რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას და ბელარუსმა - ვერა... რა შანსები აქვს სანიოლის გუნდს ევროზე - დრაგუნმა ბელარუსულ პრესასთან ისაუბრა

AutoSharing Option
ბელარუსულმა Smartpress.by-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატი მიმოიხილა და რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

გამოცემას ექსპერტად მათი ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნებთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის კარიც აიღო.

დრაგუნს კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, რა შეიცვალა ამ 12 წელში, რატომ მიაღწია საქართველომ ამხელა წარმატებას და ბელარუსმა - ვერა.

"ეს კითხვა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. ძალიან ბევრ რამეზე დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო.

იგივე ხდება საკლუბო დონეზეც... 2018 წელს "ბატემ" ჩემპიონთა ლიგაზე
"ყარაბახს" უმასპინძლა, მაგრამ სად არიან ახლა ეს გუნდები?!

"ყარაბახი" ახლა ერთი ნაბიჯით წინაა! სამოთხე და დედამიწა! ახლა ჩვენ შორის სწორედ ეს განსხვავებაა.

ზოგი წინ მიიწევს, ზოგიც უარესდება. როგორც ჩანს, საქმე ფეხბურთელების მომზადებაშია. მე არ ვარ ექსპერტი, ეს თემა წამოვწიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ სახლში ვრჩებით, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე მიდის".

დრაგუნს კითხვა ბოლო სამი ნაკრების (საქართველო, უკრაინა, პოლონეთი) შესახებ დაუსვეს, რომლებმაც დარჩენილი 3 საგზური მიიღეს და ყოფილ ფეხბურთელს აზრს დაეკითხნენ, აქვთ თუ არა ამ ქვეყნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი.

"ვფიქრობ, სამივეს გაუჭირდება და განსაკუთრებით, საქართველოს. მათ გამო შეწუხებული ვარ, რადგან გარკვეულ საკითხებში ვგავართ ერთმანეთს.

უკრაინელებს კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, მაგრამ ახალგაზრდებს არასტაბილურობა ახასიათებთ. თუ მათ თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს, ჯგუფიდან გავლენ", ‐ ამბობს დრაგუნი.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩვენ რო გვიგებდით მხოლოდ იმიტომ რომ ცუდ დღეში ვიყავით ქართული ფეხბურთი, თორე ისე თანაბარ პირობებში არავის თქვენნაირების მოსაგები არ არის ჩვენთან და ამას მალე შეგაგნებინებთ ყველას. მალე მიხვდებით რამხელა პატივი იყო ეგ თქვენთვის და ვერ აცნობიერებდით თუკი გვიგებდით ოდესღაც
X.
25 აპრილი 2024 08:28
2
საქართველო ძალიან სიმპათიური გუნდია.
მე მგონი კარგ შედეგსაც დადებს ფინალურზე.
თუ ვერ გავიდა ჯგუფიდან,მერე რა.
არც ეს იქნება ტრაგედია.
ჩვენს აკადემიებში იზრდებიან წიწილებივით ახალი ხვიჩები და მომავალ წლებში კიდე უფრო სოლიდური გუნდი გვეყოლება.
Levani
25 აპრილი 2024 02:13
2
ილოზიებში არ უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა აუტსაიდერები ვართ ჯგუფშიც და მითუნეტეს ევროპაზეც. მაგრამ აუტსაიდერობა არ ნიშნავს უკვე წაგებას. ბევრი შემთხვევა შემიძლია მოვიყვანო ნაკრებების დქ საკკუბო დობეზეც აუტსაიდერად შერაცხულების წარმატებებზე. ევროპაზე ყველა თამაში ფინალია მითუმეტეს ჩვენისთანა ნაკრრბისთვის. ამიტომ ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ და ფიზიჯურ მდგომარეობას თვითოული ფეხბურთელისას. ვიმეორებ ილუზიებში არ ვარ. მაგრამ ბიჭებმა თუ თავი დადეს როგორც არასდროს ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ რეალურია. არც თურქეთია მოუგებელი და არც ჩეხეთი. მთავარია ჩვენ დავიჯეროთ რომ ჩვენი ბიჭრბიც დავაჯეროთ. რწმენას და შემართებას კლდეები დაუნგრევია ვინ არიან თურქები ან ჩეხები? მეც ვიცი ჩვენი ნაკრების ნაკლოვანებები და დონე, მაგრამ ძალოან მინდა ისევ ვნახო ჩემი ერი შეშლილი და გადარეული. ეს ჩვენზე უფრო მეტად ფეხბურთელებს უნდათ, რადგან ნახეს რამხელა სიხარული შეუძლიათ გვაჩუქონ. ამიყომ მე მჯერა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან მინდა, რომ ზღაპრის ბოლში საგიჟეთი იყოს საქართველოში და ეს ჯგუფიდან გასვლას უკავშირდებოდეს. . გამარჯვება საქართველოს. ❤️
G.LA
24 აპრილი 2024 21:56
0
რაებს ბოდავ გადახედე უკრაინის ნაკრებს სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები და რამდენი ფეხბურთელი ყავთ ტოპ ლიგის კლუბებში და რა როლები აქვთ ამ ფეხბურთელებს იმ კლუბებშივე ….მეკარეები ჩვენ გვყავს მამარდა მათ ლუნინი და ტრუბინი ჩვენი დაცვის ლიდერები არიან კაშია და კვირკველია ( კლუბები იცით ) მათი დაცვის ლიდერები კი არიან მოკოლენკო ( ევერტონი)ზაბარნი ( ბორთმუნტი)ფლანგებზე ჩვენი ბიჭები თამაშობენ შახტარში ( ზამენაზე) კრაკოვია და პანეტოლიკოსი ….მათი თამაშობენ შახტარი,დინამო კიევი და არსენალი ( უბრალოდ ზინჩენკო კლუბისგან განსხვავებით ნაკრებში მხოლოდ ფლანგზე არ თამაშობს )საყრდენი ზონა ჩვენები სლოვანი და ლევანტე მათი ჯენოა დინამო კიევი ( ხანდახან ისევ ზინჩენკო) შემტევი ნახევარდაცვა ჩვენი ოუტფორდი,ბორდო შტურმი მათი შახტარი ( სუდაკოვი რომელიც 25 მილ ღირს და მალე მაგარ კლუბში წავა)ჟირონას ლიდერი ( ციგანკოვი)სიკანი ( ძაან პროგრესიბადი)შაპარენკო ( კიევის ლიდერი)თავდახსმა ჩვენი ნაპოლი, მეცი, კარლსრუე …მათი ჩელსი ჟირონა ვალენსია ….აი კვარას ( ამ დონის ფეხბურთელი დღესდღეობით არ ყავს უკრაინას რა მუდრიკი რის მუდრიკი ..)გარდა რომელი ზონის ფეხბურთელი აღემატება უკრაინელებს …?! მე რა არ მინდა რომ ეგ სიმრთლე იყოოს ….მაგრამ მოვა აგერ სექტემბერი და ჯერ არ მაქვს რამე ძაან საიმედო …იმ ორ თამაშში 1გოლი და 1 ფრეს თუ მივაღწიეთ მე პირადად ღმერთს და ბიჭებს მადლობას ვეტყვი …!!!
ბრაზის პასუხად
24 აპრილი 2024 18:36
7
გადავხედე ახლა კომენტარებს და შემოაგდეს მორიგი თემა ტროლ-ბოტობამ
როგორმე დააკნინონ ნაკრების წარმატება. ვერაფერი მოიხერხეს
და ეხლა ვითომ გაუმართლა, ტორე ადრე უფრო კარგი ნაკრები გვყავდაო :)
ფუ ასეთ ხალხს :)
d
24 აპრილი 2024 18:27
4
იმიტომ, რომ ჩვენ ევროპის გზას ვადგავართ, თქვენ კი ხევროპის. განსხვავებას ხედაავთ?
კ ო მ ბ ლ ე
24 აპრილი 2024 18:09
7
არ მინდოდა ამის დაწერა,მაგრამ ეიფორიამ გაიარა და ვიტყვი. არა მგონია ეხლანდელი ნაკრები უკეთესი იყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.ვფიქრობ უკეთესები იყო ჩივაძის,გუცაევის და სხვათა მწვრთნელობის დროს.ერთა ლიგა რომ ყოფილიყო ისინიც გავიდოდნენ ევროპის ფინალურ ეტაპზე.
თანაც გაგვიმართლ,რომ ორივე მატჩი სახლში გვქონდა. გაგვიმართლა ლუქსემბურგთანაც და პენალტებში საბერძნეთთანაც.
არ იფიქროთ ,რომ შედეგს ვაკნინებდე,პირიქით იბრძოლეს რაც შეეძლოთ და მეც ეიფორიაში ვიყა ვი დავარ. გვაქვს ისტორიული შანსი ჯგუფიდან გავიდეთ.ღმერთმა ჰქნას ასე მოხდეს. პრემიებიც რა თქმა უნდა ალალად ეკუთვით. მეც დიდ მოლოდინში ვარ როდის დადგება 18 ივნისი.
ჯუჯი
24 აპრილი 2024 16:54
6
გეგონოს ეგრე.
იყო ეგეთი მომენტი. რუმინეთი ცამოვიდა თბილისში და რო მოეგოთ რეალურ შანსზე გავდიოდით ჯგუფის დაძელვის
და 3-0 წააგეს თბილისში.
იმიტომ რომ ის არ იყოს გუნდუ, ნაკრები
ხოლო ეს კიდევ არის
d
24 აპრილი 2024 18:24
4
იმიტომ ვერ გახვედით ევროზე, რომ თქვენი პრეზიდენტი "ბატკაა, ჩვენი კიდენა ევროპელი მადამ სალომე, მაააშ!
ბადრი
24 აპრილი 2024 16:32
17
არადა სამივეს შეუძლია გავიდეს საქართველოს მათშორის უფრო მეტად.
გიორგი
24 აპრილი 2024 15:57
2
ფაქტს ხომ ვერ გავექცევით? ჩვენ ნაკრებს გაუმართლა, თანაც როგორ...ნახევარფინალში იმ ეპიზოდში მსაჯის რეაგირება რომ არა, ანგარიში გათანაბრებული იყოდა რიცხობრივი უპირატესობაშიც არ აღმოვჩნდებოით, თამაშიც მანამდე დაახლოებით თანაბარი იყო და არავინ იცის როგორ გაგრძელდებოდა, ფინალიც დაახლოებით თანაბარი იყო,..თერთმეტიანები ხომ ლატარეაა. გადამწყვეტი ფაქტორი მაინც მაყურებელთა საოცარი მხარდაჭერა აღმოჩნდა. გასვლის შემთხვევასი კი მაგნაირი თამაშით ლუქსემბურგთან 50% ბერძნებთან კი არ მინდა შეფასება...რეალობა ასეთია
მამუკა
24 აპრილი 2024 14:46
35
ლუქსემბურგზე როგორ ამბობ, რომ თამაში თანაბარი იყო?.. თამაში თუ არ გინახავს სტატისტიკას შეხედე... ის გაუქმებული გოლი და გაძევებაც, ხო მსაჯის პირადი გადაწყვეტილება არ იყო?? განიხილეს ვარზე და სწორედ მისი მცდარი პირადი აზრი შეაცვლევინეს.
Irakli Apkhaidze
24 აპრილი 2024 15:14
2

სიახლეები პოპულარული