ხვიჩა კვარაცხელია: 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას საიტთან ევრო 2024-ის მოლოდინის შესახებ ისაუბრა:

"ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში ყოველი ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ამას მივაღწიეთ. თუმცა აქ მხოლოდ დასასწრებად არ ჩამოვედით, გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ. ამისათვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი ძალიან კონცენტრირებულია და ტურნირისთვის მზადაა. საქართველოში ჩვენს დებიუტს ყველა ელის. ვფიქრობ, 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ.

სამზადისი მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, ოცნებამდე -
ევროზე პირველ მატჩამდე, სულ ცოტა დრო დარჩა და ემოციებით გადატვირთულები ვართ, მაგრამ კონტროლირებას ვახერხებთ. ვცდილობთ, პირველი თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანია და ისეთივე განწყობით გავაგრძელებთ, როგორითაც დავიწყეთ.

ისევე, როგორც, ალბათ, ნებისმიერი სხვა გუნდის, ჩვენი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება და მიზანი მიღწეული იქნება".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართველო ფეხბურთელებო,
ყველას გსმენიათ ძლევაი საკვირველი! ის იმიტომაც გახდლათ საკვირველი, რომ ვერავინ დაუშვებდა ქართველთა ამ გამარჯვებას. ვინ იდგა ჩვენს მხარეს? ის, ვინც ა-ნიცაა და ჰო-ეც, სამყაროს შემოქმედი.
როცა უფალი ჩვენთანაა, ჩვენ ყველაფერი ძალგვიძს. ჩვენი ჰაკა ჩვენი აღვლენილი დიდება და ლოცვაა უფლისადმი!
ჰოდა, გაითავისეთ თითოეული შეხვედრა დიდგორის ბრძოლაა! ბრძოლის წინ (აღმოსავლეთისკენ სახით მდგარნი) გუნდი აღავლენს მამაო ჩვენოს და უფალს შესთხოვს გამარჯვებას! შემდეგ კი იბძოლეთ, იფრინეთ და იქნება გამარჯვება ჩვენში და ჩვენთან!
სიმართლე
17:10 15-06-2024
0
ჩემი და ბევრი ჩემნაირის ოცნება ახდა!!! წარმატებები ბიჭებო!!!
რატი
12:47 14-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული