ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფილიპ ლამმა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებების სათამაშო სტილის განსხვავებეზე "გარდიანთან" ისაუბრა:

"ინგლისი ისე არ თამაშობს, როგორც იტალია, როგორც ხორვატია, როგორც ჩეხეთი. ეს შესანიშნავია. ტურნირზე პირველ პლანზე ეროვნული გუნდების სათამაშო სტილი გამოდის.

გერმანია სატურნირო გუნდია (ან იყო). ის ხშირად ბუქსირებს, მაგრამ საკმარისია ძალები მოიკრიბოს და ძნელად დასამარცხებელი ხდება.

ჩვენ ნიდერლანდების, დანიის ან პორტუგალიის მსგავსად სტრატეგიული დაგეგმარებით არ ვართ დაკავებული. ჩვენ ჩვენი ინფრასტრუქრურა გვეხმარება. ე.ი. ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო განვითარება და ფეხბურთელთა რაოდენობა.

მოხარული ვარ ევროპის ჩემპიონატის ახალბედების გამო. ალბანეთმა
ახლახან ევროკავშირში გაერთიანებაზე მოლაპარაკება დაიწყო, საქართველო კი ევროპაში თავისი წევრობისათვის და დემოკრატიისთვის იბრძვის.

მათი გუნდები გერმანიაში ისე იასპარეზებენ, რომ რაც შეიძლება მეტმა მათმა თანამემამულემ თავი ღირსეულ წარმომადგენლად იგრძნოს. ევროპირველობა გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესი. საუბარია იდენტიფიკაციაზე".

მკითხველის კომენტარები / 26 /
გერმანელი ფეხბურთელი ხვდება და სულელ ქართველი დღემდე გაძღომაზე იქეთ არაფერზე არუნდა დაფიქრება..
22
როგორც ფეხბურთელი, ფილიპ ლამი ნამდვილად ღირსეული მოთამაშე იყო (თუ სწორად მახსოვს, არასდროს გაუძევებიათ) და როგორც ადამიანიც ნამდვილი ჯენტლმენია! სწორედ ასეთია პროგრესულად მოაზროვნე ევროპა!
fani
09:17 17-06-2024
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული