ვილი სანიოლი: კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ფინალის შემდეგ ეიფორიიდან გამოსვლა რთული იყო და მუშაობა ამაზე გვიწევდა. როცა შეკრება დავიწყეთ, გუნდში ფიზიკურად იდეალური სიტუაცია არ იყო, თუმცა საბოლოოდ ამას მივაღწიეთ. კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა.

ამ დონეზე ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ!.. არ აქვს მნიშვნელობა, ხვიჩა კვარაცხელია ცენტრში ითამაშებს თუ მარცხნივ, ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა. ხვიჩა ძალიან მოტივირებულია, ის ახლა მთლიანად ნაკრებსა და ევროპის
ჩემპიონატზე ფიქრობს და არა საკლუბო მომავალზე".

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altახალი ათვლის წერტილი საქართველოსთვის! - სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან და კიტეიშვილის მნიშვნელობა...

მკითხველის კომენტარები / 15 /
კიტე დიდი დანაკლისია. მაგრა კიტეს გარეშეც მოგვიგია თამაშები. ეს რო წარმატებები ბიჭებო. ღმერთი ჩვენსკენ.
ბოკინიო
17 ივნისი 2024 22:09
4
კიტეს ტრამვაში რომ ვიღაცაებს ადანაშაულებთ ინტრიგანები ხართ ის ხალხი… ეგრე საერთოდ რომ არ ჩაეტარებინათ ამხანაგური დაზღვეული ვიქნებოდით ყველანაირი ტრამვებისგან, რა გეშველებათ ამ ჩასაფრებულებ რაა… არ მგონია პოლონელებს ლევანდოვსკის გარეშე თამაში აწყობდათ, იმანაც ხომ ბოლო ამხანაგურში მიიღო ტრამვა.
zola
17 ივნისი 2024 23:59
2
Kites gareshe dzalian shemcirda chveni shansebi
Deme
17 ივნისი 2024 21:28
9
რეებს ბოდიალობთ რა, ვიმემ ჩაარტყა და მაგიტო მიიღო ტრამვა? რა შუაშია ამხანაგური თამაში გაეჭიმა უწყინარ სიტუაციაში.
ეეე
17 ივნისი 2024 21:20
3
ძალიან დიდი დანაკლისია კიტე. ძალიან სამწუხაროა :(
Joko
17 ივნისი 2024 20:43
2
კიტეიშვილი რომ ფაქტიურად საკვანძო ფეხბურთელია და საშინელი დანაკლისი ორი აზრი არ არის, მაგრამ ამ ისედაც მძიმე სიტუაციას კვეკვესკირის ძირითადში დაყენებით საერთოდ კატასტროფულად ვაქცევთ.
ირაკლი
17 ივნისი 2024 23:42
3
მირჩევნია მწარე სიმართლე ვთქვა და თუნდაც დისლაიქები დამიწეროთ: ასეთი ტრავმატული რომ არის კიტე, იმიტომ ვერ გადადის ტოპ-ლიგებში! შე კაი კაცო, მონტენეგროს თამაშიდან თურქეთამდე მთელი 9 (ცხრა) დღე გაქვს და ეს კუნთის დაჭიმულობა ამ დროში ვეღარ უნდა მოირჩინო?! ან არადა, მაშინ ნაკრების საექიმო შტაბმა ვერ ივარგა… მოკლედ, ძაან დიდი კრეატივი მოგვაკლდა შეტევასა და შუა ხაზში
simartle
17 ივნისი 2024 23:27
1
ვისი რა ბრალია,ვერ დააბრალებთ ფედერაციას რომ ამხანაგურებით დატვირთეს.
არა უშავს,იმედია ჩეხეთთან დაგვეხმარება
Levani
17 ივნისი 2024 22:33
3
უმნიშვნელო ტრავმააო და გამოდის,არც ისე უმნიშვნელო ყოფილა?ჩვენი საყრდენი ზონა,ისედაც პრობლემური გვქონდა და მხოლოდ მან შესძლო,მეტ ნაკლებად დაბალანსება.იქითა მხრიდან ჩალხანოღლუ,აქედან კიტეს არ ყოფნა.თამაშის ხელახლა აწყობა მოგვიწევს.მისი სრულფასოვანი შეცვლა,შეუძლია ვინმეს?-არა მგონია.ჩაკვეს და კვარას მოუწევთ,შეტევაში,სამოქმედო ზონების გაფართოება და ფიზიკურად გაქაჩავენ?დაცვაში მისი შეცვლა,კიდევ სხვა პრობლემაა!იმედი დავიტოვოთ,რომ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ და წარმატება ვუსურვოთ,ჩვენს ბიჭებს.ვინც მოედანზე იქნება,მათ უნდა იომონ და გააკეთონ,გასაკეთებელი.
სოსო
17 ივნისი 2024 23:30
0
კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე სწორედ თურქებთან და ჩეხებმა გვჭირდება, თორემ პორტუგალიასთან რომ ცალკარა გვექნებოდა, ეგ ხომ ისედაც ვიცოდით... სამაგიეროდ მონტენეგროს გადავურბინეთ...
დდდ
17 ივნისი 2024 21:03
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული