"ამას საჯაროდ პირველად ვამბობ, მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ..." - კვეკვესკირმა დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა "რუსთავი 2-ზე" ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩვენები" დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა.

როგორც 32 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის შემთხვევაში, ის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ფიქრობდა.

"ამას საჯაროდ პირველად ვამბობ, მხოლოდ ახლობლებმა პირად საუბრებში იცოდნენ... გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ საბერძნეთთან, რომ არ მოგვეგო, ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ვფიქრობდი.

არა იმიტომ, რომ აღარ შემეძლო ნაკრებისთვის მეტი მიმეცა, ეს იყო ჩვენი თაობისთვის ბოლო შანსი, სადაც ფიზიკურადაც და მენტალურაც მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს წარმატება
მოგვეტანა. 

ჩემთვის ეროვნული ნაკრების მაისური მარტო მაისური არ არის. მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელსაც აბჯარი აცვია.

როდესაც შიგნით გაწერია "მე ვარ საქართველო" და მაისურზე დატანილი არის საქართველოს დროშა, სადაც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიცაა, ეს ისეთი სიმბოლიკაა, რომელსაც მატჩის წინ უყურებ და რა გრძნობაც გეუფლება, ამას სიტყვიერად ვერ აღვწერ", - თქვა კვეკვესკირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რავი ძმებო, ნამეტანი ნუ გამიბრაზდებით, მარა ყველას თავის აზრი აქ და მე ჩემსას ვიტყვი... მე მგონი, კვარამ ვერ გოუძლო ამდენ ტვირთს და ვერ გარისკა პენალტის დარტყმა და მიტო "იტკინა" ფეხი თამაშის ბოლოს... აბა ფეხი ისე "გტკიოდეს" და მერე ნახევარ საათში გასახდელში ისე ცეკვავდე, რაღაცა ვერ ჯდება.
?
03 ივნისი 2024 21:11
6
მომკალი და მეც მაგ აზრის ვარ.თავის პრესტიჟს გაუფრთხილდა
გუჯა
03 ივნისი 2024 23:53
0
კვარას ყველგან ურტყამდნენ,UFC ჩაუტარეს,შენ თვითონ ხო ნახე და ისევე როგორც ყველამ ბევრი ირბინა.
ასე რომ მეტი ფიზიკურად ვერ შეძლო.სერიოზული ტრავმა როგორც ასეთი არ მიუღია საბედნიეროდ
? ს
03 ივნისი 2024 22:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული