"ტყუპისცალები" - კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
CalcioMercato-ს ჟურნალისტმა სიმონე ჟერვაზიომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

გოლების მანქანა და "კვარაცხელიას ტყუპისცალი" საქართველოსა და საფრანგეთის შემდეგ ევროპის დასაპყრობად

"Dzmao" ქართულად ძმას ნიშნავს და ეს სიტყვა კარგადაა დაკავშირებული ახალგაზრდა ფეხბურთელის პროფილთან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის დიდ ფეხბურთში მოსახვედრად ტრამპლინად გამოყენება შეუძლია. ეს ერთი წლის წინ პირველივე სეზონში სკუდეტოს მოპოვებით უკვე მოახერხა კრისტიან ჯუნტოლის მიერ აღმოჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველს ძმა ჰყავს. ის პოპულარულია სოციალურ ქსელებში თავისი ვიდეორგოლებით (ხვიჩასავით მოძრაობს, თამაშობს და შესაძლოა, მასსავით წარმატებული
კარიერა გაიკეთოს). მიზნის მიღწევის მიზანდასახულობით "კვარას" ტყუპისცალია და ერთმანეთს მოედანზე შესანიშნავად უგებენ. ეს გიორგი მიქაუტაძეა. როგორც ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩებმა აჩვენა, ორ შემტევს შორის დიდებული ურთიერთმოქმედებაა. ვნახეთ მონტენეგროსთან ერთის საგოლე პასი და მეორის გოლი. ამ მეგობრული ურთიერთობით მოხვდა საქართველო თავის პირველ დიდ ევროპულ ტურნირზე.

თუ "ნაპოლის" წევრის შესახებ მეტ-ნაკლებად ყველაფერი ვიცით, "მიკას" თაობაზე ბევრი რამ არაა ცნობილი. რამდენჯერმე სერია A-ში გადასვლასთან ახლოს იყო: სხვადასხვა ინტენსივობით ფიქრობდნენ იგივე "ნაპოლი", ასევე "ლაციო", "მილანი", "რომა" და "იუვენტუსი", მაგრამ კარიერა "აიაქსში" გააგრძელა, სადაც ნდობა არ გამოუცხადეს და, ცოტა არ იყოს, არ დააფასეს. ამსტერდამულმა კლუბმა თავიდან მართლაც ირწმუნა მისი შესაძლებლობები და გასულ სეზონში შეიძინა, რაც ორივე მხარისთვის ცუდად დასრულდა, განსაკუთრებით, კლუბისთვის, რომელმაც თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი სეზონი ჩაატარა. თუმცა გიორგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, 23 წლისაა, ფეხზე დასადგომად დრო აქვს და ეს უკვე გააკეთა", - წერს ავტორი, მიქაუტაძეების საფრანგეთში გადაბარგების და გიორგის "ლიონიდან" "მეცში" გადასვლის ისტორიას უყვება მკითხველს, აგრეთვე - "სერენში" გამოვლენილ ბომბარდირულ თვისებებზე, რისი წყალობითაც გუნდი ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღზევდა და"მეცში" დაბრუნებაზე, რომელიც "მეფე ჟორჟმა" ლიგა 2-ში ფენომენალური შედეგიანობით ლიგა 1-ში გადაიყვანა და საქართველოს ნაკრებშიც უხმეს.

Sportall.Ge

სიმონე ჟერვაზიო "მიკას" ლიგა 1-ში 13 გატანილ გოლსა და 4 საგოლე გადაცემას აღნიშნავს და "მეცის" მიერ ფეხბურთელის 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვას: "ახლა კლუბი მოლოდინშია და ევროპის ჩემპიონატზე მისმა წარმატებულმა თამაშმა შეიძლება ფასი გაზარდოს (ამჟამად 16-20 მილიონად აფასებენ). ვინ ჩადგება რიგში? ქართველით "ბარნლი" და "ვულვერჰემპტონი" (უკვე ორი წელია) არიან დაინტერესებული. "ნაპოლის" სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას მოსწონს მისი თამაში და ვინ იცის, იქნებ ნეაპოლში ჩაყვანას შეეცადოს. განსაკუთრებით ფრანგული კლუბები აქტიურობენ. "მონაკო" ვისამ ბენ იედერის, ხოლო "ლიონი" ალეკსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრედ მიიჩნევს. გიორგის აგენტს, ალენ მილიაჩოს, "მარსელისა" და "რენის" წარმომადგენლებმა დაურეკეს და ტელეფონი ახალი ზარების მოლოდინშია. გიორგი მოედანზე იყო, როდესაც საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპირველობის საგზური. მან ნაკრებში 25 მატჩში 10 გოლი გაიტანა და სანიოლი მისით აღფრთოვანებულია.

მიქაუტაძე მობილური და ტექნიკური ფორვარდია, შეუძლია როგორც პირველ, აგრეთვე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე, ასევე მარცხენა პლეიმეიკერად და "ცრუ ცხრიანზე" თამაში. მრავალმხრივ არატიპური ფეხბურთელია: 176 სანტიმეტრი სიმაღლისაა, იერიშს მოედნის სიღრმიდან იწყებს და გოლების გატანა ორივე ფეხით შორიდანაც კი ეხერხება. საუკეთესო უნარები გააჩნია - არაპროგნოზირებადია, დრიბლინგისას მარჯვეა და საგოლე ალღოს მქონეა. მის ანგარიშზე უამრავი გოლი და საგოლე გადაცემაა და ტოპია. თამაშს მარცხენა თავდამსხმელად იწყებს და ვიდრე ცენტრში შევა, "კვარასავით" მარჯვნივ გადაიწევს. გოლის გატანისას ხშირად "სათვალეს იხსნის", რათა აჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია. საფრანგეთში ლაკაზეტსა და ჟან-პიერ პაპენს ადარებენ. მისი კერპები ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რონალდო არიან. პირველს გოლის აღნიშვნით ხშირად მიბაძავდა: "აღფრთოვანებული ვარ კრიშტიანოთი, რომელიც ასაკის მიუხედავად, პროგრესირებისთვის თავდაუზოგავად შრომობს". მეორესთან ცოტა ხნით თამაში მოუწია. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სადებიუტო მატჩში, 2021 წლის 25 მარტს მოხდა და დღემდე ინახავს ზლატანის მაისურს. თუ კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ჰგონიათ. არა მგონია 30 მილიონზე ნაკლები ღირდეს. ნაპოლი თუ დაიმატებს, ნაპოლიც ბევრს მოიგებს და საქართველოს ნაკრებიც, რადგან ხვიჩასთან კარგად შეთამაშდება.
ჟორა
00:22 13-06-2024
2
ობიექტური და სამართლიანი შეფასება გააკეთა ექსპერტმა, ჟორჟი ძალიან პროგრესირებს და ლიდერ გუნდში უფრო შედეგიანი იქნება ტოპ ფორვარდათ ყალიბდება, ამ ევროზე უფლის წყალობით თუ სენსაციები გამოაცხეს მან და კვარამა უკვე ტოპი იქნება. წარმატებები ბიჭებს ყველას ნაკრებში თამაში ორმაგ მოტივაციას იძენს.. აბა თქვენ იცით
Badiri
01:01 13-06-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული