"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის
ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.
მკითხველის კომენტარები / 99 /
ვენაცვალე შენს კაცობას. მადლობა კაპიტანო
საქართველო
24 მაისი 2024 11:59
2
შენს კაცობას ვენაცვალე ვაჟკაცი ხარ ჯაბა! ასეთი კაცები რომ იდგნენ სათავეში არაფერი გაგვიჭირდებოდა
suxumchanin
24 მაისი 2024 12:21
0
მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის. ასეთი დიდი გულის ადამიანი ძალიან იშვიათია. ბოლო შანსზე ცხოვრებაში უარი თქვა დიდ ფორუმზე მონაწილეობაზე…..))) სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული შენს მიმართ. სამაგალითო კაცი და ადამიანი ხარ. ❤️
G.LA
24 მაისი 2024 14:49
1
კაცების კაცი!❤️
ანი
24 მაისი 2024 12:37
3
მისაბაძი კაცი. ნეტა ყოველი მეორე ქართველი ასეთი იყოს. დაგვეჭიდოს ბარეორი....
ავჭალიდან
24 მაისი 2024 13:55
5
მისნაირი ადამიანი,ყოველი მეათე გვყავდეს და ჩვენ ბედს,ძაღლი არ დაჰყეფდა.ჩემი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა,ჯაბა კანკავას.მწვრთნელები არაფერ შუაში არიან.ავყია, ვითომ გულშემატკივრების მწარე ენებს გაერიდა.ეს უკვე მეორედ.ჩუმი პროტესტია,დაუმსახურებელი შეურაცხყოფის წინააღმდეგ.
სოსო
24 მაისი 2024 19:22
0
მიბაძეთ ჯაბას კაცობაში,კობიაშვილო,სანიკიძე,კალაძე და წადით ბინძური პოლიტიკიდან!!!
საქართველო უპირველესად
24 მაისი 2024 12:40
24
ფაქტიურად ეს გვითხრა:

“მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

მადლობა ჯაბა !!!!
DAVE
24 მაისი 2024 12:17
5
ჯაბა კაცი ხარ. ჩემ თვალში ამ საქციელით კიდევ უფრო ამაღლდი.
რაბუ
24 მაისი 2024 17:31
2
ძალიან დიდი ფეხბურთელი და დიდი პიროვნება ხარ, კაპიტანო!
სტუმარი
24 მაისი 2024 16:49
2
აქ ბევრი წერს ვითომ მთავრობამ აიძულაო, მაგრამ ეს არის დიდი ტყუილი. ჯაბას ვერავინ ვერაფერს აიძულებს, მის საწინააღმდეგოდ რამე ქმედებას. ვინც იცნობს მის ხასიათს დამეთანხმება. რა თქმა უნდა ღირსეულად მოიქცა.ასაკს ვერ მოატყუებ.თვითონაც ხვდება ამას. ბევრ ცნობილ ფეხბურთელს დაუმთავრებია (ნახევრად ნაადრევად )კარიერა და უთქვამთ არ მინდა ტრიბუნებიდან მისტვინონო
დავით 67
24 მაისი 2024 16:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული