საფრანგეთი ტურნირის ფავორიტია, სლოვაკეთი სერბეთზე წინ, საქართველო ოცეულს მიღმა - ESPN-ის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
დღეს, 14 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ტურნირის მასპინძლის თამაშით გაიხსნება, გერმანიის ნაკრები თბილისის დროით 23:00 საათზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა ტურნირის ფავორიტების სია დაასახელა.

გამოცემამ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 22-ე ადგილი მიანიჭა. 

გთავაზობთ სიას:

1) საფრანგეთი

2) პორტუგალია

3) ინგლისი

4) გერმანია

5) ესპანეთი

6) ბელგია 

7) იტალია

8) ხორვატია

9) ნიდერლანდები

10) ავსტრია

11) დანია 

12) უკრაინა

13) თურქეთი

14) შვეიცარია

15) შოტლანდია

16) უნგრეთი

17) სლოვაკეთი

18) სერბეთი

19) პოლონეთი

20) ჩეხეთი

21) სლოვენია

22)
საქართველო


23) რუმინეთი

24) ალბანეთი

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მეც თურქეთი ჩეხებზე ძლიერი მგონია. ჩემი აზრით, საჭიროა თურქებს შევაკვდეთ და როგორმე ფრეს მივაღწიოთ. ( ნუ თუ თავში ავარდნილებმა გვეთამაშეს, იქნებ მოვუგოთ კიდეც.) ხოლო ჩეხებთან, ფლანგები ჩავკეტოთ, ცენტრში ორი საყრდენი ვათამაშოთ. მაქსიმალურად ავირიდოთ ჩვენთან სტანდარტულები და წინ ჩაკვე, კვარა და ჟორჟიკას მივცეთ სივრცე. აქ უკვე მოგების შანსია.
ეს ჩემი აზრია, თორე თუ სამივეს მოიგებენ, მაგას რა სჯობია.
ჰაჰა
13:43 14-06-2024
2
მისნობა და პროგნოზები უმადური საქმეა. მასე იყო 1950 წლის ჩემპიონატის ფინალის წინ, როცა ბრაზილიაში ლამის წინა დღის გაზეთებში დაწერეს - ბრაზილია ჩემპიონიაო. რაც მოხდა შემდეგ, ცნობილია, საბრძოლოდ შემართულმა ურუგვაელებმა მარაკანა დაადუმეს. თუ ჩვენმა ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა, შეიძლება ფინალამდეც მივაღწიოთ. ბიჭების თავდადების და ოსტატობის იმედი მაქვს. ევროპაზე მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. ყოველი შემდეგი ეტაპი უფლის სასწაული და წყალობა იქნება. გამარჯვება ჩვენს ბიჭებს და წინ საქართველო!
თენგაბი
14:11 14-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული