"ამას საჯაროდ პირველად ვამბობ, მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ..." - კვეკვესკირმა დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა "რუსთავი 2-ზე" ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩვენები" დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა.

როგორც 32 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის შემთხვევაში, ის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ფიქრობდა.

"ამას საჯაროდ პირველად ვამბობ, მხოლოდ ახლობლებმა პირად საუბრებში იცოდნენ... გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ საბერძნეთთან, რომ არ მოგვეგო, ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ვფიქრობდი.

არა იმიტომ, რომ აღარ შემეძლო ნაკრებისთვის მეტი მიმეცა, ეს იყო ჩვენი თაობისთვის ბოლო შანსი, სადაც ფიზიკურადაც და მენტალურაც მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს წარმატება
მოგვეტანა. 

ჩემთვის ეროვნული ნაკრების მაისური მარტო მაისური არ არის. მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელსაც აბჯარი აცვია.

როდესაც შიგნით გაწერია "მე ვარ საქართველო" და მაისურზე დატანილი არის საქართველოს დროშა, სადაც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიცაა, ეს ისეთი სიმბოლიკაა, რომელსაც მატჩის წინ უყურებ და რა გრძნობაც გეუფლება, ამას სიტყვიერად ვერ აღვწერ", - თქვა კვეკვესკირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მაგარი კაცი ხარ კვეკვე,როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი,მალე აფხაზეთში დაბრუნება მომელოცოს შენთვის და "დინამო სოხუმისთვის" გვეგულშემატკივროს საქართველოს ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე!
ზაზა
04 ივნისი 2024 08:31
1
კვარას ყველგან ურტყამდნენ,UFC ჩაუტარეს,შენ თვითონ ხო ნახე და ისევე როგორც ყველამ ბევრი ირბინა.
ასე რომ მეტი ფიზიკურად ვერ შეძლო.სერიოზული ტრავმა როგორც ასეთი არ მიუღია საბედნიეროდ
? ს
03 ივნისი 2024 22:12
0
რავი ძმებო, ნამეტანი ნუ გამიბრაზდებით, მარა ყველას თავის აზრი აქ და მე ჩემსას ვიტყვი... მე მგონი, კვარამ ვერ გოუძლო ამდენ ტვირთს და ვერ გარისკა პენალტის დარტყმა და მიტო "იტკინა" ფეხი თამაშის ბოლოს... აბა ფეხი ისე "გტკიოდეს" და მერე ნახევარ საათში გასახდელში ისე ცეკვავდე, რაღაცა ვერ ჯდება.
?
03 ივნისი 2024 21:11
7
მომკალი და მეც მაგ აზრის ვარ.თავის პრესტიჟს გაუფრთხილდა
გუჯა
03 ივნისი 2024 23:53
1
ამ ნაკრების წარმატების მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის

მის წევრებს გათავისებული ქონდათ ის რომ ნაკრები არის მოვალეობა, ვალდებულება, სიამაყე და არა ტრანსფერისთვის და უკეთეს გუნდში გადასვლის საშუალება
las
03 ივნისი 2024 14:27
1
ნიკა, დიდი მადლობა შენს მიერ შესრულებული პენალტისთვის, რომელმაც ევროზე გაგვიყვანა. კაი კაცი ხარ და ნაღდი პატრიოტი, ამიტომ სპორტულ კარიერასა და ზოგადად პირად ცხოვრებაში წარმატებებს გისურვებ! ნაკრებში თამაშს რაც შეეხება, სიმართლეს გეტყვი და ნუ მიწყენ: ამ ევროს შემდეგ ალბათ სჯობს, შენი ადგილი ახალგაზრდებს დაუთმო
სიმართლე
03 ივნისი 2024 11:59
4
წაკითხულის გააზრება ისწავლე ჯერ და მერე დაწერე კომენტარი!
ლშა-ს
03 ივნისი 2024 17:06
1
კონკურენციის გარეშე,ვერც ახალგაზრდა ფეხბურთელი განვითარდება და ვერც ნაკრები.რასაც შენ ამბობ და სხვაც ბევრი იმეორებს,ეგ არის უარესი,რაც კი ნაკრებისთვის შეიძლება ისურვო.9 ღირსეული კანდიდატურა რომ გყავდეს ერთ ადგილზე,მეათე უნდა ეძებოს მწვრთნელმა,არათუ ამდენი არ მჭირდება,ნაკრებიდან წადითო,ვინმეს შეაპაროს.
სოსო
03 ივნისი 2024 16:51
1
ყველა გამოხმაურება
კაი კაცი ხარ. აბა თქვენ იცით. კიდევ განგვაცდევინეთ აღმაფრენა და სიხარულები
ჯონი
03 ივნისი 2024 11:11
1
პიროვნულად არაფერს გერჩი მაგრამ ფეხბურთს რაც შეეხება ნაკრებისთვის ცუდის მეტს კარგს არაფერს აკეთებ... ბოლო პენალი იდეალურად შეასრულე სხვა მხრივ შენი კაი თამაში ნაკრებში არ მინახია. შენ და აბუჯანია ცენტრში ხართ ტორმუზები
რონი
03 ივნისი 2024 09:33
54
Genacvale nika magari kaci xar
Sergo khurtsilava
03 ივნისი 2024 07:29
1
აწიც რომ წახვიდეთ კარგი იქნებოდა 30+ ფეხბურთელები შეხედეთ აგერ ესპანეთის ნაკრებს რამოსს აღარ ათამაშებენ ჩვენ კი კვირკველია კაშია ლორია და კანკავაო ფუტზალი ხომარარის 10 კილომეტრზე მეტია სარბენი და მაგიტო ვამბობ რომ აღარ შეგიძლიათ უნდა წახვიდეთ. აიღეთ მაგალითი თუნდაც ბელიდან კროოსიდან და რონალდოვო ვინმემ არ თქვათ ეხლა )))
ტოტტი
03 ივნისი 2024 06:59
27
არაბიძე, აზაროვი, გველესიანი სხვა ამპლუს ფეხბურთელები არიან, ხოლო კვეკვე სულ სხვა ამპლუის.
მწარე
03 ივნისი 2024 13:45
2
ხო ქვილითაია გამომრჩა კიდე . მიკვირს კიდე გვილიას რომარ იძახებენ. არ მითხრა ეხლა არაბიძეს გველესიანს და აზაროვს ჯობს ნაკრების 26 დან 20 ფეხბურთელი ვერ სჯობს მაგრამ კლანური სიტუაციაა მთელ გუნდში
ტოტტი
03 ივნისი 2024 10:57
7
ყველა გამოხმაურება
გულით ნათქვამს,გულით გაკეთებულს,გულით ნაომარს,გულით მოსმენას... გულით სიყვარულს... იქ თუ ქართული გული აფართხალებას დაიწყებს სასწაულები შეიძლება მოხდეს!! თქვენ ისეთი ნაკრები ხართ ეხლა ამ წამს და ხვალაც მაგრამ განსაკუთრებით დღეს!! ხვიჩას ეფექტი რაც პირველ წელს ნაპოლიში გააკეთა ის უნდა ქნას მთელმა ნაკრებმა სანამ არ გვიცნობენ მეტნაკლებად..უნდა დავაშტეროთ ევრო2024. 3:0 პირველივე თამაში და ყველა კამერა აქეთ!! ხვიჩას სიგეჟეები ჟორჟის სათვალეები საბას დრო ბუდუს როლინ სტოუნსი ავოიეე ამ დროს საქართველო ყირაზეაა ყველა მანდ წამოსვლას ჩალიჩობს)) მერე ჩეხებს 2:1 კიტე ზუკა როგორც ჰოლანდიასთან და მამარდა პენალტს გამოაძრობს...უკვე ძლიერები ვართ პორტუგალია პრესაში ფრეზეც თანახმაა და 1:1. დალშე სხვამ გააგრეძელოს..ხვიჩასთან სურათი გადავიღე წინა დღით სანამ ბათუმს დაემშვიდობებოდა და ნეაპოლში მიდიოდა ბევრი რამე რაც ვუსურვე და ვუწინასწარმეტყველე აასრულა,მე ამ ნაკრებს ვესაუბრე
ამ ტექსტით და იმედია თქვენც ასე იზავთ!!
მირო
03 ივნისი 2024 05:32
1
მირო, შენს პირს შაქარი.
555
03 ივნისი 2024 10:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული