საქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი
კუთხიდან წიტაიშვილს გატანა გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - საქართველო
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altრა ხდება საქართველო-თურქეთის მატჩამდე 2 საათით ადრე "სიგნალ იდუნა პარკზე"?

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა გჭირთ ხალხო რა კომენტარებია :(( ვინც უყურეთ თამაშს ხო ნახეთ არა რო თამაშობენ ბიჭები რამდენი მომენტი შექმმნეს უბრალოდ არ გაგვიმართლა, რაც მთავარია თავს არ ზოგავს არავინ ხედავთ, ისიც არ დაგავიწყდეთ რომ ამ დონეზე თამაშის გამოცდილება არ გვაქვს სადებიუტო თამაში იყო მღელვარება ამდენი თურქი მაყურებელი. გამოსწორდება ყველაფერი ასე ერთი თამაშის წაგების გამო ლანძღვა რა უბედურებაა :((
კარგი
18 ივნისი 2024 22:02
2
მაგდენი ესმით?ან რამის ღირსები არიან ესენი საერთოდ?იმის მაგივრად იმედიანად ვიყორთ და გავახმნევოთ ბიჭები მადლობა ვუტხრათ,ეგრევე ლანძრვაზე და უაზრო კრიტიკაზე გადადიან.
გეგი
18 ივნისი 2024 23:27
0
კვარაცხელია არის ნაკრების ზედმეტი ტვირთი,კარგავსბურთს,არ დარბის..ბიჭები თავს იკლავენ ეს სალახანა კი უპატივისცემლობას ავლენს ბიჭების მიმართ
!!
18 ივნისი 2024 21:12
15
წიტაიშვილი შესაცვლეკლია ! აი აზაროვი სად იქნებოდა ეხლა საჭირო !
zura222
18 ივნისი 2024 21:04
2
კვარა არის დამწვარი თავის რობოტული
მარშუტით....36 წუთის ანტი გმირობა..გაიზარდე ხვიჩა!!!
ჟორა
18 ივნისი 2024 20:56
12
მშვენიერი პირველი ტაიმია. დაწყებისას ძალიან ფრთხილობდნენ და ნერვიულობდნენ ბიჭები. თურქები ფაქტიურად სახლში თამაშობენ. თურქების გოლმა მოუხსნა ნეტვიულობა ბიჭებს და კიდევაც შეგვეძლო დაწინაურება. ტერიტორიული უპირატესობა არაფერს ნიშნავს, ჩვენი ბიჭები მშვენივრად უტევენ და თურქები უკვე უფრთხიან ჩვენებს. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშებთ. შანსი გვექნება და უნდა მოვიგოთ.
G.LA
18 ივნისი 2024 20:56
2
კვარას რა სჭირს ამ ბოლო დროს კაპიკი არაა მაგის ფასი საბერძნეთან იყო და ჩაისვარა ეხლაა და პანათინაიკოსის და გალათასარაის მცველებს ვერ ცდება დაცვასაც არ ეხმარება გოლი მომენტში თურქს ფეხბურთელს პირდაღებული უყურებდა გადმოვარდნილ ბურთზე ყურადღებით არუნდა იყოს? არდა რო ვინმეს ბურთს წაართმევს 20 კილოა ტიპი. ქვეყნის კვარადონა რომ ხარ მეტი მოგეთხოვება!!!! გოჩოლეიშვილი შემოიყვანოს კაკაბას გადაუარეს. იმედია მეორე ტაიმს ჭკუით ითამაშებენ...
roni
18 ივნისი 2024 20:52
3
კვარას რა მოუვიდა, ასე უემოციოდ, უჟილკოდ, უპასუხისმგებლოდ თამაში როგორ შეიძლება.
KOSTAKURTA
18 ივნისი 2024 22:20
0
Mapariet shriftistvis da vinc am bichebze cuds ityvis arakacia... madloba bichebo miyvarxart da vamayob qochir kaci xar!!!
Svani
18 ივნისი 2024 21:58
3
კაცო, ქოჩორაშვილი ღირებულა 100 მილიონი და არც ჩვენ ვიცოდით და არც მგონი თვითონ, ჩვენ კიდევ ვისზე ვლაპარაკობდით..ხვიჩას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ დღეს და არამარტო დღეს, ქოჩორა იყო გუნდი...
zaza
18 ივნისი 2024 22:19
0
სასწრაფოდ გამოსაცვლელია კაკაბა, სისწრაფეებში აშკარად ჩამორჩება გაოგნებული დარბის. ზოგადად დაცვის ხაზი ჩვენი სუსტი წერტილია, ცოტა მეტი თუ არ აიღეს თავისთავზე წინა ხაზმა ეგრე ბევრს გაგვიტანენ, არა და შეგვიძლია გავუგოროთ და შევუტიოთ. კვარა უნდა გამოფხიზლდეს და მეტი იმოძრაოს, ან გამოიცვალოს, იმის ლოდინი რომ ერთხელ გაიქცევა და მატჩის ბედს გადაწყვეტს არ ღირს თუ მანამდე 3-4 გაგვიტანეს!
ემიგრანტი
18 ივნისი 2024 21:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული