ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო სწორად აფასებს მატჩს ვიდრე მწვრთნელი! სანიოლის მწვრთნელობა არგაიშვას, საფრანგეთიდან გამოუშვეს, ბორდოდან გამოუშვეს, ბაიერნიდანაც გამოუშვეს! მარტო ჩვენ მოგვწონს! ეს მატჩი თავიდან ბოლომდე სანიოლის კისერზეა! რომ არ შეგვეძლოს კიდევ ხო მაგრამ ისეთი ბიჭები გვყავს ცოდვაა ასეთი თამაშების წაგება. დღეს სანიოლის მწვრთნელობამ გამახსენა მაკედონიის ფინალში ვაისი, ერთი ერთში ეგ იყო. შეცვლებმა საერთოდ დამშოკა საერთოდ რა შუაში იყო, კვარა სკამზეა დასასმელი და შეილება შეცვლიდან უფრო ეფექტური იყოს. ქოჩორ RESPECT! საუკეთესო ხარ!
ემიგრანტი
18 ივნისი 2024 22:22
4
მადლობა ბიჭებს, საქართველოს ნაკრებ ესეთ გამართული ფეხბურთი არ ყთამაშია❤️
Qomagi
18 ივნისი 2024 22:02
1
ბიჭებს მადლობა
Gio
18 ივნისი 2024 22:01
0
ზოგადად ყველაფერში, თუ გინდა რომ წარმატებული იყო და განვითარედე, ღია და სამართლიანი დისკუსია, კრიტიკა და არგუმენტები აუცილებლობას წარმოადგენს. ჭაობია გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ ჩაკეტილი სისტემა, იმან უფრო კარგად იცის და ასე შემდეგ. უნდა დაასაბუთო საკუთარი გადაწყვეტილებები, როცა ქვეყანას ეხება შენი ქმედებები. მე შემიძლია ვთქვა, რომ უკვდავი ვარ და უფსკრულში გადავხტე და ეს ჩემი ნებაა შევამოწმო მისი ჭეშმარიტება, მაგრამ მე თუ მთელ ერს მოვუწოდებ, რომ ეს გავაკეთოთ, ამისათვის სულ მცირე არგუმენტები უნდა დავდო. როდესაც ყველა გეუბნება, რომ ნომინალური მარცხენა მცველი არ გყავს და ტრავმირებული ფეხბურთელი მიგყავს მაგ პოზიციაზე, კი არ უნდა გაჯიუტდე, უნდა ადგე და დაასაბუთო, რომ შენი გადაწყვეტილება სწორია.აზაროვი-კვარას ურთიერთქმედება იყო იდეალური, ასე იყო დინამოს აკადემიიდან მოყოლებული და მას მერე რაც აზაროვს აღარ იძახებენ, ცენტრში შეიწია და პროდუქტიულობაც შემცირდა, ეს აისახება დრიბლინგებშიც, იგივე გაუკეთეს რაც ნაპოლიში. ისევე როგორც არაბიძის შემთხვევა, ზუსტად ამაზე ვწერდით,რომ შორიდან დამრტყმელი ერთი ფეხბურთელი მაინც იყო საჭირო გუნდში, თამაშის ბოლოს ვინ იცის რა გაესროლა, ლოჩოშვილის შემოსვლამ რა შემატა ნაკრებს(პირადად მას არაფერს ვერჩი, თავის პოზიციაზე იმსახურებს თამაშს)?! სანამ არ მივეჩვევით ანალიზს და პროფესიონალიზმს, მანამდე ესე იქნება. და კიდევ კვარას აგენტსაც და მამამისსაც, ცოტა მეტად უნდა ეფიქრათ ქვეყანაზე და განცხადება ევროპის მერე გაეკეთებინათ, ამის შედეგი თქვენს თვალწინ დადიოდა დღეს. მიუხედავად ყველაფრისა მადლობა ბიჭებს, დადეს ყველაფერი მოედანზე დადებითი შედეგისათვის. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სულ სხვაგვარ განწყობაზე ვიქნებოდით ყველა.
ATP 16
19 ივნისი 2024 00:49
2
100 პროცენტით გეთანხმები. შეცდომა ყველას მოსდია მაგრამ შეცდომაში გაჯიუტება უკვე სხვა რამეა. მოღალატე და ჩასაფრებული გვეძახეს აქ ვინც ვთქვით ჯერ კიდევ ლუქსემბურგამდე, რომ ვილი ცდება რაღაცეებში. თუნდაც ტაქტიკის და ფეხბურთელების შერჩევაში. როდის ვინ და რა არის საჭირო. ჯანსაღი კრიტიკა, პროფესიონალური განხილვა და შეცდომებზე მიტითება აუცილებელია, თუ გვინდა განვვითარდეთ. როდესაც ტოვებ აზაროვს და თავდამსხმელს მცველად ათამაშებ, არ მიგყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია შორიდან დარტყმა, დრიბლინგი და გარდატეხის შეტანა, ასევე ახალგაზრდა თავით კარგად მოთამაშე და მოტივირებული საზონოვი. მოედნიდან გაგყავს ჩაკვე, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია ბურთის განაწილება და დაცვიდან ამოტანა. აგვიანებ ბუდუს და დავითაშვილის შემოყვანას როდესაც აგებ და შემოგყავს ასევე ლოჩოშვილი და ალთუნაშვილი. გყავს ლობჟანიძე და გოჩოლეიშვილი არ შემოგყავს და ლოჩოშვილს ათამაშებ ფლანგზე. კვარას არ უცვლი ტაქტიკურად ადგილს ან არ ცვლი როდესაც ხედავ ვერ მისდის თამაში. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად. იბრძოლეს, თავი დადეს მაგრამ, მწვრთნელის დამსახურებიტ და ცოტა უიღბლობითაც წავაგეთ. დიდი ფეხბურთელობა არ ნიშნავს უეჭველად კარგ მწვრთნელობას. სამწუხაროდ სანიოლიც ამტკიცებს ამას.
სიმართლე უნდა ითქვას
19 ივნისი 2024 03:45
0
Აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით.
დავითი
19 ივნისი 2024 06:53
0
ყველა გამოხმაურება
ეს თამაში სანიოლმა წააგო და აი რატომ:
1. დაცვიდან თამაში იყო შეცდომა, გამოჩნდა შეტევაში მათ საჯარიმოსთან რამდენად ეფექტურები ვიყავით და როგორ იბნეოდა მოწინააღმდეგე
2. დაცვაში თუ დგეხარ შენი საჯარიმოს წინ მაინც უნდა დააპრესინგო მოწინააღმდეგე ადგილზე იდგე და უყურო როდის დაუშვებენ შეცდომას ეს არ ვიცი რა ტაქტიკაა
3. რატომ არ შეცვალა მექვაბიშვილი, რატომ გამოიყვანა შემტევ პოზიციაზე ლოჩოშვილი (!!!), რატომ არ შეცვალა კვარაცხელია (როცა მის გამო დაცვაში ერთი კაცით ნაკლები ვიყავით), რატომ წავიდა მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილი
გიკა
18 ივნისი 2024 22:41
2
ბიჭებს ცუდად არ უთამაშიათ, განსაკუთრებით გამოვყოფდი ქოჩორაშვილს, ეს ბიჭი იმსახურებს უკეთეს კლუბში თამაშს და იმედია ეს ასეც იქნება. მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა უმაღლესი დონის ფორვარდია, მომეწონა დვალიც. რაც შეეხება კვარაცხელიას , მას არ გამოუვიდა თამაში, სიმართლე რომ ვთქვა თითქოს არც უნდოდა თამაში, არ ვიცი რაშია საქმე, ალბათ ახალ კონტრაქტზე ფიქრობს და სხვა…..
Gio
18 ივნისი 2024 22:30
4
კვარაცხელია გაძღა და ჯუღელს დაემსგავსა, აღარც ინდომებს, რაღაც ჰგონია უკვე თავი კვარადონაააააააააააასსსსსსსსსსსსსსსსს. მე საერთოდ პირველი ტაიმის მერე შევცვლიდი, ზარალი იყო ზარალიიიიიიიიიიიიიიიიიი
dato
19 ივნისი 2024 00:53
12
გუნდის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. წარმოიდგინეთ არც მწვრთნელის...ხდება რომ თამაში არ წაგივა , ბურთი კიუტად არ გადის კარში...ვინმემ რომ თქვა კვარაცხელია მოგება არ უნდოდაო. ნორმალური იქნება. აგერ საფრანგეთი-ავსტიის შეხვედრაში მბაპემ პრინციპში რა გააკეთა მაგრამ იტყვიან რომ არ ვარგა ფეხბურთელადო?....ჩვენი გუნდივით ასე თვალსასიეროდ ბევრმა ითამაშა ამ ჩემპიონატზე ამ მომენტისთვის?
საბა
18 ივნისი 2024 23:21
7
უნდა იყოს "ვინმემ რომ თქვას კვარაცხელია მოგება არ უნოდაო-ნორმალური იქნება????" კითხვის ნიშანი აკლდა
საბა
18 ივნისი 2024 23:52
0
პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს. ბოლო წამამდე თავდადებით იბრძოლეს და ბოლომდე ითამაშეს. ეს თამაში წააგო მწვრთნელმა. სრულად. ჯერ ერთი თურქებთან თუ ყრუ დაცვიდან ვთამაშობთ, პორტუგალიასთან რაღას ვაპირებთ? მეორე, ხომ შეხედა რომ დაცვაში არ მიგვდის თამაში ხოლო შეტევაში ძალიან მწვავედ ვუტევთ? მეორე ტაიმიდან მაინც ხომ უნდა შეეცვალა ტაქტიკა? რა ლოგიკით გაიყვანა ჩაკვეტაძე მითუმეტეს როდესაც აგებ და ბურთის ყველა კარგად გამთამაშებელი მოედნიდან გაგყავს. მექვაბიშვილს არაფერს ვერჩი პიროვნულად, ღმერთმა გაუმარჯოს მაგრამ რა ლოგიკით ათამაშა? ან საერთოდ 26-ის წაყვანის უფლება რომ გვქონდა რა ლოგიკით დაიკლო 3 ფეხბურთელი? წიტაიშვილი ძალიან მაგარი შემტევია მაგრამ როგორ უნდა მოიფიქრო, რომ დატოვო აზაროვი და დაუწუნო მას დაცვითი ფუნქციები და მის ადგილას ათამაშო თავდამსხმელი. კიდევ უამრავი არალოგიკური ქმედებებია. ასეთი თაობა გყავდეს და ვერ იყენებდე, დიდი მოხერხება უნდა. დიდი კარიერა ჰქონდა სანიოლს როგორც ფეხბურთელს მაგრამ, სამწუხაროდ მწვრთნელად ჯერ-ჯერობით ძალიან სუსტია. ჯერ არაფერი დაკარგულა. წინ თამაშებია და ჯგუფიდან გასვლაც სრულიად რეალურია. წარმატებები საქართველოს. მადლობა ბიჭებს და თითოეულ გულშემატკივარს.
სიმართლე უნდა ითქვას
18 ივნისი 2024 22:37
5
ეს ის თამაში იყო სადაც ნამდვილად და არა ირონიით ითქმის...კარგად ვითამაშეთ მაგრამ დავმარცხდით...საღოლ ბიჭებო...ფრე სამართლიანი იქნებოდა...გული არ გაიტეხოთ...სამართალი ურმით დადის...მოვა ჩვენთანაც...
paf-paf
18 ივნისი 2024 22:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული