ჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის ნაკრები ამხანაგური მატჩის ფარგლებში ბოლონიაში Renato Dall'Ara-ზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთს დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰაქან ჩალღანოღლუმაც ისაუბრა, რომელმაც საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა. 

"იმედი მაქვს, დღეს იტალიასთან ისტორიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებთ. "სკუადრა აძურასთან" ბოლო შეხვედრა სამშობლოში, ქონიაში ჩავატარეთ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ჩემს თანაგუნდელებს ვნახავ. იტალია ყოველთვის კარგი მეტოქეა, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. შეკრების
დაწყებიდან ძალიან ბევრს ვმუშაობთ მწვრთნელთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მძიმე ვარჯიშები, მონტელა ძალიან გვეხმარება. იტალიის წინააღმდეგ კარგი გამოცდა გველის და იმედი მაქვს, მას თავს კარგად გავართმევთ.

მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერი გავიღო. მგონია, რომ როგორც სახლში, ისე ვითამაშებთ და დიდი გულშემატკივრობა გვექნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველი შეხვედრა საქართველოსთან უმნიშვნელოვანესი გვექნება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან თუ გამარჯვებით დავიწყებთ, ვფიქრობ, წინ კიდევ დიდი გზა გვექნება.

როგორც არაერთხელ მითქვამს, თავს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რომ ბევრი ჩემპიონია, თუმცა, ვუმჯობესდები და ვიზრდები", - თქვა ჩალჰანოღლუმ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ფუ როგორ მეჯავრებიან ესეთი ფეხბურთელები პიროვნულად, რომლებიც საკუთარ თავს საუკეთესოს უწოდებს? საუკეთესო ვიც არის ლეო მესი, მაგას არსოდეს უთქვია, რო ყველაზე საუკეთესო ვარო და ამოტომაც მიყვარს და ვაფასებ!
ასეა!
04 ივნისი 2024 18:06
2
ხოო, ეგრე თქვა პოლონელმა კალათბურთელმა გორტატმა ევროპის საუკეთესო, ცენტრი ვარო და ქე დაახურა შერმადინმა ყველაფერი თავზე(ზაზას ტრამვა ქონდა თორემ უარესს უზამდა) ამასაც იგივე ელის ჩვენი ბიჭებისგან.დდდ
ეეე
04 ივნისი 2024 17:51
1
თურქული ენათა ჯგუფი წარმოიშვა აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.
თურქულ ენათა ჯგუფი ალთაურ ენებს მიეკუთვნება. ამ ჯგუფში მონღოლური და ტუნღუსური ენებიც შედიან.
ალთაიდან თურქულენოვანი ტომები მრავალჯერადი გადაადგილების შედეგად თურქმენეთისა და ირანის გავლით აღმოჩდნენ ევროპაში.
https://en.wikipedia.org/wiki/Turkic_languages
რეალობა
04 ივნისი 2024 17:51
1
მაგ თავდაჯერებულობისთვი უნდა მოვიგოთ ეგ პირველი შეხვედრა წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ალექსანდრე
04 ივნისი 2024 17:30
0
გაჩერდი თორე მოვიდა ახლა ატლეტიკო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
04 ივნისი 2024 17:23
3
მანამდე გვერდები არ გეტკინოს ჩალხან, თქვენ რო საქართველოს მოუგოთ.
ალხანა
04 ივნისი 2024 17:15
3

სიახლეები პოპულარული