ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
კვარაცხელია შესაცვლელი იყო და ვერ გაბედა მწვრთნელმა
მორიელი
19 ივნისი 2024 02:17
1
კვარას ყოველთვის შეუძლია,რაღაცა შექმნას.ეგეც არ იყოს,წიტაიშვილს ფლანგს უთავისუფლებდა,მცველები მას მისდევდნენ და წიტაიშვილი,რამდენჯერმე სახიფათოდ დაემუქრა კარს.ეს,აშკარად მწვრთნელის ტაქტიკური დავალება იყო.რომ შეეცვალა,ვის უნდა შეეცვალა?მის ფლანგზე თურქები შიშის გარეშე წამოვიდოდნენ და წიტაიშვილი,ორ კაცს გაუმკლავდებოდა?ლევან შენგელია ბოლომდე რომ ყოფილიყო მზად,ალბათ მას ათამაშებდა,წიტაიშვილის ადგილზე,თუმცა არც გიორგი იყო,ცუდი.კი,კვარამ ვერ ითამაშა იმ დონეზე,რაცას მისგან ველით,ლიდერობა გამოუცდელი ფეხბურთელისათვის მძიმე ტვირთია,მაგრამ მის დათრგუნვაში,ლომის წილი,აქედან წასულმა თავაშვებულმა ბულინგმაც ითამაშა.ყველას ერთნაირი ფსიქიკა არა აქვს და დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ბევრი ვერ უძლებს.
სოსო
19 ივნისი 2024 09:48
0
საქართველოს ნაკრებმა ეს თამაში კი წააგო მაგრამ თამაში არ ჩაუგდია. უბრალოდ გამოცდილება, იღბალი და კლასი დაგვაკლდა.
გია
19 ივნისი 2024 07:20
2
უკან 2 ცენტრალური გვყავდა, რომელსაც წვიმაში კი არა, უნაკლო მოედანზე არ აქვს საჭიროსთან მიახლოებული სისწრაფე და ბურთის დაჭერის უნარი, შესაბამისად ასეთი ზურგით, მთელ გუნდს უჭირს. ხოდა სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა ეს, თორემ არ დავთმობდით ბურთს 2 მონაკვეთი, რაც ორივე გოლად დაგვიჯდა არ წავაგებდით ასეთ დონეზე ჩატარებულ თამაშს.
???
19 ივნისი 2024 00:02
0
შეტევაში შეგვეძლო ამ დროს და სანიოლმა ავტობუსი ჩააყენა. აგებს და რა ცვილებებს ან როდის აკეთებს. გაყავს ჩაკვე, არ შემოყავს ლობჟანიძე. დავითაშვილს და ზივზივაძეს აძლევს ძალიან ცოტა დროს და შემოყავს ასევე ლოჩოშვილი და ალთუნაშვილი. რა პრინციპით აკეთა ეს ყველაფერი თუ ვინმემ იცის, თხოვნა მაქვს დაწეროს რა. მართლა მაინტერესებს. კიდევ უამრავი შეცდომა დაუშვა სიიდან დაწყებული მაგრამ აღარ გავაგრძელებ. ბიჭრბს მადლობა თავდადებისათვის
სიმართლე უნდა ითქვას
19 ივნისი 2024 01:25
0
ზუსტად ის ხალხი ვინც გაღმერთებდათ ბიჭებო, წინ ევროპისკენო რომ პოსტავიდით,აი ეგენი არიან ეხლა რომ გაგინებენ...
ჩემგან კი მადლობა დღევანდელი თამაშისთვის და წარმატებები ლომებო!!!
რაჟა
18 ივნისი 2024 23:49
12
მაგ სიტყვებს ისევ ვიტყვიტ გვასახელეს ჩვენმა ბიჭებმა მაგრამ ვინც გასაკრიტიკებელია იმან უნდა მიიღოს კრიტიკა გოლი მესმის ვერ გაიტანოს მესმის კაცი ვერ მოატყუოს მაგრამ მოედანზე არუნდა დასეირნობდე და სხვების იმედზე არუნდა იყო წაართმევენ მომცემენ პასს მერე მეც დავკარგავ და სხვა დროს ვცდი ისევო..
rajas
19 ივნისი 2024 00:43
5
წადი რაჟა ბიძიკო ეხლა შენ შენ გზაზე
რაჟა-ს
19 ივნისი 2024 00:16
9
ემოციური ხალხი ვართ ქართველები და ემოციურად ვხედავთ ყველაფერს მაგრამ ცივ გონებაზე რომ შევაფასებთ ვაღიაროთ რომ ორი ულამაზესი გოლი გაგვიტანეს. ბოლოს შეგვეძლო გათანაბრება მაგრამ სამწუხაროდ იღბალმა გვიმტყუვნა. არაუშავს, ამით არ იწყება და მთავრდება ყველაფერი. მადლობა ნაკრებს, ასეთ თამაშებში იზრდება გუნდი. ევროპის ჩემპიონატი უკვე სხვა დონეა და ჯერ ახალი ხილია ჩვენთვის. მადლობა თავდადებისთვის.
იბრუხ მართალი
18 ივნისი 2024 22:33
2
ბიჭებს მადლობა
Gio
18 ივნისი 2024 22:02
1
კვარაცხელია არის გადაღლილი. რომ ტლინკაობდა იტალიაში რატომ მცვლითო, როცა თამაში არ გამოდიოდა, სჯობდა არ ეტლინკავა და ძალები შემოენახა. ფაქტია რომ დღეს ჩაკვეტაძის მოხსნა რომელიც იდეალურ ფორმაშია და კვარაცხელიას დატოვება, რომელიც ისე დამძიმდა რომ სიჩქარესაც ვერ კრიფავს სათანადოდ, იყო მწვრთნელის შეცდომის და სისუსტის გამოხატულება.
ირაკლი
19 ივნისი 2024 02:10
6
ტლინკაობდა რა სიტყვაა? რა ბოღმა გქონია გულში
ირაკლის
19 ივნისი 2024 07:17
8
ზოგადად, ამბიცია ცუდი სულაც არაა... სპორტში აუცილებელიც კია - სხვაგვარად ვერაფერს მიაღწევ... მაგრამ ეს მხოლოდ ჯანსაღ ამბიციაზე ითქმის, უსაფუძვლო ამბიცია კი, მინიმუმ ღიმილისმომგვრელია... მერვედფინალის შესაძლო მეტოქეებზე რომ ავლაპარაკდით, უს უკვე ღიმილისმომგვრელი გახლდათ და თუ ღიმილი გვაკმარეს და დასაცინად არ გავიხადეთ საქმე, ჩემი აზრით, ესეც გარკვეულ მიღწევად უნდა ჩავთვალოთ, რადგან რაც უფრო რეალური და კარგი გაგებით მოზომილი ამბიციები გვექნება ქართველობას, მით უფრო მეტს მივაღწევთ ფეხბურთშიც, ცხოვრებაშიც, პოლიტიკაშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, მთლად უშანსოდ კიბერნეტიკაშიც არ ვიქნებით...
მეტი პოზიტივი ერო
19 ივნისი 2024 01:42
3
ეეეეე კვარა შენს კისერზეა ეს წაგება
კვარა
18 ივნისი 2024 22:59
9
მოგებები არ იყო ვითომ რატომღაც მის კისერზე და წაგებებია მაინცდამაინც?
ჭკვიანს
19 ივნისი 2024 08:09
2
თამაში მწვრთნელებმა წააგეს 5-3-2,ასეთი აცალგაზრდა თაობით და გუნდის დაცვაში ჩაყენება? ორი ბებერით დაცვის ცენტრში ,როცა ახალგაზრდა ძლიერი ფეხბურთელები გყავს ლოჩოშვილი , აზაროვი,საზონოვი ი,დანაშაულია.ჩააყენეს გუნდი დაბალ დაცვაში ,თითქოს გოლს ელოდებოდენ და მიიღეს კიდეც,შუა ხაზი გაწყვეტილი იყო თავდამსხმელები ნაკლებად მარაგდებოდენ ბურთით.....სადააქართული შემტევი ფეხბურთი ,რითაც ყოველთვის ძლიერები ვიყავით ყოველთვის....
მ.ზ. დიდი ბრიტანეთი
18 ივნისი 2024 22:25
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული