ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, "სტუმრად ლელასთან" გაიხსენა:

"რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი
რომ მოიგერია, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა...

ფინალის წინ მე, "კვარა", ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის - "დავარტყა?!" არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა...

როცა დამატებითი დრო დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა... მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა...

პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და "ქოჩორაო", უთხრეს...

რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა... საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი... შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს... ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი...

წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.

altმიქაუტაძეს ევროს შემდეგ დიდ გუნდში ველით - ფორვარდები, რომელთაც გერმანიაში გრანდებიც დააკვირდებიან...

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
ნაცების "ტევეში" წამოსკუპდი ბიჭი?
ეჰე?
23 აპრილი 2024 10:29
19
და მამაშენსაც რომ მიხედო კარგი იქნება!
როლანდი
23 აპრილი 2024 11:10
25
მინდა მივმართო იმათ, ვინც ფეხბურთელებს ეუბნება რომ ხმა არ ამოიღონ და მხოლოდ ფეხბურთი ითამაშონ. ამ ბიჭებში მარტო ფეხბურთს ხედავთ? აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ თქვენ აუშენებთ ქვეყანას? ყველა სრულწლოვანი და პენსიონერიც ვალდებულია გამოთქვას თავისი აზრი და მთავრობის თუ სხვა ვინმეს უღირს საქციელზე ჰქონდეს რეაგირება. ისე ამბობთ თითქოს ამ ქოცებს პარლამენტი არ ჰყავდეთ გამოჭედილი სპორტსმენებით. თუ თქვენი აზრით კარიერას რომ დაასრულებენ მხოლოდ მაშინ ემატებათ ტვინი და მერე შეიძლება მოჯდე სკამზე და მუნჯივით იჯდე სავარძელში მინიმუმ 4 წელი. სანიკიძე და კაჭარავას ვგულისხმობ. სხვები მაგალითად ყაველაშვილი კალაძე და ა.შ ხმას მაინც იღებენ. არაფერ კარგს ამბობენ, მაგრამ ლაპარაკობენ მაინც. ეს ორი კიდევ მუნჯივით სხედან. სანიკიძე არ ვიცი, მაგრამ კაჭარავა სულ 10ჯერ იქნება მისული პარლამენტში. ეგ მაინც დანამდვილებით ვიცი.
ჩემი პატივისცემა ქოჩორას.
დავით 67
23 აპრილი 2024 17:51
21
დავით 67-ს-ს! დიდად მადლობელი ვიქნები. რა ვიცი გაუნათლებლად არ მიმაჩნია თავი და არც არავის უთქვია. არ ჩამოვთვლი ჩემს დიპლომებს. რა აზრი აქვს.? რამე ახალს თუ მასწავლი დიდად დამავალებ. ადამიანი სულ სწავლებაში უნდა იყოს. რაც შეეხება ამბები.ჯი-ს ეს სუფთა ქოცური საიტია. ათასში ერთხელ გამოგიქვეყნებენ კრიტიკულ კომენტარს. რასაც ვერ ვიტყვი სპორტალის მიმართ. ისინი ყოველთვის მიქვეყნებენ კომენტარს
დავით 67
24 აპრილი 2024 20:35
0
ცდილობ, აკადემიურად წერო და განათლებული ადამიანის პოზიციიდან დააფიქსირო შენი აზრები. :) არადა, აზრებიც დაულაგებელი გაქვს და პუნქტუაციაც. მოქალაქეობრივ პოზიციაზე აღარაფერს ვამბობ, ყველას უფლებაა, ცდებოდეს.
რამდენი კომენტარიც დაგიწერე, იმდენი არ დამიბეჭდა არც ამბები.გე-მ და არც ამათ. მიზეზიც ვიცი. არადა, ეს გვერდიც იგივე მედიაგაერთიანებისაა. თუ ესენი მაინც არ დამალავენ ჩემს კომენტარებს, შენს განათლებაზე ვიზრუნებდი. :))
დავით 67-ს
24 აპრილი 2024 09:51
4
წარმატებები ჩვენს ბიჭებს! მიდი ქოჩორ, ამ ქოცბოტებს ყურადღება არ მიაქციო, ხელფასზე ზრუნავენ, რა ქნან, როცა მეტი არაფერი შეუძლიათ. საქართველოს უყვარხართ, იბრძოლეთ, იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ. მადლობა ყველაფრისათვის!
გულშემატკივარი
23 აპრილი 2024 11:30
9
ძალიან საამაყო და კარგი ბიჭი ხარ! მოვა დრო და შენი შთამომავალი ისე იამაყებს შენით, როგორც დღეს ღირსეული წინაპრებით ვამაყობთ, ვინც ყოველთვის ქვეყნის მხარეს იდგა
ვვვ
23 აპრილი 2024 11:32
7
ქოჩორ, კაცების კაცი ხარ!!
ვამაყობ პირადად მე ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, ამ ლიბერალი ბრჭყვიალა თაობის, ზე კაცით!
გიო, ძმობილო, შენც მომავალ შავკანიანი, შვილების მამა იქნები და მჯერა ნებისმიერ ქართველს ვინც რასების აღრევაზე, ლიბერალიზმზე და თანამედროვეობაზე იტყვის უარს შენი ავტორიტეტით, ყველას პასუხს გასცემ!
ასევე, ერთი სული მაქვს, ნაკრების კაპიტანი გახდე, და ზუსტად ვიცი შენ არ შეგეშლება ვინც რუსეთუმე იქნება და ოდნავადაც კი ცუდად შეეხება უმცირესობებს, ლგბტ იქნება არა ქართველები თუ მუსლიმები, სამუდამოდ მოკვეთ ნაკრებიდან და ახლოს არ გაიაკარებ!
გიო, გაუმარჯოს, ბრწყინვალე, ლიბერალურ საქართველოს!
სლავა უკარაინე! დიდება ლიბერალიზმს!
korben dallas
23 აპრილი 2024 11:10
38
იმკურნალე, ჯიგარო, რუსეთში.
კარგი ფსიქიატრიულები აქვთო, ამბობენ.
მერე კი სამუდამოდ დარჩი იქ.
კორბენას
23 აპრილი 2024 11:21
3
ამას ვეღარ უმკურნალებენ! დაგვიანებულია!
ენვერი
23 აპრილი 2024 11:43
1
ყველა გამოხმაურება
მართლა ასეა?არსებობს ეგვიპტური,ამერიკული,შვედური,თურქული,ბრაზილიური,რუსული და ა. შ. კანონები?ყველა ქვეყანა რა კანონსაც იღებს ის იმ ქვეყნის კანონია და არა სხვა ქვეყნის,რუსული კანონი ბუნებაში არ არსებობს,ეს სიტყვები:რუსული კანონი,ყურით მოთრეულია მანქურთების მიერ და უვიცთ აბოლებენ,რომ ამღვრეულ წყალში ბევრი თევზი დაიჭირონ,არა მარტო ეს კანონი,არამედ ლუსტრაციის კანონიც სასწრაფოდ უნდა მიიღონ,რომ საქართველომ საბოლოოდ დაისვენოს.
ნიანია ბაკურიანი
25 აპრილი 2024 11:33
2
Ჯორდან ბელი მართალი ხარ.პოლიტიკოსების ნდობა შეიძლება?რომელმა პოლიტიკოსმა დაუფასა ღვაწლი ლევან თედიაშვილს?ამბობენ გაჭირვებაში და მარტოობაში გარდაიცვალაო
ბაბუაწვერა
23 აპრილი 2024 12:07
10
ტყუილს წერთ! ლევან თადიაშვილის შვილი მსხვილი ბიზნესმენია! ივანიშვილის პენსიაც ჰქონდა 3000 ლარი,როგორც სხვა დიდ ჩემპიონებს!
ნუგზარი
23 აპრილი 2024 12:25
1
Ბაბუაწვერა ვერ დაგეთანხმები რო მარტოობაში და გაიჭირვებაში დაიღუპა ლევანა.ლევან თედიაშვილი ხო ფენომენი იყო.სპორტში ხო იყო ფენომენი და განუმეორებელი და მსახიობიც იყო ნიჭიერი.ხოდა ფენომენები ხო გამოირჩევიან განსაკუთრებული და განსხვავებული ხასიათით.მარადონა აიღე,ტაისონი...ლევანაც განსაკუთრებული ხასიათის ადამიანი იყო.შვილის სიკვდილის მერე,რომელიც ხელებში დაეღუპა 180 გრადუსით შეცვალა ცხოვრების წესი,ჩაიკეტა და ერთი შეხედვით სულ მოღიმარი და ხუმარა გულჩათხრობილი გახდა.ადგილობრივი და სხვა ყოფილი და მოქმედი სპორტსმენებიც სულ აკითხავდნენ და ყველაფერში გვერდით ედგნენ.უბრალოდ თავად აღარ სურდა არვისთან ურთიერთობა.ბავშვობის მეგობრებთანაც აღარ ურთიერთობდა თორე ხალხის სიყვარული და გვერდში დგომა არ მოჰკლებია.
Აი პოლიტიკოსებზე რა გითხრა,ერთი თემურ შაშიაშვილი ვნახე ვინც საფლავამდე მიაცილა ლეგენდა.ის ხალხი კი ვინც მის ნაფეხურებს კოცნიდა, უკან დასდევდა და ლოცულობდა რო ლევანას დაეცემინებინა რო პირველს ეთქვა ხეირიო იქ არავინ მინახია.
Აქ ბევრს ეტკინა პოლიტიკოსებზე და რა ვიცი ვინც მე მიტინგებზე 2007 წლიდან მოყოლებული და არჩევნებზე მცემდა მეც და სხვა მაშინ ოპოციონერებს, ამათ ყველა გამგებლად ან საკრებულოს თავჯდომარეებად დანიშნეს და მოადგილეებად და მეფიცებიან იმ არსახსენებლების გვერდით არასოდეს არა ვმდგარვართო.ფაქტია ესენი სულ ერთად არიან თორე რომელი ჭკვიანი გამოიტანდა ამ კანონს როცა ბავშვმაც კი იცის გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე საპროტესტო პერიოდებია.აგვისტოში გამოეტანათ ამათაც ეს კანონი,მაგრამ ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისკენ საქართველო ქართველების გარეშე.
jordan beli
23 აპრილი 2024 12:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული