"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "აპოელის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის. არა რუსეთს", - წერს ქვილითაია სოციალურ ქსელში.
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა რუ­სულ გუნდ "სოჭ­ში" გა­დას­ვლა­ზე უარი თქვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გის წე­ლი­წად­ში 700 000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას Geo Team ავ­რცე­ლებს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გი­ორ­გის უა­რის მი­ზე­ზი შემ­დე­გია -
"მას არ სურს რუ­სეთ­ში თა­მა­ში“.

ქვი­ლი­თა­ი­ას აგენ­ტმა ირაკ­ლი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა შე­თა­ვა­ზე­ბა ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო, უა­რის მი­ზე­ზად კი "სხვა კარ­გი ვა­რი­ან­ტე­ბი“ და­ა­სა­ხე­ლა.

"მან ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სო­ჭი­დან. ჩვენ უარი ვთქვით, რად­გან არის სხვა კარ­გი ვა­რი­ან­ტე­ბი - ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ვე­ლო­დე­ბით კონ­ტრაქ­ტის დას­რუ­ლე­ბას”, - ცი­ტი­რებს მე­დია ლი­ლუ­აშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

30 წლის ქვი­ლი­თა­ია უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც კვიპ­როს­ში, “აპო­ელ­ში“ თა­მა­შობს. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მან 23 მატჩში 6 გოლი გა­ი­ტა­ნა. ტრანსფერ­მარ­კეტ­ზე მო­თა­მა­შის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფასი 1,7 მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, სპორ­ტსმენ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის მო­ე­დან­ზე უკ­რა­ი­ნის დრო­შით გა­ვი­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა - "ჩვენ სა­ერ­თო მტე­რი გვყავს".

alt"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 56 /
რო საქართველოს მტრები გაიშიფროს შინ თუ გარეთ,რო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმწდებები შეიზღუდოს და გამოვლინდეს აქ რას აპირებენ ეს არი რუსული კანონი??? იქნებ იმავე რუსული ფული ტრიალებს ამ აქციების მოწყობა ორგანიზებაში არ გავიგოთ?ყველა თავმოყვარე ქვეყანას აქვს ეს კანონი სხვადასხვა ფორმებით მიღებული თავის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე და არავის ეკითხებიან რა და რომელი კანონი მიიღონ.საქართველო მოქმედებს თავის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე რო აქ რა ფული და ვისი ინტერესების გატარებას ცდილობენ იქმება ეს რუსეთი თუ ამერიკა საფრანგეთი თუ კამბოდჟა რატო არ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ.დემოკრატიაო გაყვირიან აქციებზე და თან ამავე დროს ჩვენ ანგარიშებს არ წარვადგენთო ენჯეოები იძახიან ასევე სოკოებივით გამრავლებული პარტიები ერთ ხმაში გაიძახიან იგივეს.
ქომაგი
19 აპრილი 2024 02:34
6
დაბლოკეთ ივანიშვილოვის ბოტები!
რეალობა
17 აპრილი 2024 12:14
21
სტატიის ავტორს მივმართავ ,სად წერია კანონში სიტყვა აგენტი? გაგვანათლე რა ჩვენც
Devkalion
18 აპრილი 2024 23:33
13
მაქვს იმედი რომ იმ 83 დეპუტატს დაასანქცირებს ევროკავშირის წარმომადგენლები,რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს და არ შეუშვებს თავიანთ ქვეყნებში. ეს იქნება იდეალური დასჯა მათთვის. იარონ მერე ხაბაროვსკში და ჩიტაში.
დავით 67
18 აპრილი 2024 21:16
26
მადლობა გიორგი, ძალა ერთობაშია
@
18 აპრილი 2024 00:48
16
შენ და შენმა მსგავსებმა წმინდა მეფე დავითი არ უნდა ახსენოთ. თქვენ ხომ ქართველები არ ხართ. სინამდვილეში თქვენ ხომ ქართველები და ყველაფერი ქართული გეზიზღებათ. შეგრცხვა ხომ ქართველი რომ დაგეწერა ჰა "ჯორჯიან"? ხოდა ბიძაშენმა ბიძინამ ხომ გაგიხსნათ უვიზო მიმოსვლა? ჰოდა გაგაზეთ და აღარ ჩამოხვიდეთ უკან.
Georgian-s
18 აპრილი 2024 23:21
17
ამ კანონით ბიძინას უნდა მთელი ცხოვრება არაფორმალურად მართოს საქართველო.მაგრამ იმის მაგივრად რომ შეესრულებინა წინასაარჩევნო დაპირებები პირიქით გააკეთა.ყველაფერი გაძვირდა,ჯარიმები გაასამმაგა,პენსიონერების კრედიტის პროცენტი გაზარდა და სხვა.რაც მთავარია საქართველოდან ყველას გაქცევა უნდა.მოკლედ მტერივით მოგვექცა.
ასეა ეს
19 აპრილი 2024 12:08
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული