საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას საიტთან ევრო 2024-ის მოლოდინის შესახებ ისაუბრა:
"ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში ყოველი ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ამას მივაღწიეთ. თუმცა აქ მხოლოდ დასასწრებად არ ჩამოვედით, გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ. ამისათვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი ძალიან კონცენტრირებულია და ტურნირისთვის მზადაა. საქართველოში ჩვენს დებიუტს ყველა ელის. ვფიქრობ, 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ.
სამზადისი მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, ოცნებამდე -
ევროზე პირველ მატჩამდე, სულ ცოტა დრო დარჩა და ემოციებით გადატვირთულები ვართ, მაგრამ კონტროლირებას ვახერხებთ. ვცდილობთ, პირველი თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანია და ისეთივე განწყობით გავაგრძელებთ, როგორითაც დავიწყეთ.
სამზადისი მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, ოცნებამდე -
ისევე, როგორც, ალბათ, ნებისმიერი სხვა გუნდის, ჩვენი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება და მიზანი მიღწეული იქნება".
ყველას გსმენიათ ძლევაი საკვირველი! ის იმიტომაც გახდლათ საკვირველი, რომ ვერავინ დაუშვებდა ქართველთა ამ გამარჯვებას. ვინ იდგა ჩვენს მხარეს? ის, ვინც ა-ნიცაა და ჰო-ეც, სამყაროს შემოქმედი.
როცა უფალი ჩვენთანაა, ჩვენ ყველაფერი ძალგვიძს. ჩვენი ჰაკა ჩვენი აღვლენილი დიდება და ლოცვაა უფლისადმი!
ჰოდა, გაითავისეთ თითოეული შეხვედრა დიდგორის ბრძოლაა! ბრძოლის წინ (აღმოსავლეთისკენ სახით მდგარნი) გუნდი აღავლენს მამაო ჩვენოს და უფალს შესთხოვს გამარჯვებას! შემდეგ კი იბძოლეთ, იფრინეთ და იქნება გამარჯვება ჩვენში და ჩვენთან!
პ.ს. იხარე ერო,დამარცხდი მტერო
ამისათვის კი ძალიან უნდა მოინდომოთ, ნუ დაგენანებათ უკეთეს პოზიციაზე მყოფი თანაგუნდელისთვის ბურთის დროულად მიწოდება, ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია და ის გუნდი იმარჯვებს ვინც ამისათვის ძალას არ დაიშურებს!
აბა თქვენ იცით, გაახარეთ საქართველო და ქართველი ერი!
გეთანხმები და ჩემსასაც დავამატებ-
იქნება არ არის საჭირო-ამდენი ემოციურობა,ერთ მუშტად ისედაც შევიკვრებით.
უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ბიჭებმა ზედმეტი პასუხისმგებლობა არ იგრძნონ,ქართველებზე ყოველთვის ცუდად მოქმედებდა.
არ გინდათ ბიჭებო დაძაბვა,ჩვენ თქვენ მაინც გვიყვარხართ.
ვერც აზერბაიჯანი,სომხეთი,ბელარუსი თუ ყაზახეთი ვერ გავა ევროზე შემდეგი 16 წელი მაინც.
თქვენ უკვე დაწერეთ ისტორია,ახლა კიდე დაიძაბავად გადით და ისიამოვნეთ თქვენზე სუსტი თურქეთის და ჩეხეთის დამარცხებით.
ყოველგვარი სტრესის გარეშე,მხოლოდ საუკეთესო თვისებები განოავლინეთ.
არავინ არ დაგძრახავთ წაგების შემთხვევაში.
უბრალოდ თუ ხვიჩა-ჩაკვე-კიტე და კომპანია თავის თამაშს ითამაშებს ვერანაირი არდები და კენან-ილმაზები ვერ დაუდგება წინ.
რა თქმა უნდა როცა ამას ვწერ ეს დღეები მეც დაძინებისას და გაღვიძებისას პატარა ბავშვივით ვითვლი კიდევ რამდენჯერ უნდა დავიძინო 18 ივნისამდე,მაგრამ მაინც
იმედია ბიჭებამდე მივა ეს სათქმელი-
ნუ დაიძაბებიან,ისიამოვნეთ ბიჭები საფეხბურთო ფესტივალით და წინ კიდევ მსოფლიოს შესარჩევია სადაც უფრო გაზრდილებს გელოდებით ჯგუფში პირველი ადგილით და პირდაპირ მსოფლიოზე