ხვიჩა კვარაცხელია: 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას საიტთან ევრო 2024-ის მოლოდინის შესახებ ისაუბრა:

"ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაში ყოველი ქართველი ფეხბურთელის ყველაზე დიდი ოცნება გახლდათ და ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც ამას მივაღწიეთ. თუმცა აქ მხოლოდ დასასწრებად არ ჩამოვედით, გვინდა ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ. ამისათვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი ძალიან კონცენტრირებულია და ტურნირისთვის მზადაა. საქართველოში ჩვენს დებიუტს ყველა ელის. ვფიქრობ, 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ.

სამზადისი მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, ოცნებამდე -
ევროზე პირველ მატჩამდე, სულ ცოტა დრო დარჩა და ემოციებით გადატვირთულები ვართ, მაგრამ კონტროლირებას ვახერხებთ. ვცდილობთ, პირველი თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანია და ისეთივე განწყობით გავაგრძელებთ, როგორითაც დავიწყეთ.

ისევე, როგორც, ალბათ, ნებისმიერი სხვა გუნდის, ჩვენი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება და მიზანი მიღწეული იქნება".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რწმენა და შემართება შეუძლებელს შესაძლებლად ხდის და ამისი ბევრი მაგალითია სპორტშიც, ზოგადად ცხოვრებაშიც. ჩვენ გვჯერა თქვენი ბიჭებო, რომ იბრძოლებთ თავდაუზოგავად და მედგრად. ჩვენ წინაპრებს არავის შიში არ ქონდათ არასოდეს. მათი შთამომავლები ხართ და არც თქვენ გქონდეთ ვინმეს შიში ან რიდი. დაიჯერეთ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ და თქვენ ჩვენ ყველას გაგვაბედნიერებთ უფრო მეტად ვიდრე ეს გააკეთედ 26 მარტს. ჩვენ გვჯერა ჯგუფიდან გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ.
G.LA
19:20 13-06-2024
4
უნდა დავივიწყოთ ყველამ ერთმანეთის წყენა და ერთ მუშტად უნდა შევიკრათ თითოეული ქართველი,რათა ჩვენს ბიჭებს გვერდით დავუდგეთ! წინ საქართველო!
ბაში აჩუკი
18:49 13-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული