ევრო 2024. კიტეიშვილი ინდივიდუალურად ემზადება. თურქეთი - საქართველო | 17 ივნისის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. მატჩისწინა ვარჯიშს ჩვენი გუნდი ფელბერტში, 15:00 საათზე გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ, 17:45 საათზე მატჩის მასპინძელ სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

17 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

15:00 - საქართველოს
ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

17:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (დორტმუნდი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე:
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა:
სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია

მკითხველის კომენტარები / 3 /
თბილისის დრო 3 საათით წინ უსწრებს ცენტრალურ ევროპულ დროს.
************
09:00 17-06-2024
3
თუ კიტეიშვილი ჩადგება ფორმაში და იქნება ძირითადში,მაშინ იმედი მაქვს წარმატების,წინააღმდეგ შემთხვევაში მოედნის ცენტრში გაგვიჭირდება.წარმატებები ჩვენ ფეხბურთელებს!
დავითი
05:55 17-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული