ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ხალხი ბრძენია როარ უსმენთ ხალხს ფედერაციავ და სანიოლ!!!!! აზაროვი არ გამოგადგებოდათ???? ლოჩოშვილს 2 მეტრიან კაცს ვინ ათამაშებს ფლანგზე?? გოჩოლეიშვილმა გველი შეგიწვათ? კაკაბას რომ სისწრაფეში არღვევენ უსწრაფესი ფეხბურთელი სკამზე გყავთ გამოიყვანეთ გოჩო... არაბიძე როარ წაიყვანეთ ინტენსივობა აკლია დაცვას არ ეხმარებაო უნდა ამოგიჭრათ კაცმა კვარას სიარული თურქები რომ გვიტევენ და თავი უნდა გარტყმეინოთ მონიტორზე!!! როცა გაგვიჭირდა ხო შევუტიეთ და მომენტებიც შევქმენით დაცვაში 90 წუთი რომ იყო მომენტი თავისით არ მოვა...შეუტიე გამოიყვანე შემტევი ფეხბურთელები. მადლობა დანარჩენ ბიჭებს თავის დადებისთვის ქოჩორა და ჟორჟი უმაგრესები იყვნენ
roni
18 ივნისი 2024 22:10
3
ვილი, შე დალოცვილო, როცა ხედავ ბიჭს არ გამოსდის არაფერი, გამოცვალე და დაამშვიდე, ძნელია.
100%
18 ივნისი 2024 22:11
1
ფრე ნაღდად გვეკუთვნოდა არ გაგვიმართლა..მადლობა ბიჭებს მარა კვარა მეცოდება კიდეც რაღაც ჭირს..
ვახო
18 ივნისი 2024 22:10
1
კვარამ რაც ცოლი მოიყვანა ჩაყვითა ეხლა მიხაროდა ცოლისგან შორს არის და ენერგიაზე იქნებათქო მაგრამ.....გადაიტყავა ბიჭმა ხელები და რას ითამაშებდა
simartle
18 ივნისი 2024 22:15
12
ქოჩორა ყოფილა მგელი და უბედურება მეტოქისთვის.ეგ კაცია დღევანდელი ნაკრების ლიდერი.რაც შეეხება თამაშს. არ გვითამაშია ცუდად და შეიძლებოდა ანგარიში არაერთ ეპიზოდში გაგვეთანაბრებინა. ცოტა უიღბლობაც თან გვდევდა.
იაკობ სუარიშვილი
18 ივნისი 2024 23:16
1
თამაში გამოუვიდა, წაუვიდა, ვერ წაუვიდა, არ გამოუვიდა, ესეთ ფეხბურთელებს, ყოველთვის, მონდომებული კაცი სჯობია. რატო იბრიქება ვარსკვლავად წოდებული მზეჭაბუკი ვერ ვხვდები. სკამზე უნდა დასვას ვილიმ და კაი იქნება პირადად მისთვის
??????????????????????????????????????????????????????????
19 ივნისი 2024 03:02
13
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. დავმარცხდით თუმცა მეტწილად უიღბლობის გამო. ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე შევცვლიდი წიტაიშვილს ზივზივაძით. ხვიჩას მარცხენა ფლანგზე დავაბრუნებდი და ბუდუ და მიქაუტაძით შევატევინებდი გუნდს. წიტაიშვილი აქტიური იყო მაგრამ უფრო აქტიური ვიდრე სასარგებლო.
გიგი
18 ივნისი 2024 22:50
2
100%
zura79
18 ივნისი 2024 23:04
1
მარცხენა ფლანგზე შესატევად გამოგყავს ლოჩოშვილი (ლოჩოშვილს არაფერს ვერჩი) აი სად იყო საჭირო აზაროვი.... გოლი გაქ გასატანი და. და. და. აი სად იყო საჭირო არაბიძე..... მადლობა ბიჭებო, ჯიგრები ხართ!!! ქოჩორ ლომი ხარ!!!!
TT
18 ივნისი 2024 22:11
4
თავიდან ბოლომდე სანიოლის წაგებული თამაში,როგორ შეიძლებოდა ჩაკვეს გაყვანა,ფაქტიურად დაცვაც იყო უზარმაზარ სამუშაოს ასრულებდა,2-1 აგებ და მეუთე მცველი შემოიყვანა აბსოლიტური სისულელე გააკეთა,რათ უნდოდა ალთუნაშვილი ბოლოს სართოდ ვერ მივხვდი,ლობჟანიძე საერთოდ დააიგნორა,კვარა გასაყვანი იყო მთლიანად ჩააგდო თამაში,უხეირო მწვრთნელი გვყავს არადა ასეთი მაგააი ბიწები გვყავს ნაკრებში კარგი მწვრთნელის ხელში ნების,იერს ეთამასებიან
იოსები
18 ივნისი 2024 22:09
2
სანიოლზე ცალკე უნდა დაიწეროს აუცილებლად,რადგან დღეს დაამტკიცა რომ ის მოყვარული მწვრთნელია და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აუცილებლად კვალიფიციურმა მწვრთნელმა უნდა ჩაიბაროს ნაკრები! რამდენი სისულელე გააკეთა დღეს დაითვლება საერთოდ?? 1)ჩაკვეს გაყვანა 2)ბუდუს ლამის დამთავრებულზე შეყვანა 3)ლოჩოშვილის შემთხვევა იყო საერთოდ გამაოგნებელი, საერთოდ რა გააკეთა თვითონ თუ გაიგო??!! 4)კვარას არგაყვანა როცა აშკარად გასაყვანი იყო. 5) ლობჟანიძის იგნორი როცა აშკარად ვჯაბნიდით სისწრაფეებში და ლობო კიდევ უფრო წაგვადგებოდა. 6)ალთუნაშვილი რა შუაში იყო საერთოდ,რატომ შემოიყვანა მექვაბას მაგივრად,რომელსაც კარგი მატჩი ქონდა უდაოდ. 7)თურმე აზაროვი არ უნდა დაეტოვებინა ხომ????!!! გამოჩნდა ამ მატჩში არა??!! 8) ნაკრები თავის დაცვას იწყებს მხოლოდ საკუთარ საჯარიმოსთან- ასე თანამედროვე ფეხბურთში არ ხდება! 9)თუ ბურთის შენარჩუნებას არ აპირებ და მაინც უმისამართოდ უშვებ, ასწავლოს ეგებ რომ შორს მოიგერიონ,შემტევიც გაყვება იმ ბურთს და ეგებ ხეირიც ნახო. 10)მადლობა სანიოლ,კარგად იყავი ევროპის შემდეგ.
ალექს
18 ივნისი 2024 23:16
4
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფედერაციას საოცარი ოთხთვალა სვანაძე მოყავს მთავარ მწვრთნელად.
ალექ-ს
18 ივნისი 2024 23:42
3
ბევრი საუბარი არ არის საჭირო,გამოცდილება დაგვაკლდა და ეგ მოვა ეტაპობრივად. ვამაყობ ამ გუნდით,ყველას მადლობა ბრძოლისთვის.
იასონას უდარი
18 ივნისი 2024 22:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული