"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
ეს მისი გადაწყვეტილებააა და პატივს ვცემ!
შედეგი იგივე იქნება რაც იქნებოდა კანკავსტან ერთად!
იმედია ერთ თამაშს მოვიგებთ!
წარმატებბები ბიჭებს!
Lobotka
24 მაისი 2024 12:43
4
ეს უკვე საღოლ. . ძალიან ვიყავი გაბრაზებული მარა ამ კაცმა საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა ,განსხვავებით კობიაშვილის ხროვისგან. . . ეხლა ისაა საინტერესო ვის გამოჩხრიკავენ.დიახ სწორედაც რომ გამოჩხრიკავენ,ისე როგორც სულ მცირე 5 კაცი ყავთ გამოჩრეკილი. .
ნაპოლეონი
24 მაისი 2024 12:28
15
თქვენ ნამდვილად ქალი ხართ !(?)
--------------
ამხელა პოლიტიკური ბელეტრისტიკა , ასეთი ზიზღით, ფიზიკური ე.წ. ნაკლის წამოძახება და ა.შ. და ასე ადამიანების ლანძღვა ქალისგან, თუნდაც ვინმეს დაცვის მიზნით ...
და რა ?!


Lizi - ს
24 მაისი 2024 17:16
0
ეე სიმონ ვინაა ხროვა შევმართლა ნარჩენო , კობიაშვილი კალაძე იაშვილი არიან ხროვა? შენ ალბათ პოლიტიკას მიჯაჭვლი კაცი ხარ, კუმირები გეყოლება მელია, ის რა გვარია პატარა გნომი რომ დაყვება, კიდე თვალების ქუთუთოების დამბლა რომ აქვს, ალბათ ეზოში ბურთსაც არ გათამაშებდნენ მარტო მოსატანად გეძახდენ, ეს ზრდილობიანად, დანარჩენი სათქმელი რაცაა შენზე წამკითხველი თვითონ ჩაილაპარაკებს
Lizi
24 მაისი 2024 15:28
10
მერედა ეგ მანამდე ვერ შეატანხმეთ სანამ სიას ოფიციალურად წარადგენ ჰო უნდა უთხრა თითეულს პირადად
ნოდო
24 მაისი 2024 11:56
11
ყოჩაღ ჯაბა!
ეს პროტესტია მისი მხრიდან!
მირიანი
24 მაისი 2024 11:37
48
ჯიგარი ხარ ჯაბა ბევრი ესეთ ნაბიჯს არც გადადგავდა ოღონდ წასულიყვნენ დიდი მადლობა ამისთვის რომ გესმის და ყველაფერს ითვალისწინებ…ეხლა რაც შეეხება ივლი სანიოლს შეუძლია აზაროვი წაიყვანოს რადგან ჯაბა შენ გაუხსენი გზა ბიჭს რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს და მისი ესე დატოვება მართლა არ შეიძლება…
ზურა
24 მაისი 2024 19:56
1
ადამიანობის გამოვლინების უმაღლესი დონე. ბრავო.
ჯაბა
24 მაისი 2024 16:49
1
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს
...
სწორ ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს
ცდუნება არა სძირავდეს
გიგლია
24 მაისი 2024 20:31
0
სიას აქვეყნებს სანიოლა და ბიჭებს არავინ ეხმიანება, იქნებ არ უნდა საერთოდ კაცს თამაში ან სხვა რამე პრობლემა აქვს? მერე გვიკვირს ხვიჩას ყვითლები რატომ არ დათვალეს დროულად. კომპეტენცია - ნოლი, პროფესიონალიზმი - 0, პასუხისმგებლობა - არავითარი. ამხანაგურის გასამართად ქვეყანა ვერ მოძებნეს დუნიაზე. ))))))))))))
მაგარი კომუნიკაცია აქვთ)))
24 მაისი 2024 14:31
7
ვილი, აზაროვი სჭირდება გუნდს. ის მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ჩემპიონატზე.
სიმართლე
24 მაისი 2024 12:22
2
პატივისცემას გიდასტურებთ კაპიტანო!!!
მამუკა
24 მაისი 2024 15:22
2
ნამდვილად! ეს სხვა ზნეობის სიმაღლეა კაშია თუ გესმის??
T.q
24 მაისი 2024 16:00
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული