მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების გენერალური რეპეტიცია ევროპის ჩემპიონატამდე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ავსტრიული ეტაპიდან მონტენეგროში გადავიდა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრება. ვილი სანიოლის გუნდი პოდგორიცაში, იქაური ნაკრების წინააღმდეგ, დღეს, 9 ივნისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ითამაშებს.

"ჯვაროსნებს" ევრომდე მხოლოდ ეს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვთ. თავის მხრივ, მონტენეგროელები სექტემბრამდე და "ერთა ლიგამდე" დაისვენებენ.

ჩაკვეტაძემ მარტის შემდეგ ცოტა ითამაშა...

Sportall.Ge

მხოლოდ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ბოლო ორ ამხანაგურში ქართველ ფეხბურთელებს საოცარი შედეგი აქვთ, 14 გოლი გაიტანეს
და ერთი შეხედვით, ეს რთულად დასაჯერებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები მონღოლეთი და ტაილანდი იყვნენ. ვნახეთ გიორგი მიქუატაძის პოკერი და ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაც. ახლა მეტოქეც სხვა კალიბრიცაა და ჩვენც სხვა მიზნები გვაქვს, რაშიც საკმაოდ ხისტად მოთამაშე მონტონეგროელების "გაბრაზება" მაინცდამაინც არ შედის.

ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზე ვისაუბეთ, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვინ რამდენ დროს მიიღებს და როტაცია რა დოზით გველის, რთული განსასაზაღვრია. რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, საბა კვირკველია ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, მის ადგილას გიორგი გველესიანის დებიუტს ველით. საშუალება გვქონდა, ამ საკითხზე სანიოლისთვის შეკითხვა გაგვეგზავნა და ფრანგმა მკაფიოდ გვიპასუხა, რომ გველესიანი დროს მიიღებს; მარტიდან დღემდე საერთოდ არ ან ცოტა ითამაშეს ლევან შენგელიამა და გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაბამისად, მათ ტონუსში მოსვლა სჭირდებათ. მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელი ფორმაში არაა; გუნდს ბოლოს შეუერთდა გიორგი მიქაუტაძე და მას მეტი დასვენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს; ყველაზე დიდ ინტერესს მაინც გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ვილი სანიოლის გადაწყვეტილება იწვევს...

რას გადაწყვეტს სანიოლი შემადგენლობაზე?

Sportall.Ge

მონტენეგროელებს რობერტ პრისინეჩკის მეთაურობით 2 მოგება და 1 მარცხი აქვთ. კარში კვლავ "მილოულელი" მატია სარკიჩი უნდა იყოს. სტეფან იოვეტიჩი 35 გოლით თავისი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირია და "ათიანი" ქართველებთანაც ითამაშებს. სასტარტოში იქნება "ლეჩეს" ფორვარდი ნიკოლა კრსტოვიჩი, რომელმაც გასულ სეზონში იტალიაში 7 გოლი გაიტანა. ვეტერან სტეფან მუგოსას ("ინჩეონი", 15 გოლი ნაკრებში) მეორე ტაიმში ვიხილავთ. მონტენეგროელთა თავკაცმა საქართველოს ნაკრების პროგრესი აღნიშნა.

საქართველომ და მონტენეგრომ აქამდე სულ ორჯერ ითამაშეს - თბილისში უგოლო ფრეს (0:0) პოდგორიცაში მასპინძელთა მოგება (2:1) მოჰყვა, ასე რომ, ქართველებს მათთან პირველი გამარჯვება სურთ!..

altზუსტად 5 წლის წინ კვარაცხელიამ ნაკრებში პირველად ითამაშა - მალე ყველაზე შედეგიანი...

altკვარაცხელია მეორე ტაიმში? - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

altრა მოლოდინები და საფრთხეებია საქართველოს ნაკრების მატჩის წინ - ვისი თამაშია მოსალოდნელი და საეჭვო...

მკითხველის კომენტარები / 22 /
გველესიანი ათამაშეთ და ნახავთ რო უკეთესი იქნება ევროპაზე მისი ჩასმა ძირითადში
ვიქტორი
12:40 09-06-2024
1
ჩვენს ბიჭებს, წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ! რატომღაც მგონია 26-ის ნაირი სიხარული გველოდება, ან მასთან მიახლოვებული!
თქვენი, გულშემატკივარი ნონა!
10:47 09-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული