ვილი სანიოლი: კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ფინალის შემდეგ ეიფორიიდან გამოსვლა რთული იყო და მუშაობა ამაზე გვიწევდა. როცა შეკრება დავიწყეთ, გუნდში ფიზიკურად იდეალური სიტუაცია არ იყო, თუმცა საბოლოოდ ამას მივაღწიეთ. კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა.

ამ დონეზე ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ!.. არ აქვს მნიშვნელობა, ხვიჩა კვარაცხელია ცენტრში ითამაშებს თუ მარცხნივ, ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა. ხვიჩა ძალიან მოტივირებულია, ის ახლა მთლიანად ნაკრებსა და ევროპის
ჩემპიონატზე ფიქრობს და არა საკლუბო მომავალზე".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altახალი ათვლის წერტილი საქართველოსთვის! - სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან და კიტეიშვილის მნიშვნელობა...

მკითხველის კომენტარები / 15 /
მგონი, ეშმაკობს სანიოლი, თურქებს უმზადებს სიურპრიზს და ამასობაში ნახევარ საქართველოს გულებს გვიხეთქავს.
ავაჰმე
17 ივნისი 2024 21:08
8
კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე სწორედ თურქებთან და ჩეხებმა გვჭირდება, თორემ პორტუგალიასთან რომ ცალკარა გვექნებოდა, ეგ ხომ ისედაც ვიცოდით... სამაგიეროდ მონტენეგროს გადავურბინეთ...
დდდ
17 ივნისი 2024 21:03
22
ამხანაგურის წინ ბევრი ქომაგი ვწერდით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით და განსაკუთრებით კი ტრამვებისადმი მიდრეკილ ფეხბურთელებს მოვფრთხილებოდით... გამოდის, ჩვენ უფრო ვზრუნავთ ნაკრებზე, ვინემ ის ხალხი, ვინც ქართული ფეხბურთით მილიონებს შოულობს?!...
ვოოტ
17 ივნისი 2024 20:53
26
აზროვნების გიგანტი ხარ. რუსულიც გცოდნია. როგორ ვერ იყენებს შენს უზარმაზარ პოტენციალს სამშობლო.
ვოტ-ვოტ -ას
18 ივნისი 2024 06:27
1
ძალიან დიდი დანაკლისია კიტე. ძალიან სამწუხაროა :(
Joko
17 ივნისი 2024 20:43
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული