კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

AutoSharing Option
თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ.

შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას

მკითხველის კომენტარები / 154 /
პოლიტიკოსი ხარ თი ვიღაც ჭორიკანა კაცი? ისეთი რამე არ უნდა წამოროშო, რო მერე ამხელა განმარტების გაკეთება მოგიწიოს და აქაც სისულეს ამბობ ეხლა, ეს პიარია თუ რაცა საზოგადოება შეაფასებს, გიორგის გამოძახება მწვრთნელის დამსახურება უნდა იყოს და არა შენი
გოგა
12 აპრილი 2024 19:20
6
რატომ ვერ თოკავთ თავს პოლიტიკით მოწამლულები? გინდა კინტო-ნაცი იყოთ გინდა ქოცი ან რამე სხვა უბედურება. მაქსიმუმ ათი ან თხუთმეტი ხართ. კომენტების რაოდენობით ასე ჩანს. დაეტიეთ რა თქვენს ტყავში და ფეხბურთელს აცალეთ ფეხბურთელობა! თქვენ-თქვენი ნარწყევი თქვენთვისთვე შეინახეთ!
პოლიტიკაზე აცრილი
12 აპრილი 2024 20:04
7
თფუ
გენა
12 აპრილი 2024 18:54
7
ვახ, რა უცნაურია. ტროლებმა რომ ვერ მოაგნეს აქაურობას :)
ისე კომენტარებიდან ჩანს რომ ერი ვაზროვნებთ და იმედია არჩევნებზეც დავაფიქსირებთ ჩვენს ხმას. შეიძლება ისეთი ხარისხის ოპოზიცია არ გვყავს რომ ვისურვებთ, მაგრამ ის მაინც არის რომ ევროპული მიმართულება აქვთ და ბოლობოლო ხალხს ხელს არ შეგვიშლიან ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ევროკავშირში რომ ვიქნებით ვეღარ მოვლენ გაუნათლებელი და უნამუსო მედღეულები ხელისუფლებაში.
გიორგი
12 აპრილი 2024 18:35
15
გათხოვილი? გაგცემდი სათანადო პასუხს მაგრამ რას ვერჩი დედაშენს, ალბათ არ გამუვიდა შენი არზრდა.
გიორგი
12 აპრილი 2024 19:55
2
რა ცისარტყელა სამკლაური, კაბები საყურეები? ეგ გგონია ევროპა. ცოტა წიგნებს დაეწაფე, იქნებ განათლება მიიღო ცოტა.
გიორგი
12 აპრილი 2024 19:40
7
ყველა გამოხმაურება
სახელი გაქვს, ფული გაქვს, ოთხი შვილის მამა ხარ. დაჯექი და იცხოვრე ბედნიერად. რა გინდა, რატომ აზიზღებ ხალხს თავს?
ხვიჩა
12 აპრილი 2024 18:33
11
1. გავაუქმებდი ოჯახის წევრების/შვილების ევროკავშირის მოქალაქეობას;
2. გავყიდდი და/ან გავასხვისებდი საზღვარგარეთ არსებულ ქონებას ;
3. ამის შემდეგ,
დავგმობდი ქართველების მხრიდან,
ჩვენი დაპყრობის მსურველ ოკუპანტ ევროკავშირში შესვლისა და ევროპის ნაწილად გახდომის სურვილს !!!
4. და ხმამაღლა განვაცხადებდი, რომ არცერთი გაერთიანება არ მინდა...
თუ მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს და ცოლშვილს გვექნება სხვა ქართველებისგან განსხვავებული, პრივილეგირებული(!) მდგომარეობა - უცხოეთში როცა მომინდება გამგზავრების და "ნაშოვნი" დიდი ფულით კარგი ცხოვრების !!!
კალაძის ადგილას რომ ვიყო,
12 აპრილი 2024 18:29
13
როცა, შენ ყველაფერი გაქვს, სხვა ყველაფეი ფეხებზე გკიდია და მთავარია კარგად იყო !
ჟურნალითვის, კიდე ჰო, მარა,
ამ ვითარებაში ,
ასე მთლად "გაშიშვლება" არ იყო საჭირო ...
"რა გჭირს, ტო" ?!
ეეჰ, კახა !,
12 აპრილი 2024 19:35
0
კახი კალაძე ბოღმა კაცი ხარ შენ...მოკლე ჭკუა და გრძელი ენა გაქვს...სირცხვილია ბრატუხა რასაც ტლიკინებ...ყველაფერი არ მოსულა ამ ქვეყნად..!
paf-paf
12 აპრილი 2024 18:24
11
"ყოფიერება განაპირობებს ცნობირებას" და ქმედებას , განსაკუთრებით საქართველოში!
საქართველოში !
12 აპრილი 2024 18:04
0
მთელ თქვენ სანაცეთს ერთი კალაძე გჯობიათ,მისი ორივე ავტოგოლი გჯობიათ.
ჩაიკუკეთ თქვენს სამიშეთში
Levani
12 აპრილი 2024 17:51
37
ნაცებს არ ევასებათ კალაძე…
ხვიჩა-ს
12 აპრილი 2024 21:10
1
ლევანჩიკ კალაძე არ მევასება და ე.ი. ნაცი ვარ?
ხვიჩა
12 აპრილი 2024 18:26
7
ყველა გამოხმაურება
მეგონა ქოჩორა საფეხბურთო ტალანტით და თავისი შრომით მოხვდა ნაკრებში. თურმე პროტექციით მოხვედრილა, კალაძეს ჩაუწყვია საქმეები ))))))))))))))))))
ხვიჩა
12 აპრილი 2024 17:48
7
წასულიყავი მერე ბიძია ფეხბურთის მწვრთნელად და ხომ არ დამახინჯებოდა ეს საცოდავი თბილისი, რომ ვეღარ სუნთქავს.
irakli
12 აპრილი 2024 17:47
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული