რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას და ბელარუსმა - ვერა... რა შანსები აქვს სანიოლის გუნდს ევროზე - დრაგუნმა ბელარუსულ პრესასთან ისაუბრა

AutoSharing Option
ბელარუსულმა Smartpress.by-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატი მიმოიხილა და რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

გამოცემას ექსპერტად მათი ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნებთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის კარიც აიღო.

დრაგუნს კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, რა შეიცვალა ამ 12 წელში, რატომ მიაღწია საქართველომ ამხელა წარმატებას და ბელარუსმა - ვერა.

"ეს კითხვა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. ძალიან ბევრ რამეზე დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო.

იგივე ხდება საკლუბო დონეზეც... 2018 წელს "ბატემ" ჩემპიონთა ლიგაზე
"ყარაბახს" უმასპინძლა, მაგრამ სად არიან ახლა ეს გუნდები?!

"ყარაბახი" ახლა ერთი ნაბიჯით წინაა! სამოთხე და დედამიწა! ახლა ჩვენ შორის სწორედ ეს განსხვავებაა.

ზოგი წინ მიიწევს, ზოგიც უარესდება. როგორც ჩანს, საქმე ფეხბურთელების მომზადებაშია. მე არ ვარ ექსპერტი, ეს თემა წამოვწიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ სახლში ვრჩებით, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე მიდის".

დრაგუნს კითხვა ბოლო სამი ნაკრების (საქართველო, უკრაინა, პოლონეთი) შესახებ დაუსვეს, რომლებმაც დარჩენილი 3 საგზური მიიღეს და ყოფილ ფეხბურთელს აზრს დაეკითხნენ, აქვთ თუ არა ამ ქვეყნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი.

"ვფიქრობ, სამივეს გაუჭირდება და განსაკუთრებით, საქართველოს. მათ გამო შეწუხებული ვარ, რადგან გარკვეულ საკითხებში ვგავართ ერთმანეთს.

უკრაინელებს კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, მაგრამ ახალგაზრდებს არასტაბილურობა ახასიათებთ. თუ მათ თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს, ჯგუფიდან გავლენ", ‐ ამბობს დრაგუნი.
მკითხველის კომენტარები / 19 /
საქართველოს ერთადერთიო ხსნა არის ევროპასთან ინტეგრაცია და რუსულ ჭაობს დავაღწიოთ თავი.
ეს გაიაზრეს ჩვენი ნაკრების ფერხბურთელელებმა.
პირველ რიგში იმიტომ რომ ევროპაში თამაშობენ და კარგად იააზრებენ განსხვავებას.

რა ხდება საქართველოში. ნაკრების საბაზისო ზონა არის თბილისი?
რა რეგიონებში არ იბადენიან ნიჭიერები?
კი მარა იქ არის სრულად მოშლილი იმფრასტურქტურა.
ფოტს და ზუგდისდ სტადიონიც არ აქვს.
და ესენი თბილისში აშენებენ ახალ სტადიონს პიარისთვის.
წარმოიდგენით რა სიმაღლეზე ავა ქართული ფეხბურთი როცა ყველა რეგიონი ჩაერთვება ამ საქმეში.
მოკლედ მარტო ევროპული გზა. და დროზე მოვშორდეთ ამ ჭაობ რუსეთს :)
17
ჩვენი ამჟამინდელი თაობა ნიჭიერებით აღემატება უკრაინელებს.გარღვევა უკვე მოვახდინეთ და აწი ქართული ფეხბურთი სულ აღმავლობის გზაზე ივლის,რამეთუ ჩვენში ტალანტები უამრავია.სწორი ხედვით,მიდგომითა და ეფექტური მხარდაჭერით ისინი უამრავჯერ გაახარებენ ქართველ ქომაგებს.ღრმად მწამს და მჯერა ამისა.
წინ,საქართველო!
ბრაზი
13:26 24-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული