ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
აზაროვი და არაბიძე რომ არ წაიყვანეს იმიტომ დაარტყა არდამ და იმ მეორემ 30 მეტრიდან? :)))))))))) კლავიატურის ლომები აფუთფუთდნენ :)))))))))) ამ ქვეყნის ტრაგედია წაკითხულიდან შინაარსის გამოუტანლობა, მუდმივი შეთქმულების თეორიების დაჯერებაში, გაუნათლებლობაში და ბრიყვი ხალხის საჯარო სივრცეში გამოჩენაშია!!
Pepelu
18 ივნისი 2024 22:20
12
არ გიტყდება ფედერაციის ტროლობა
Pepelu-s
18 ივნისი 2024 22:27
3
ეს თამაში სანიოლმა წააგო. კვარაცხელია ვერაფერს ვერ აკეთებდა, პასებს არ იძლეოდა, 90 წუტის განმავლობაში ერთი ერთხელაც ვერ გასცდა თურქ მცველებს, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა მთელი თამაში ათამაშა. ზივზივაძე რომელმაც ნახევარფინალში 2 გოლი გაიტანა და ერთა ლიგის ფინალი გვათამაშე და ევროპაზე გასვლის შანსი მოგვცა მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშა. ლოჩოშვილის მოედანზე გამოგვანა დიდი შეცდომა იყო. ასევე სამწვრთნელო შტაბიდან არავინ უთხრა მამარდაშვილს რომ კარი უაზროდ არ უნდა დაეტოვებინა და მესამე გოლო არ უნდა მიგვეღო. ბოლო გასვებულმა გოლმა შეიძლება გადამწყვეტი როლო სეასრულოს ჩვენი ჯგუფიდან გასვლასი. იმ შემთხვევაში თუ საქართველო 3 ქულას დააგროვებს შეიძლება ამ მესამე გოლის გამო ვერ გავიდეთ ჯგუფიდან.
ქომაგი
18 ივნისი 2024 22:20
3
უეჭველი, რას გარბოდა წინ ჯგუფის ბოლო თამაში ჰო არ იყო.... კაი რაა, ეგ ერთი გოლი იქნება ზუსტად აი ნახეთ რა, ძაან დიდი შეცდომა იყო მამარდა რა გინდოდა წინნნნნ რააა
გიოო
18 ივნისი 2024 22:29
1
დღეს სამსახურში რომ ვთქვი კვარას თუარ დააყენებს ძირითადში უფრო კარგად ვითამაშებთთქო კინაღამ გამლახეს… წარმატებები ბიჭებს
კახა
18 ივნისი 2024 22:18
7
არდა გიულერ გაგიხეს მარცხენა ფეხი
რაბუ
18 ივნისი 2024 22:16
4
იაშვილის და კობიაშვილის პირადი ჰადაწყვეტილებოთ აზაროვი და არაბიძე არ წაიყვანეს.სანიოლი ჩვეულებრივ როგორც ყველა ფრანგი გამყიდველია.რატომ უნდა გადასცენ ფედერაციის მესვეურებს ღირსების ორდენი როცა პირად ინტერესებს ნაკრებზე მაღლად აყენებენ
ასეს
18 ივნისი 2024 22:16
20
20-ლარზე კობიაშვილის და იაშვილის ქება არ გიტყდება? გირჩევ თანამემამულე ხითარიანი აქო
ქართველ-ს
18 ივნისი 2024 23:12
5
პოლიტ აჟოტირებულებისთვის. სხვა საიტებია აქ სპორტზეა საუბარი და არა ზურაბიშვილი კობიაშვილის ისტორიებზე
ქართველი
18 ივნისი 2024 22:23
2
არაა დასანანი მარცხი, სად იყო ჩვენი შეტევა? რატომ არ ვუტევდით, კვარაცხელიამ ჩააგდო მატჩი ან სანიოლმა ტაქტიკა, ქოჩორა, მიქაუტაძე მამარდა ყოჩაღ. არაა ევროპა ასეთი სათამაშო ამ ფორმატით. თამამად უფრო ბევრად მეტი შეგიძლიათ. ამის გამოსწორება არ ხდება. პ.ს ამ თამაშს 30 წელი ველოდები მადლობა რომ გახვედით საუკეთესო თაობა ხართ. მაგრამ მეტს იმსახურებთ თქვენც და ჩვენც
M
18 ივნისი 2024 22:15
5
მადლობა ბიჭებო, ნამდვილად ღირსეულად ითამაშეთ, გენაცვალეთ გულში
ქართველი
18 ივნისი 2024 22:14
3
ბურთი ვერ ამოგვაქვს. დაგვირტყამენ კარში, მამარდა ჩააწვდის მიიღებს თურქი მოდის შეტევაზე. მერე ისევ და ისევ. მოკლეთ...
რატი
18 ივნისი 2024 22:13
2
იღბალი დაგვაკლდა. დიდი ქართველის ნათქვამი(აფორიზმი)გამახსენდა, რა ქნას კარგმა მენარდემა დროზე შაში თუ არ მოვა...
ავჭალიდან
18 ივნისი 2024 22:13
1
არ იყო ცუდი მატჩი, მომენტები გვქონდა და მეტნაკლებად თანაბარი თამაში იყო, ჩემთვის მოულოდნელი იყო კვარაცხელიას პასიურობა და თავდაცვის დროს მოედანზე სეირნობა, როცა მაგალითად ჩაკვე თავს აკლავდა, არ ვიცი ასევე რა ახსნა ქონდა ლოჩოშვილის პოზიციას და მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლას როცა წესით მესამე ადგილს უნდა ვუმიზნებდეთ, აგრეთვე აუხსნელია ჩაკვეს შეცვლა
ნიკა
18 ივნისი 2024 22:11
3
ქოჩორა ამ მატჩის MVP იყო
ვასო
18 ივნისი 2024 22:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული