მარტინესი შემადგენლობას 3 დღეში იტყვის - საქართველოს მეტოქე პორტუგალია ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადება

AutoSharing Option
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ გვაუწყა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობას 21 მაისს დაასახელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი Uefa-ს ახალი წესით ისარგებლებს და გერმანიაში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელს წაიყვანს.

პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადებიან და სამშობლოში 3 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ.

4 ივნისს მარტინესის გაწვრთნილები ფინეთს, 8 ივნისს ხორვატიას, 11 ივნისს კი ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში საქართველოსთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთადაა.

ინფორმაციისთვის, შემადგენლობას მომავალ კვირაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც
დაასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ძალიან გამოცდილი მწვრთნელია ოქროს თაობებთან მუშაობით. ბელგიის ოქროს თაობას რაც დამართა იგივე ელის პორტუგალიის ოქროს თაობასაც. ჩვენ დასაკარგი არავისთან არაფერი გვაქს და მაგათ ყველამ ინერვიულონ ჩვენს მაგივრადაც.
G.LA
06:05 19-05-2024
1
დაიმახსვრეთ, ჩვენ მოვუგებთ თურქეთს, ყაიმი ჩეხებთან და პორტუგალიასთან... და გავდივართ ჯგუფიდან.
მალხაზ ჯობავა
02:35 19-05-2024
0

სიახლეები პოპულარული