეტაკნენ, თუ წითელი ინტელიგენცია ლანა ღოღობერიძის მეთაურობით, თუ გარედან ამერიკის თეთრი სახლის ბოსები და მოუწყვეს ის რაც მოუწყვეს. ეხლაც იგივე უნდათ გააკეთონ, იგივე სცენარით: ჯერ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი ქართველებმა და ამით ხომ გვეცლება ენერგია და მერე უკვე ჩაერთვება, ევროპა და ამერიკა, ნაცნობი ხელწერაა! სანამ სხვის და ნაცების დაკრულზე იცეკვებთ არაფერი გვეშველება! უბრალოდ საქართველომ რა დააშავა, რო ვერ ვასვენებთ?
ქართველი
13 აპრილი 2024 11:42
10
აჰაა აქ კი 7 მესაჯდომის პროტესტია !
zura222
16 აპრილი 2024 07:24
3
თურმე როგორ ეჭყინაა!!!
კარგით რააა
12 აპრილი 2024 14:17
9
და შენ როგორ გეჭყინა? ვაიმე ლა ვქნათ პატალავ?
კარგით რას
12 აპრილი 2024 14:32
6
მონა!
.
13 აპრილი 2024 05:24
7
კვარაცხელია და ქოჩორაშვილი პირწავარდნილი ნაცები არიან..იარონ სანაიასთან და ევროპელ ცისარტყელებთან..კახი ჯიგარიხარ
!!
12 აპრილი 2024 14:36
63
ხომ კარგად ხარ მეგობარო?...
გიო
12 აპრილი 2024 14:45
4
კვარაცხელია არ ვიცი მაგრამ კიკინებიანი ქოჩირას ბიჭი ნაციონალია და მისი ადგილი ნაჯრებში არ არის!
!!-ს
12 აპრილი 2024 15:41
36

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული