CalcioMercato-მ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის ნაკრებები გააცნო მკითხველს და საქართველოს ეროვნულ გუნდზე მოკლე წერილი გამოაქვეყნა:
საქართველოდან მრისხანებით
საქართველო - ასე უწოდებენ ქართველები სამშობლოს, რომელიც რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს თითქმის აზიაა, უფრო ზუსტად, სამხრეთი კავკასია, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ფეხბურთის ახალი საზღვარი სწორედ იქ გადის. და ამას ადასტურებს არა მხოლოდ ტალანტთა სიუხვე, რომლებიც ყოველი მხრიდან გამოჩნდნენ, არამედ ისიც, რომ საქართველო ამ ზაფხულს პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე. F ჯგუფში თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან იასპარეზებს.
თითქმის
ყველა საფეხბურთო სკოლა დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, რომლის მერი "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძეა. იქ ისეთ დრიბლინგის ოსტატებს ამზადებენ, თითქოს კონვეირი იყოს. მარტო მარგალიტი კვარაცხელია კი არა, ყველა ასეთია: მიქაუტაძიდან დავითაშვილამდე, ზივზივაძისა და ჩაკვეტაძის ჩათვლით და მწვრთნელი სანიოლი არჩევანით განებივრებულია. რა აკლია? საერთაშორისო დონის ცენტრალური თავდამსხმელი. საქართველო ხშირად ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობს, რაც ყოველთვის არ იღებს შედეგს, მაგრამ ამ პოზიციაზე დიდი ალტერნატივა არ გააჩნიათ".